"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდიმედია

(1tv.ge) სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები მეცნიერების და ინტელიგენციის კონგრესის გამართვის ინიციატივით გამოდიან

თბილისში, კომპლექს „მეფე დავითში“ „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ ორგანიზებით, მეცნიერთა და ინტელიგენციის წარმომადგენელთა შეკრება გაიმართა.

შეხვედრაზე ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ ვითარებაზე მსჯელობდნენ.

შეკრების მონაწილეები ხელისუფლებას მიმართავენ ინიციატივით, რომ შემოდგომაზე საქართველოში შედგეს მეცნიერების და ინტელიგენციის კონგრესი, რომელზეც სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები სპეციალურ მოხსენებას წარადგენენ ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამოსვლის რეალურ გზებთან დაკავშირებით.

როგორც „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ წევრები ამბობენ, კონგრესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ როგორც მთავრობის წევრებს, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს.

„გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ ფონდის დირექტორის, ლუარა ნიჟარაძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა მიეძღვნა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და კრიზისიდან გამოსვლის გზებზე მსჯელობას.

„ყველა, მათ შორის სახელწიფო რგოლებიდანაც, დღეს ვაღიარებთ, რომ ქვეყანაში შექმნილია მძიმე ეკონომიური და პოლიტიკური კრიზისი. როდესაც ასეთი მძიმე კრიზისის დროს ჩვენი ქვეყანა მძიმე ჩიხში შედიოდა, ქართული ინტელიგენცია ყოველთვის იმაღლებდა ხმას. ახლა სწორედ ის დროა, ინტელიგენციამ, განათლებულმა ადამიანებმა თავიანთი სიტყვა თქვან. ქართველმა ინტელიგენციამ უნდა აიძულოს ხელისუფლება, რომ მოუსმინოს მათ. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, დავიცვათ ჩვენი ქართული სახელმწიფოებრივობა და ვიაროთ ქართული გზით“, – განაცხადა ლუარა ნიჟარაძემ.

დღევანდელ შეკრების მონაწილეთა შორის იყო პოლიტიკური პარტია „თეთრების“ დამფუძნებელი თემურ შაშიაშვილი.

მისი თქმით, დღეს მეცნიერები აკეთებენ განცხადებას, რომელიც დაკავშირებულია მომავლის საქართველოსთან.

„ყველა შეკრების დროს იქმნება პარტია, დღეს კი არავითარი პარტია არ იქმნება. აქ საუბარია იმაზე, რომ პარტიებმა ქვეყანას შესთავაზეს ქუჩის პოლიტიკა. ქუჩაში მტრობა უფროა, ვიდრე ამ ქვეყნის მომავალზე ფიქრი. მომავალზე ფიქრი არის სამეცნიერო აუდიტორიაში. დღეს მეცნიერები აკეთებენ განცხადებას, რომელიც დაკავშირებულია მომავლის საქართველოსთან. მეცნიერები სთავაზობენ ხელისუფლებას, რომ გავაკეთოთ დიდი კონგრესი სექტემბრებ-ოქტომბერში და შემდგომ შედგეს მომავლის საქართველოს დიდი პროგრამა“, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

ავტორი – თათია ჩავლეშვილი
იხ. https://1tv.ge/video/samecniero-sferos-warmomadgenlebis-shekhvedra/

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *