პროექტები

მეშვიდე -ქვეყანაში დამკვიდრდეს რეალური სამართლიანობა!

 

მსოფლიო გამოცდილება ადასტურებს, რომ თუ არ არის სამართლიანობა, არ იქნება მშვიდობა. 30 წელია, პარტიებისთვის სამართლიანობა იქცა საარჩევნო ლოზუნგად და რეალურად არაფერი შეცვლილა. ხალხი გაწამებულია. თავისთავად ის ფაქტი, რომ ხელისუფლების სათავეში მისული პოლიტიკური ძალა ღალატობს სამართლიანობის პრინციპებს და მიღებული კანონებიც კი, არ არის სამართლიანი, თავდაყირა აყენებს  სამართლიანობის განცდას. სამართლიანობის პრინციპებს უნდა ადგენდეს მეცნიერთა ფართო დიაპაზონის შემადგენლობა და ხელისუფლება მას უნდა ასრულებდეს ისევ ხალხის კონტროლით. დამღუპველია, როცა სამართლიანობის პრინციპებს ადგენენ დაინტერესებული ჯგუფები და პიროვნებები.  ჩვენ დღემდე ვერ შევძელით 1991-92 წლების  სამხედრო დაპირისპირების და ამ დაპირისპირებით ხელისუფლების შეცვლის ვერც  რეალური მოტივების, რეალური მიზნების და რეალური შედეგების დადგენა,  ვერც  ხალხისთვის დამაჯერებელი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასების გაკეთება. დაუსრულებელია  2007 წლის 7 ნოემბრის და 2011 წლის 26 მაისის დარბევის, 2020 წლის 20 ივნისის მოვლენების შესწავლა.  ნუ გვგონია, რომ ეს წარსულის პრობლემაა, პირიქით, ამის გარეშე  ქვეყნის გაერთიანებაც გაგვიჭირდება, სამართლებრივი ვაკუუმის აღმოფხვრაც, და მომავლის სწორი ორიენტირების განსაზღვრაც.

იხ. სრულად 21-პუნქტიანი პროგრამა

 

Facebook Comments
5 (100%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *