პროექტები
მეჩვიდმეტე -შეიქმნას პოლიტიკური და სამართლებრივი წინამძღვრები ობიექტური არჩევნების ჩასატარებლად!
ვადასტურებთ, რომ სამარცხვინო მდგომარეობაშია ამომრჩეველთა სიები. პარადოქსია, რომ ამომრჩეველთა რაოდენობა ლამის მოსახლეობის რაოდენობას აჭარბებს. შეზღუდულია ქვეყნის გარეთ გასულთა პოლიტიკური უფლებები, უპირველესად ის, რომ იყოს არჩეული და აირჩიოს. ყველაფერი ეს ადგილობრივ არჩევნებამდეა მოსაწესრიგებელი და ასევე სერიოზული ცვლილებებია საჭირო საარჩევნო სისტემაში გაყალბების გამორიცხვის, საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნის (უნდა გაუქმდეს პარტიების დაყოფა კვალიფიციურ და არაკვალიფიციურად) და საერთოდ, საარჩევნო სისტემის საერთაშორისო დემოკრატიულ პრინციპებთან მიახლოების თვალსაზრისით; ჩვენ მიუღებლად ვთვლით პრაქტიკულად, პარტიების უმრავლესობის მიერ გაფეტიშებულ პროპორციულ საარჩევნო სისტემას და ვთვლით, რომ ქართულ სინამდვილეს გაცილებით მეტად შეესაბამება მაჟორტარული სისტემა. მით უფრო მაშინ, როცა ხელისუფლების საქმიანობის განმსაზღვრელი ისეთი მკაცრი კრიტერიუმებია ჩამოყალიბებული, რომ არაპროფესიონალს და ფულიანს უკარგავს ხელისუფლებაში მისვლის სურვილს. ჩვენ ვასაბუთებთ, რომ ევროპის ქვეყნების გამოცდილების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში თავიანთი წარმომადგენლები უნდა ჰყავდეთ ემიგრანტებსაც. აქ პრობლემა არ არის, სადაც აღრიცხვაზეა იმდენი ამომრჩეველი, რამდენიც საქართველოში ირჩევს ერთ მაჟორიტარ დეპუტატს, იმ ქვეყანაშიც ემიგრანტთა მიერ უნდა ხდებოდეს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა.
იხ. სრულად 21-პუნქტიანი პროგრამა