მეცნიერთა კონგრესი

მეცნიერთა კონგრესის წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს

 

ბატონო პრემიერ-მინისტრო,

მეცნიერთა კონგრესმა,  შეიმუშავა სისტემური ცვლილებების პროგრამა: „მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი, ხელისუფლების ჩათვლით იარაღია ამ მიზნის მისაღწევად“. ეს არის ქვეყნის განვითარების მეცნიერთა 21 პუნქტიანი პროგრამა. ეს პროგრამა, თქვენს სახელზე წერილის თანხლებით  ჩაბარდა მთავრობის კანცელარიას ამა წლის 18 მაისს.

პარალელურად დაგეგმილი გვაქვს მისი საერთო სახალხო განხილვა 18 სექტემბერს თბილისში, რათა გავიგოთ ხალხის აზრი პროგრამასთან დაკავშირებით.

ბატონო  პრემიერ მინისტრო,  ვთვლით, რომ წარმოდგენილი პროგრამა იმსახურებს ხელისუფლების მხრიდან ყურადღებას; იმსახურებს იმას რომ მოხდეს მის ავტორებთან დათათბირება ქვეყნის მართვაში უკეთესი სისტემური ელემენტების დანერგვის მიზნით. ხოლო პირადად თქვენი ჩართულობა ამ პროცესში აღქმული იქნება საზოგადოებაში როგორც ქვეყნის მართვაში მეცნიერული აზრის დაბრუნება, რაც ასე აკლდა საქართველოს ბოლო 30 წლის მანძილზე.

გამომდინარე ზემოთ თქმულიდან  გთხოვთ პირადად გაეცნოთ 21 პუნქტიან პროგრამას, გახადოთ იგი მთავრობაში მსჯელობის საგნად და ამ პროცესში მონაწილეობისათვის მოგვიწვიოთ ჩვენ, მისი ავტორები.

პატივისცემით

მეცნიერთა კონგრესის სახელით მეცნიერებათა დოქტორები:

ამირან აფციაური

ლუარა ნიჟარაძე

დავით სახვაძე

ვახში ჟვანია

 

თბილიში,  31.08.2021წ.

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *