მეცნიერთა კონგრესი
მეხუთე: მიწა, ტყე, წიაღისეული და ყვლაფერი, რაც ეროვნული სიმდიდრეა და ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ იყიდება!
ვიზიარებთ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის პოზიციას, რომელიც გამოხატა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ: არც მეფეს, არც პრეზიდენტს, არც პატრიარქს არ აქვთ უფლება, გაყიდონ საქართველოს მიწა. ვთვლით, რომ ის, რაც ბუნების მიერაა ბოძებული ბუნებრივი სიმდიდრეები ეკუთვნის საქართველოს მოსახლეობას, თანამემამულეებს. განისაზღვროს კანონი და შედგეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტების სია, ისე როგორც ეს არის მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, რომ ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრე ეკუთვნის ხალხს და დაუშვებელია მათი გაყიდვა _ გასხვისება ან მფლობელობაში გადაცემა სხვა ქვეყნის წარმომადგენლებზე. თუ ამის სახელმწიფოებრივი აუცილებლობა დადგება, საკითხი უნდა გადაწყვიტოს საერთო-სახალხო რეფერენდუმმა. ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრეებიდან, სტრატეგიული ობიექტებიდან შემოსული მოგების უდიდესი ნაწილი (მინიმუმ 80%) განაწილდეს ხალხზე ისევე, როგორც ეს არის მიღებული მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.