პროექტები
მეთვრამეტე – განხორციელდეს სახელმწიფო აპარატის დეპოლიტიზაცია!
სახელისუფლებო სისტემაში, როგორც ჰორიზონტალურ, ასევე ვერტიკალურ დონეზე, არ არის გამიჯნული ფუნქციები. ქვეყანა იმართება არა სისტემურად, არამედ იმპულსურად და ერთპიროვნულად, ადგილობრივ არჩევნებამდე ეს უმძიმესი ხარვეზი გასასწორებელია. უნდა მოხდეს სახელმწიფო აპარატების დეპოლიტიზაცია, ისე როგორც ეს არის დემოკრატიის ქვეყნებში. საჭიროა სისტემა, რომ მაღალი თანამდებობის პირები როგორც ვერტიკალში, ასევე ჰორიზონტალურ დონეზე უნდა გრძნობდნენ პასუხისმგებლობას არა მისი უფროსის, არამედ ხალხის წინაშე. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია,რ ომ რაც შეიძლება ნაკლები პირები უნდა ინიშნებოდნენ ცენტრიდან და გაცილებით მეტს უნდა ირჩევდეს ხალხი და ხალხის მიერ ქალაქებსა და რაიონებში არჩეული არჩევითი ორგანოები (საკრებულოები, მუნიციპალიტეტების გამგეობები). გუბერნატორიც კი, ან უნდა ირჩეოდეს საერთო სახალხო წესით, ან მხარის ყველა ქალაქის და რაიონის საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილებით. დემოკრატიის ხარისხის ამაღლებისა და ხალხისადმი მთავრობის პასუხისმგებლობის გაძლიერების მიზნით, მით უფრო, როცა ვაღიარეთ, რომ საპარლამენტო ქვეყანა ვართ, სწორი იქნება პრეზიდენტის და მთავრობის თავმჯდომარის, ანუ პრაქტიკულად, ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირველი პირების არჩევაში გარკვეული ფორმით (ერთი მუნიციპალიტეტი – ერთი ხმა, ან მხარეებს ხმების თანაბარი რაოდენობა) მონაწილეობდნენ საქართველოს მხარეები, მუნიციპალური ფორმირებები.
საერთოდ, ვთვლით, რომ უნდა გაფართოვდეს ადგილობრივი არჩევითი ორგანოების ფუნქციები. უპირველესად, უნდა მოხდეს მართვის, საფინანსო და ეკონომიკური სისტემების დეცენტრალიზაცია;
იხ. სრულად 21-პუნქტიანი პროგრამა