"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდიმეცნიერთა კონგრესისლაიდერი
მიზანია სამშობლო და ადამიანი. სხვა ყველაფერი, ხელისუფლების ჩათვლით, საშუალება ამ მიზნის მისაღწევად!
მეცნიერთა კონგრესის პროგრამა მომავლის საქართველოსთვის
მეცნიერთა კონგრესის გადაწყვეტილების სრული ტექსტი
მიზანია სამშობლო და ადამიანი
სხვა ყველაფერი, ხელისუფლების ჩათვლით, საშუალება ამ მიზნის მისაღწევად!
- არ იქნება სამართლიანობა, არ იქნება მშვიდობა!
- თავისუფლება სიმართლეშია, თავისუფლება პასუხისმგებლობაა!
- მდიდარ ქვეყანაში დანაშაულია, ხალხი ცხოვრობდეს ღარიბად.
მეცნიერთა კონგრესის პროგრამა მომავლის საქართველოსთვის:
უნდა დამთავრდეს პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქა და დაიწყოს
მეცნიერების ერა!“
ამონარიდი „ხალხის წერილიდან“:“
„საქართველოს კანონმდებლობით, მეცნიერებათა აკადემია მიჩნეულია ხელისუფლების უპირველეს მრჩევლად. აქედან გამომდინარე ლოგიკურია კითხვა: რასაც დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებები აკეთებენ, თუ ეს მეცნიერთა რჩევებითაა, მაშინ რად გვინდა ასეთ მეცნიერება?! მაგრამ თუ მეცნიერთა რჩევებს ხელისუფლება არ იღებს, ან არ ითვალისწინებს, მაშინ რად გვინდა ასეთი ხელისუფლება?!“
ქვეყნის მომავალი არა ბელადებთან და მილიონერებთან, არამედ განათლებულ და ღირსების მქონე ხელისუფლებასთან, არა პარ-ტიულ, არამედ პიროვნებათა, პროფესიონალთა ხელისუფლებასთან და მეცნი¬ერულ პროგრამებთანაა და¬კავ¬შირებული! გთავაზობთ გაერ¬თიანებას სისტემური ცვლილებების აქ წარმო¬დგენილი პროგრამის ირგვლივ!
I. პრეამბულა
-
- პირველი – მიწა, ტყეები, წიაღისეული და ყველაფერი, რაც ეროვნული სიმდიდრეა და ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ იყიდება!
- მეორე – რიონის ხეობა გამოცხადდეს ეროვნულ ნაკრძალად!
- მესამე – საჭიროა ხალხის ინტერესების გამომხატველი კონსტიტუცია
- მეოთხე – რეფერენდუმის ჩატარების უფლება-დაუბრუნდეს ხალხს
- მეხუთე -„საარსებო კალათა“ განისაზღვრის საერთაშორისო ნორმების შესაბაისად
- მეექვსე – შეიქმნას „სახელმწიფო კაცების საკრებულო“
- მეშვიდე – ქვეყანაში დამკვიდრდეს რეალური სამართლიანობა!
- მერვე -შეიქმნას ქვეყნის განვითარების პროგრამა
- მეცხრე – სახალხო განხილვისთვის გამოtანილ იქნეს პიროვნებათა, პროფესიონალთა პარლამენტის კონცეფცია!
- მეათე – აიკრძალოს პარტიების დაფინანსება ბიუჯეტიდან
- მეთერთმეტე – შემცირდეს სახელმწიფო მოხელეთა რაოდენობა
- მეთორმეტე – ეროვნული ტრადიციებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, შემუშავდეს კანონმდებლობა სამართლიანი საინფორმაციო სივრცის თაობაზე!
- მეცამეტე – – პლურალისტური დემოკრატიის რეალურად დასამკვიდრებლად გადაიდგას სახელისუფლებლო მარწუხებისგან ქვეყნის სამეცნიერო, კულტურული, საგანმანათლებლო, სასამართლო და მთელი რიგი სფეროების გასათავისუფლებლად კონკრეტული ნაბიჯები!
- მეთოთხმეტე -შეიქმნას სამართლებრივი საფუძვლები საბანკო და სხვა სისტემების მიერ დაზარალებულ პირთა პრობლემის მოსაგვარებლად !
- მეთხუთმეტე – გატარდეს აუცილებელი და რადიკალური საბანკო რეფორმა!
- მეთექვსმეტ ე -შეიქმნას ემიგრანტთა ღირსეული დაბრუნების ეფექტური პროგრამა!
- მეჩვიდმეტე – შეიქმნას პოლიტიკური და სამართლებრივი წინამძღვრები ობიექტური არჩევნების ჩასატარებლად!
- მეთვრამეტე – განხორციელდეს სახელმწიფო აპარატის დეპოლიტიზაცია!
- მეცხრამეტე – ჩატარდეს ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი
- მეოცე – კორუფცია და ნეპოტიზმი გამოცხადდეს სახელმწიფო ღალატად, მიღებულ იქნას “ლუსტრაციის კანონი“!
- ოცდამეერთე -შემუშავდეს ეროვნული დოქტრინა ,რომელიც დაფუძნებული იქნება სახელმწიფოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, ზნეობის, ტრადიციების, თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპებზე.