სლაიდერიქართველთა მსოფლიო კონგრესი

ვაგრძელებთ „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა“ მსოფლიო კონგრესის სესიებს.

დღეს ხარების ბრწყინვალე დღესასწაულია. ვულოცავთ ყველას. დარწმუნებული ვართ, გაგეხარდებათ ასეთი პროგრამის გაცხადება.

ვაგრძელებთ „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა“ მსოფლიო კონგრესის სესიებს. ამჯერად, ჩრდილოეთ კავკასიაში და ვუძღვნით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს ხსოვნას.

ტრადიციულად, მისი ორგანიზატორები არიან „ქართული ერთობის დარბაზი“, „მეცნიერთა კონგრესი“, ფონდი „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“. საინფორმაციო მხარდამჭერია ტელეკომპანია „ქართული ტვ“ .

ეს ექსპედიცია მოიცავს ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონს – ჩრდილოეთ ოსეთს, დაღესტანს,  ჩეჩნეთს, ინგუშეთს, ყაბარდო-ბალყარეთს,  კავკასიის მინერალური წყლების რეგიონს (მინვოდი, კისლოვოდსკი, ესენტუკი, პიატიგორსკი, ჟელეზნოვოდსკი) და ეძღვნება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს ხსოვნას.

როგორც ცნობილია, მსოფლიო კონგრესის სესიების პირველი ტური დაიწყო იტალიით, გაგრძელდა საბერძნეთით და დასრულდა თურქეთის ქალაქ სტამბოლში. ეს იყო უნიკალური, მართლაც, ისტორიული მოგზაურობა. 20-მდე მეცნიერმა 20 დღის განმავლობაში ავტობუსით გაიარა 20 ათასზე მეტი კილომეტრი და სხვადასხვა ფორმით (დარბაზებში, მოედნებზე, სამუშაო ადგილებზე…) 15 ათასზე მეტ ქართველ ემიგრანტს შეხვდა. ცნობილმა რეჟისორმა, ნინო ყოლანდარიამ, რომელიც ამ ექსპედიციის მონაწილე იყო, მეცნიერთა კონგრესისა და ემიგრანტების  ფინანსური მხარდაჭერით, გადაიღო დოკუმენტური ფილმი  – „ემიგრანტის გზა“.

ჩრდ. კავკსიაში მოგზაურობა დაიწყება აღდგომის შემდგომ,  17 აპრილს და გაგრძელდება 24 აპრილამდე. დიწყება სიონის ტაძრით, პატრიარქის საფლავიდან და დასრულდება კისლოვოდსკში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, კისლოვოდსკის ქართველთა მიერ აგებულ წმ. ნინოს ეკლესიაში. ეს ექსპედიცია უნიკალური და გამორჩეულია იმითაც. რომ ვლადიკავკაზში ვიქნებით იმ სახლში, სადაც დაიბადა პატრიარქი, მოვილოცავთ იმ ეკლესიაში, სადაც მოინათლა პატრიარქი. ვიქნებით იმ სკოლაში, რომელიც აკაკი წერეთლის სახელს ატარებს და რომელსაც გამოკვეთილად პატრონობდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი… ექსპედიცია უნიკალური და გაორჩეულია იმითაც, რომ ინგუშეთში მოვინახულებთ ქართველთა მიერ მე-6 საუკუნეში აგებულ ეკლესიას, შევხვდებით პატრიარქის ინგუშ შვილობილს, ამინ შადიშევს. ალბათ, ყველაზე ამაღელვებელი იქნება სტუმრობა დაღესტანის რაიონ შამილში,  სადაც დღემდე დაცულია მე-9 საუკუნეში ქართველების მიერ აგებული ეკლესია „დათუნა“, რომელიც ფუნქციონირებდა  მე-12 საუკუნის ბოლომდე. ეკლესია აგებულია უნიკალურ სივრცეში – ირგვლივ მთები, ჩაედინება პატარა მდინარე. იქვეა ათეულობით ქართველის საფლავი. ჩვენ მოვილოცავთ ამ ეკლესიაში და ალბათ, საუკუნეების შემდგომ, აღდგომის ტოლ კვირას – კვირაცხოვლობას, პირველად გადაგორდება წითელი კვერცხი. ყველგან დავანთებთ სანთლებს, ნაკურთხს გელათში, სიონში, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, რუსეთის საზღვართან , დარიალის ხეობაში აგებულ დარიალის მონასტერში.

ეს, მართლაც, დიდი ქართული, პირდაპირ ვთქვათ მადლიანი მოგზაურობა იქნება.

პროგრამა

17 აპრილი – ლოცვა-კურთხევის მიღება სიონის საკათედრო ტაძარში და გამგზავრება პატრიარქის მშობლიურ ყაზბეგის რაიონის სოფ. სნო-ში. იმავე დღესვე, აღევლინება წირვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ლოცვა კურთხევით აგებულ დარიალის მონასტერში. ექსპედიციის მონაწილენი ღამეს გავათევთ ამ ტაძრის კელიებში და მეორე დილით, დარიალის მონასტრის წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით, გადავკვეთავთ საზღვარს და დაიწყება დიდი მოგზაურობა მარშრუტით: ვლადიკავკაზი – მახაჭკალა – შამილი – გროზნო – ინგუშეთი – ნალჩიკი -კავკასიის მინერალური წყლების ქალაქები – ღამისთევით  კისლოვოდსკში.

18 აპრილი  –   ვლადიკავკაზი. დაიწყება იმ სახლით, სადაც დაიბადა უწმიდესი  და უნეტარესი, გაგრძელდება იმ ეკლესიაში, სადაც მოინათლა და იქვე, წერეთლის ქუჩაზე შედგება შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. ამის შემდგომ,  ვლადიაკავკაზის წმ.გიორგის სახელობის საკათედო ტაძარში აღევლინება წირვა. აქვე შევხვდებით ჩვენს ოს მეგობრებს.

18 აპრილდაღესტანი, მახაჭკალა  შეხევედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

19 აპრილი, კვირაცხოვლობადაღესტანის რაიონი, შამილი.   ქართველთა მიერ მე-9 საუკუნეში აგებულ ეკლესია დათუნა, სადაც აღევლინება პატრიარქის ხსოვნისადმი მიძღვნილი წირვა, ეკლესიის ეზოში დაკრძალულ ქართველთა პატივდება.

20  აპრილი – ინგუშეთი. დედაქალაქი, მაგასი. მონახულება მე-6 საუკუნის ქართული საეკლესიო ძეგლის. შეხევედრა ქართველობასთან, პატრიარქის ინგუში შვილობილის, ამინ შადიშევის მონაწილეობით.

21 აპრილი –  გროზნო .   შეხვედრა ქართველებთან, საქართველოდან წასული ქისტების და ჩეჩენი მეგობრების მონაწილეობით. ვეწვევით ჩეჩნეთში მცხოვრებ რამდენიმე ქართველის ოჯახს.

22 აპრილი –  ყაბარდო-ბალყარეთი. ნალჩიკი.   შეხვედრა ქართველებთან, საქართველოს მეგობრებთან. აქვე მოხდება ქართველობასთან დაკავშირებული  ადგილების მონახულება.

23-24  აპრილ–    კავკასიის მინ. წყლების ქალაქები,    პირველი შეხვედრა შედგება ქართველთა ინიციატივით, უნიკალურ ბუნებრივ გარემოში მშენებარე წმ. ნინოს ეკლესიის სივრცეში. ამავე დღეს, გაიმართება საქმიანი შეხვედრა-საუბარი კისლოვოდსკის ქართველობასთან. გასვლა კისლოვოდსკის  ქართველთა სასაფლაოზე და პატივის მიგება იქ დაკრძალული ქართველებისადმი.

24 აპრილ–  გამომგზავრება საქართველოში.  მანძილი თბილისამდე 800 კმ-მდეა და ეს ორი დღეც იქნება სპეციალური პროგრამით.

«მადლიანი ექსპედიცია» დასრულდება 25 აპრილს, სიონის ტაძარში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს.

მოგზაურობა აღბეჭდილი იქნება ფოტო-ვიდეო მასალებით. იმის გათვალისწინებით, რომ დელეგაციის შემადგენლობაში ძირითადში იქნებიან მეცნიერების, ხელოვნებისა და კულტურის წარმომადგენლები, პროგრამის კორექტირება მოხდება მის შესაბამისად.

გამგზავრება ხდება საკუთარი ხარჯებით, სატრანსპორტო და კვებითი მომსახურება 500 ლარის ფარგლებშია. თუ რაოდენობა  ბევრი ვიქნებით, მაქსიმუმ, 700 ლარი იქნება საჭირო მოგზაურობის სრულად დაფინანსებისათვის ( სასტუმრო,  ტრანსპორტი, კვება).

 

„მეცნიერთა კონგრესის“ პრეს-ცენტრი

7 აპრილი, 2026წ (ხარება)

საკონტაქტო ტელ.: 597 57 04 19

დოკუმნტური ფილმი “ემიგრანტის გზა”

თემურ შაშიაშვილი მადლიანი ექსპედიციის შესახებ

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *