პროექტები
მეთხუთმეტე -გატარდეს აუცილებელი და რადიკალური საბანკო რეფორმა!
ქვეყნის განვითარება შეუძლებელია საბანკო სისტემის რეორგანიზაციის გარეშე. თვით ფაქტი, რომ დანგრეული ეკონომიკის და გაჩანაგებული სოფლის ქვეყანაში გვყავს მილიონერი ბანკირები, გვაქვს ბანკები წარმოუდგენელი მოგებით, აყენებს ამის გადაუდებელ აუცილებლობას. უნდა შევძლოთ საბანკო ტერორისგან მოსახლეობის განთავისუფლება. ჩვენი გათვლებით, რეალურია,ისეთი კანონმდებლობის შემუშავება, რომელიც მოსახლეობას საშუალებას მისცემს ისარგებლოს წლიური საბანკო კრედიტით 3-5 პროცენტის ფარგლებში, სასურველია, 1-2 წელი ჰქონდეს თავისუფალი რეჟიმი. ამავე კანონმა უნდა შექმნას პირობები, როდესაც საბანკო პრობლემების მქონე პირებს ექნებათ ბიზნესის წარმოების საშუალება. ჩვენი პრინციპული პოზიციაა, დანაშაულია პრივატიზაციის ის მასშტაბები, რომელიც მთავრობამ გამოაცხადა, რადგან ამ საბანკო რეჟიმის პირობებში პრაქტიკულად, პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობას საქართველოს მოქალაქეები ვერ მიიღებენ, ჩვენ სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ საბანკო სისტემის რეფორმამდე შეჩერდეს ის 3 მილიარდ ლარიანი პრივატიზაციის პროგრამა, რომელიც გამოაცხადა ხელისუფლებამ. მეტიც, ჩვენ უნდა შევძლოთ ძლიერი ქართული ბიზნეს-პროგრამების დაკრედიტების სისტემის ცივლიზებული ქვეყნების საბანკო პროცენტებთან მიახლოება (მაგალითისთვის: ქართველი ემიგრანტებიც კი იტალიაში და ევროპის ბევრ ქვეყანაში იღებენ სესხს წლიური 1-2 პროცენტის განაკვეთით). პრინციპულზე პრინციპულია, რომ ბანკებს არც პირდაპირ და არც ირიბად არ უნდა ჰქონდეთ არაპროფილური საქმიანობის უფლება. დღეს ამ მიმართულებით სრული თავაშვებულობაა.
იხ. სრულად 21-პუნქტიანი პროგრამა