პროექტები
მეთორმეტე- შემუშავდეს კანონმდებლობა სამართლიანი საინფორმაციო სივრცის თაობაზე
ეროვნული ტრადიციებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, შემუშავდეს კანონმდებლობა სამართლიანი საინფორმაციო სივრცის თაობაზე!
ზოგადად საინფორმაციო (უპირველესად სატელევიზიო) სივრცე პოლიტიზებულია, აბსოლუტურად დაცილებულია დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს: მესაკუთრეს შეუძლია მხოლოდ მისი ფავორიტები ასაუბროს, მოწინააღმდეგეები ლანძღოს და მათ ელემენტარული პასუხის გაცემის საშუალებაც კი არ მისცეს. ქვეყნის მომავალს სჭირდება დემოკრატიის მაღალი ხარისხის საინფორმაციო სივრცე და ეს საერთაშორისო გამოცდილებით უნდა დაკანონდეს. დღეს არსებული სისტემა, როცა ხელისუფლების წარმომადგენლებზე ქვეყნდება უმძიმესი მასალები და არც პროკურატურა იწყებს მოკვლევას და არც კრიტიკის ადრესატი არ მიმართავს სასამართლოს, ეს არც თავისუფლებაა და არც თავისუფალი მედია. ეს არის დაპირისპირებისა და ანარქიის გზა, რომელიც აძლიერებს კლანურ მმართველობასაც და კლანებს შორის დაპირისპირებას. ერთიც და მეორეც ანტიქართულია. პირველ ეტაპზე, თუ სახელმწიფო მოხელეზე გამოქვეყნდება მამხილებელი მასალა და ეს პიროვნება არ მიმართავს სასამართლოს, თანამდებობიდან უნდა თავისუფლდებოდეს. რეალობა ასეთია: მინისტრებზე, სხვადასხვა რანგის სახელმწიფო მოხელეებზე ისეთი მამხილებელი მასალები გამოქვეყნდა, ან სახელმწიფო მოხელე უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული, ან ჟურნალისტი, თუ საინფორმაციო საშუალება ცილისწამებისთვის.
იხ. სრულად 21-პუნქტიანი პროგრამა