პროექტები
მეთექვსმეტ ე – შეიქმნას ემიგრანტთა ღირსეულად დაბრუნების ეფექტური პროგრამა!
უნდა ვაღიაროთ, რომ რომ არა ემიგრანტები და მათი გზავნილები, ქვეყანა პრაქტიკულად არ იარსებებდა. ჩვენი გათვლებით, 5-7 პროცენტით მეტი იქნებოდა ქვეყანაში სიკვდილიანობა. ჩვენ უნდა ვიყოთ მადლიერი მათ მიმართ და დღეს მაინც არ ვფიქრობდეთ ემიგრანტთა რიგების ზრდით ქვეყანაში გარკვეული ტიპის სოციალური თუ პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებაზე. სამართლიანობა მოითხოვს, რომ ქვეყანას ჰქონდეს ემიგრანტთა დაბრუნების მასშტაბური პროგრამა, რომელმაც პირველ ეტაპზე ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივი წარმოების ბიზნესის განვითარებას. ეს ღირსების საკითხია. ღირსეული დაბრუნების გზაა. ჩვენი გათვლებით, ემიგრანტთა დაბრუნების 300 -400 მილიონიანი ყოველწლიური ფონდის შექმნა, რაც რეალურზე რეალურია, შეცვლის განწყობასაც, ბიზნესსაც, ქვეყნის ბიუჯეტსაც ქვეყანასაც გაცილებით უფრო სტაბილურს გახდის. ჩვენს თანამემამულეებს ჩამოუყალიბდათ განსაკუთრებული პროფესიული ცოდნაც, უამრავს აქვს კარგი კონტაქტები საქართველოში ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებთან, ბევრს აქვს საშუალება, უცხოეთში აიღოს კრედიტები. თუ სახელმწიფომ მათი დაბრუნების და ბიზნესში ჩართვის გამჭვირვალე გარანტიებს შექმნის, თუნდაც იმით, რომ როცა მოდის კონკრეტული ბიზნესპროგრამით და გარკვეული თანხით, სახელმწიფო ერთი იმდენით გვერდით უნდა დაუდგეს და ასეთი ბიზნესით შექმნილი სამუშაო ადგილების მინიმუმ ნახევარი, ემიგრანტებისთვის უნდა იყოს განსაზღვრული.
იხ. სრულად 21-პუნქტიანი პროგრამა