"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდი

ლუარა ნიჟარაძე: ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა კვლავ ღიაა, მაგრამ რეალური პროგრესი შენელებულია.

აშშ ღიად აკრიტიკებს საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას.
ტერიტორიული კონფლიქტებისა და საქართველოს შიდა პოლიტიკიდან გამომდინარე NATO -ში გაწევრიანება ფაქტობრივად გაყინულია და ეს არც არასდროს მოხდება ,საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა რუსეთის ფაქტორს ვერასდროს გამორიცხავს.

დღეს რუსეთთან ოფიციალურად დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს, თუმცა საკმაოდ მზარდი
სავაჭრო ურთიერთობაა,
რუსეთიდან იმიგრაცია გაიზარდა განსაკუთრებით 2022-ის შემდეგ.
დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების გარკვეული პოლიტიკა რუსულ ინტერესებს ემთხვევა, თუნდაც ეს არ იყოს ღიად პრორუსული.
აკი ამიტომაც ბრძანა დღევანდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ:”რუსეთისკენ იმიტომ ვიხედებით, რომ ევროკავშირი საბჭოთა კავშირზე უარესიაო.”

წინასაარჩევნო ფონი იმედიანი პროგნოზის გაკეთების საშუალებას ნამდვილად არ იძლევა ,
2025–26 წლები გამოავლენს იქნება ეს ევროინტეგრაციის გზის დასასრული და პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავება,თუ პირიქით დავუბრუნდებით ისევ ევროინტეგრაციის გზას.

საქართველოს მართვის სისტემა კორუმპირებული და ძირგამომპალია,რომელიც იწირავს ახალახალ გაუსვრელ კადრებს,თითქოსდა არჩევანიც არ არის , დემოკრატიული განვითარების გზა იხურება და უფრო დახურული, ძალაუფლების ცენტრალიზაციის მოდელი მკვიდრდება,ჩინოვნიკთა ბატონობა მოსახლეობაზე.
ქვეყანაში მკვდარია რეალური პოლიტიკა და აკადემიური პოლიტიკური კლასი,არსებული მართვის სისტემა დამნაშავედ აქცევს სახელნწიფო მოხელეებს თუ ბიზნესმენებს.

საზოგადოების წინააღმდეგობა ვაი პოლიტიკოსთა ნებას აყოლილია და დამოუკიდებელი პროტესტის ნება არ არსებობს,პროტესტი ხალხის უფლებების საწინააღმდეგოა,სიციალური თემები კი სრულად იგნორირებული,ანუ გააზრებული მოქმედება და პროტესტი ხალხის სასიკეთოდ არ არსებობს!

წინასწარი პროგნოზით 2026 წლისთვის რა ძირითადი სცენარი შეიძლება განვითარდეს!?

გარდატეხის წელი შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში ,თუ 2025–26 წლებში მოქალაქეობრივი პროტესტები და ახალგაზრდული მოძრაობები ყურადღებას სოციალურ თემებზე გადაიტანდნენ და ვაი პოლიტიკოსთა მართვის ზემოქმედებიდან თავს დააღწევდნენ,ეს გაზრდიდა ზეწოლას ხელისუფლებაზე.

ოპოზიცია კონსოლიდირდებას ვერ შეძლებს და ვერ გაერთიანდება, ვერც საერთო მიზნებს ქვეყნის სასიკეთოდ ვერ ჩამოაყალიბებს,რის შედეგადაც ქაოსი კიდევ უფრო გამძაფრდება და დაპირისპირება კრიტიკულ ზღვარს გადაცდება.

დასავლეთი ისევ გაააძლიერებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ წნეხს, რაც აიძულებს ხელისუფლებას ან გარკვეულ დათმობებზე წავიდეს — ან ქვეყანა სამუდამოდ დააშოროს ევროატლანტიკურ გზას!

რის შედეგადაც 2026 წლისთვის საქართველო სრულიად დაკარგავს ევროკავშირში გაწევრიანების რეალურ პერსპექტივას.

რამ შეიძლება განმუხტოს ნაწილობრივ ან სრულად პოლიტიკური კრიზისი:

ეროვნული თანხმობის პარლამენტის იდეა ,რომელსაც მეცნიერთა კონგრესი გვთავაზობს არის უალტერნატივო:

1.უპარტიო პარლამენტი და პოლიტიკური პარტიების ბატონობის დასრულება ესაა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისს დასასრულიც.

2. ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინის მიღება რეფერენდუმით საგარეო ურთიერთობების დასტაბილირების საუკეთესო საშუალებაა.

3.მართვის სისტემის შეცვლის 21 პუნქტიანი პროგრამა აღმოფხვრიდა კორუფციას და დაამთავრებდა პოლიტიკურ დამნაშავეებს .

4.ხალხის ბიუჯეტიდან შეწყდებოდა პარტიული დაფინანსებები,და დაასრულებდა პარტიების მონოპოლიას.

5.სამოქალაქო საზოგადოება და ახალგაზრდობა პოლიტიკური პროცესის ლეგიტიმურ მოთამაშეებად ჩამოყალიბდებოდა.

6.აღდგებოდა ყველა ქვეყანასთან საქართველოს ინტერესებს მორგებული გაწონასწორებული ურთიერთობა .

არსებული მდგომარეობით საქართველო ვერც წინ მიდის და ვერც უკან ბრუნდება!
უიმედო ,უპერსპექტივო მდგომარეობამ საზოგადოების ქაოსური პროტესტი ,უკიდურეს დაპირისპირებაში შეიძლება გადაზარდოს,ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა თითქმის გაქრება,დასავლეთის ზეწოლა ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები რეალურად წყვეტს ქვეყანას ცივილიზებული სამყაროსაგან ,საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდება და შეიქმნება სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საშიშროება!!!
ამის წინაპირობაა პოლარიზებული პოლიტიკური გარემო და საქართველოში შექმნილი ჰიბრიდული ომის რეჟიმი!!!
ვითარების დასაბალანსებლად ვადამდელი არჩევნები აუცილებელია !!!
მეცნიერთა კონგრესის ირგვლივ გაერთიანებულმა ინტელიგენციამ უნდა აიძულოს ხელისუფლება კომპრომისებზე წავიდეს!!!

თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სამართლიანად ჩატარდება კრიზისი განიმუხტება!!!!
დაბალანსდება პოლიტიკური ველი და ვითარება ქვეყანაში სტაბილურობას შეინარჩუნებს!

ლუარა ნიჟარაძე,ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.
2025 წ.19 სექტემბერი.
Написать в ნიჟარაძე ლუარა

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *