"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდიმეცნიერთა კონგრესისლაიდერი
მეცნიერთა კონგრესის პროგრამა: მიზანია სამშობლო და ადამიანი(pdf)
ეს ყველას გვეხება: წაიკითხეთ და წააკითხეთ სხვასაც! მოქმედების დროა!

მეცნიერთა კონგრესი გთავაზობთ სისტემური ცვლილებების პროგრამას. ახლა სიტყვა ხალხსა და ხელისუფლებაზეა
ეს ყველას გვეხება: წაიკითხეთ და წააკითხეთ სხვასაც! მოქმედების დროა!
თუ ხალხი მიიღებს ამ პროგრამას, ხელისუფლებამ უნდა თქვას, შეუძლია თუ არა მისი შესრულება, თუ არ შეუძლია, ეყოს ძალა მიიღოს გადადგომის გადაწყვეტილება. თუ ამას ხელისუფლება არ გააკეთებს, ხალხს უნდა აღმოაჩნდეს პოლიტიკური ნება, გაუშვას ასეთი ხელისუფლება!
მეცნიერთა კონგრესის გადაწყვეტილება
ქვეყნის მომავალი არა ბელადებთან და მილიონერებთან, არამედ განათლებულ და ღირსების მქონე ხელისუფლებასთან, არა პარ-ტიულ, არამედ პიროვნებათა, პროფესიონალთა ხელისუფლებასთან და მეცნი¬ერულ პროგრამებთანაა დაკავშირებული! გთავაზობთ გაერთიანებას სისტემური ცვლილებების აქ წარმო¬დგენილი პროგრამის ირგვლივ!
თანამემამულენო, საქართველოს პრეზიდენტო, პრემიერ-მინისტრო, პარლამენტის თავმჯდომარევ, მთავრობისა და პარლამენტის წევრებო, პოლიტიკოსებო და პოლიტიკურ პარტიათა ლიდერებო, გუბერნატორებო და მერებო, საკრებულოთა წევრებო: ჩვენ -`მეცნიერთა კონგრესი ეროვნული თანხმობისათვის“ გიდგენთ დაპირებულ მოსაზრებებს სისტემური ცვლილებების თაობაზე. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სასურველია (ვფიქრობთ, აუცილებელიც), პირველ ოქტომბრამდე, 21-ვე პუნქტზე მიღებულ იქნას გადაწყვეტილეობა.
მართალია, ჩვენი პოზიცია კატეგორიულია, მაგრამ იგი შედეგია ქვეყანაში არსებული რეალური მდგომარეობისა, რომელიც გაცილებით უარესია, ვინემ ჩვენ ამას ვგრძნობთ. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ხალხთან, ხელისუფლებასთან და ყველასთან, ვისაც ამის სურვილი გაუჩნდება.
ვიწყებთ გაერთიანებას პროგრამის ირგვლივ
ჩვენ საინფორმაციო მხარდაჭერა ვთხოვეთ ყველა ტელევიზიას, მასობრივი ინფორმაციის ყველა საშუალებას. ხალხი დაინახავს, ვის როგორ აწუხებს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, მისი მეცნიერული ანალიზი და სისტემური ცვლილებების მეცნიერული პროგრამები. განსაკუთრებული იმედი გვაქვს სოციალური ქსელების, ჩვენი ფეისბუქ-მეგობრების.
ამ ეტაპისთვის სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა დიდი მოღვაწეების, ბატონების: მერაბ ბერძენიშვილის და რეზო ჩხეიძის ინიციატივით, მამულიშვილების _ ამზორ ერქომაიშვილის, გიგა ბათიაშვილის, არნოლდ გეგეჭკორის, რომან რურუას, ტარიელ ხარხელაურის, გივი თოიძის, ომარ მხეიძის, თემურ გუგუშვილის მონაწილეობით დაფუძნებულმა ტელევიზიამ „ქართული TV“, რომელიც დღეს შეგიძლიათ ნახოთ:
- მაგთიზე – 46
- • სილქნეტზე – 259
- • myvideo.ge-ზე (ლინკი http://www.myvideo.ge/tv/qartuli/2021-04-06)
ვებ გვერდზე: www.civilizebuli.ge
მეგობრებო, ვიწყებთ ხელმოწერას პროგრამაზე, შემოერთება შეუძლია ნებისმიერს. ეს პროცესი გაგრძელდება ივლისის ბოლომდე და 12 აგვისტოს, ქართველთა ღირსების დღეს – დიდგორობას (900 წლისთავი) საბოლოო ვარიანტი ყველას ხელმოწერით ჩაბარდება ხელისუფლებას. პირველი ვარიანტი მეცნიერთა კონგრესის გადაწყვეტილებით 14 მაისს უკვე ჩაბარდა პრემიერ-მინისტრს.
ხელმოწერისთვის საჭიროა: გვარი, სახელი, პირადობის მოწმობის ნომერი და საკონტაქტო ტელეფონი.
ხელმოწერა ხორციელდება ყველა შესაძლო და მისაღები ფორმით: საინიციატივო ჯგუფების ორგანიზებით, თუ ინდივიდუალურად, ელექტრონული ფოსტის, ფეისბუქ გვერდის, სოციალური ქსელის გამოყენებით, განცხადებები ამასთან დაკავშირებით მუდმივ რეჟიმში გამოქვეყნდება ტელევიზია „ქართული TV“-ს საშუალებით, ასევე ვებგვერდზე www.civilizebuli.ge ფეისბუქ გვერდებზე:
გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ:
https://m.facebook.com/profile.php?id=100030132400947&_rdr
მორალური გუნდი: https://www.facebook.com/groups/1317855501715709/
ელექტრონულ ფოსტაზე: civilizebuli@gmail.com, mecnierta.kongresi@gmail.com
კონსულტაციებისთვის შეგვიძლიათ მიმართოთ მეცნიერთა კონგრესის წევრებს:
მეცნიერებათა დოქტორი, ამირან აფციაური 514 01 01 71
მეცნიერებათა დოქტორი, ჯუმბერ ბოლღაშვილი 577 00 87 00; 599 53 35 41
მეცნიერებათა დოქტორი, ლუარა ნიჟარაძე 555 46 63 01
მეცნიერებათა დოქტორი, რამაზ ნამიჭეიშვილი 579 70 65 56; 593 36 85 59
გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი თეიმურაზ შაშიაშვილი 597 57 04 19
საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ხელოვნებათმცოდნე ციური გარუჩავა 593 32 70 96
კომისიის მდივანი ირინა ჯიბლაძე 595 41 27 72
21 საკითხი, რომელთა განხორციელება ამ ეტაპზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისა და ხალხისთვის
- პირველი – შემუშავდეს ეროვნული დოქტრინა , რომელიც დაფუძნებული იქნება სახელმწიფოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, ზნეობის, ტრადიციების, თავისუფლების და დემოკრატიის პრინციპებზე
- მეორე – შეიქმნას ხალხის ინტერესების გამომხატველი კონსტიტუცია
- მესამე – აღდგეს კანონი “სახელმწიფო ღალატის შესახებ” კორუფცია და ნეპოტიზმი გამოცხადდესსახელმწიფო ღალატად, მიღებული იქნესლუსტრაციის კანონი.
- მეოთხე – დაუბრუნდეს ხალხს რეფერენდუმის ჩატარების უფლება
- მეხუთე – მიწა, ტყე,წიაღისეული, ყველაფერი, რაც ეროვნული სიმდიდრეა და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ იყიდება.
- მეექვსე – შეიქმნას სახელმწიფო კაცების საკრებულო
- მეშვიდე – ქვეყანაში დამკვიდრდეს რეალური სამართლიანობა
- მერვე – შეიქმნას ქვეყნის განვითარების პროგრამა
- მეცხრე – სახალხო განხილვისთვის გამოტანილ იქნას პიროვნებათა, პროფესიონალთა პარლამენტის კონცეფცია
- მეათე – აიკრძალოს პარტიების დაფინანსება ბიუჯეტიდან
- მეთერთმეტე – რადიკალურად შემცირდეს და დადგინდეს აუცილებელია სახელმწიფო მოხელეთა ოპტიმალური რაოდენობა
- მეთორმეტე – ეროვნული ტრადიციებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, შემუშავდეს კანონმდებლობა სამართლიანი საინფორმაციო სივრცის თაობაზე!
- მეცამეტე –პლურალისტური დემოკრატიის რეალურად დასამკვიდრებლად, გადაიდგას სახელისუფლებო მარწუხებისგან ქვეყნის სამეცნიერო, კულტურული, საგანმანათლებლო, სასამართლო და მთელი რიგი სფეროების გასათავისუფლებლად, კონკრეტული ნაბიჯები!
- მეთოთხმეტე –შეიქმნას საკანონმდებლო საფუძვლები საბანკო და სხვა სახელმწიფო სისტემების მიერ დაზარალებულ პირთა პრობლემების მოსაგვარებლად
- მეთხუთმეტე – გატარდეს აუცილებელი და რადიკალური საბანკო რეფორმა!
- მეთექვსმეტ ე – შეიქმნას ემიგრანტთა რირსეულად დაბრუნების ეფექტური სისტემა!
- მეჩვიდმეტე – შეიქმნას პოლიტიკური და სამართლებრივი წინამძღვრები ობიექტური არჩევნების ჩასატარებლად!
- მეთვრამეტე – განხორციელდეს სახელმწიფო აპარატის დეპოლიტიზაცია!
- მეცხრამეტე – ქვეყნის შემდგომი კონსოლიდაციის უზრუნველსაყოფად, ჩატარდეს “ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა” მსოფლიო კონგრესი!
- მეოცე – რიონის ხეობა გამოცხადდეს ეროვნულ ნაკრძალად
- ოცდამეერთე – საარსებო კალათა განისაზღვროს ადამიანს! საერთაშორისო ნორმების შესაბამისად!
მიზანია სამშობლო და ადამიანი
♦♦♦
იხ. (ვიდეო) მეცნიერთა 21 პუნქტიანი პროგრამის ნაბეჭდი ვარიანტის წარდგენა (3.06.2021)