პროექტებისლაიდერი

კონკრეტული წინადადება ხელისუფლებას აგრარულ საკითხებთან დაკავშირებით, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის!

 

ისტორიულად ცნობილია და ამ მიდგომას მაღალი შეფასება მისცა დავოსის საერთაშორისო ეკონომიკურმა ფორუმმა:

დავით აღმაშენებელი ოთხჯერ ნაკლებ გადასახადს ახდევინებდა იმას, ვინც მიწას ამუშავებდა. ასეთი მიდგომა დღეს ჰაერივით სჭირდება საქართველოს. ჩვენ, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიული კედლებიდან, სწორედ დავითობას, გთავაზობთ ამ პრინციპის დამკვიდრებას ქართულ სინამდვილეში. მეტიც, თუ 3 წელი ზედიზედ მიწა მუშავდება, მისი მეპატრონე საერთოდ უნდა განთავისუფლდეს მიწის გადასახადისგან. სასურველია, უპროცენტო კრედიტი მიეცეთ მათ, ვინც არ გამოიყენებს პესტიციდებს, ქიმიურ ნივთიერებებს…

ჩვენ ვთვლით, რომ დავით აღმაშენებლის ეს უნიკალური პრონციპი შევაჯეროთ ევროპის მრავალწლიან გამოცდილებასთან: ხელისუფლება ეხმარება ფერმერებს და სრულად უფინანსებს პროდუქციის მიღებას, მეტიც, საბაზრო ფასებში შეისყიდის იმას, რასაც ფერმერი ვერ გაუკეთებს რეალიზებას.

ასეთი მიდგომით, ჩვენ გავაცოცხლებთ სოფლებს, მოქმედებაში მოვა “მეცნიერთა კონგრესის” წინადადება :”საქართველო ნასოფლარის გარეშე”, მეტიც, ჩვენ სულ მოკლე დროში შევძლებთ ქვეყნის დაკმაყოფილებას ადგილობრივი პროდუქტებით, მინიმუმ 80%-ით. ეს კი ნიშნავს მაღალხელფასიანი სამუშაო ადგილების შექმნას და ემიგრანტების დაბრუნების პროცესის არნახულად გააქტიურებას.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *