პროექტები

მეცამეტე – – პლურალისტური დემოკრატიის რეალურად დასამკვიდრებლად გადაიდგას სახელისუფლებლო მარწუხებისგან ქვეყნის სამეცნიერო, კულტურული, საგანმანათლებლო, სასამართლო და მთელი რიგი სფეროების გასათავისუფლებლად კონკრეტული ნაბიჯები!

სახელისუფლებო მარწუხებიდან უნდა განთავისუფლდეს განათლება, მეცნიერება, კულტურა, ხელოვნება, სასამართლო, ხალხის ფულის – ბიუჯეტის ხარჯვის მაკონტროლებელი (აუდიტის სამსახური). პირველ ეტაპზე, ვიდრე ფულის განმკარგავს ნიშნავს გამარჯვებული პოლიტიკური ძალა, მის კონტროლს უნდა ახორციელებდნენ ოპოზიციის მიერ დანიშნული კადრები. ყოველ ქალაქსა და რაიონში, პოლიციის უფროსს, მოსამართლეს,  განათლების საბჭოს უნდა ირჩევდეს ხალხი, რომ ამ რგოლებზე ხელისუფლების გავლენა მინიმუმამდე უნდა  იქნას დაყვანილი. ფაქტია, მართვის დღევანდელი  სისტემა ეწევა ხელოვნების, კულტურისა და მეცნიერების მოღვაწეთა, საერთოდ შემოქმედებითი სფეროს ადამიანთა პოლიტიზებას, დამცირებას, მათი ავტორიტეტის შელახვას. ეს უნდა დასრულდეს და ამის  გარანტი უნდა გახდეს კანონი მეცენატობის შესახებ.

იხ. სრულად 21-პუნქტიანი პროგრამა

Facebook Comments
5 (100%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *