ქართველთა მსოფლიო კონგრესი
ლუარა ნიჟარაძე: მიგულეთ თქვენს გვერდით საქვეყნოდ,მომავლის საქართველოსთვის დიდი ერთობითა და სიყვარულით!

გელათის კონგრესი — 2026 წლის 8 თებერვლი, არ არის მხოლოდ რიგითი სამეცნიერო შეკრება. ეს არის მცდელობა ინტელექტუალური ელიტის კონსოლიდაციისა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად.
კონგრესის მთავარი თეზისი —გადასვლა ფულისუფლებიდან (პლუტოკრატია) — ნიჭის მმართველობაზე (მერიტოკრატია)არის ხაზგასმა იმაზე ,რომ ქვეყანას მართავს ფული და არა ცოდნა. ესაა სწორედ ის ამოსავალი წერტილი საიდანაც უნდა დაიწყოს ინტელექტუალური რევოლუცია,როგორც ამას ბატონი თემური ამბობს,ფულის ძალაუფლება ქმნის „ინტელექტუალურ ვაკუუმს“ ,და გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ არის თავისუფლება სიმართლისათვის.
ზოგადად მნიშვნელოვანია გელათის აკადემიის ისტორიული მოდელის გაცოცხლება, სადაც მეცნიერი და მოაზროვნე არის სახელმწიფოებრივი ხედვის ავტორი,რისთვისაც დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილს ,ვინც საფუძველი ჩაუყარა გელათის ამ ისტორიულ კედლებში მეცნიერთა შეკრებას ,საქვეყნო საკითხების განხილვას.
გელათის კონგრესის მანიფესტში წარმოდგენილი კითხვების სერია –„ვინ და რატომ?!“ წარმოადგენს მთლიანად მეცნიერთა კონგრესის მუშაობის ძირითად პროგრამას .
ქედს ვიხრი გელათის კონგრესის მონაწილე იმ დიდ საზოგადო მოღვაწეთა წინაშე,ვისთვისაც სულერთი არ არის ხვალინდელი საქართველოს მომავალი!
მიგულეთ თქვენს გვერდით საქვეყნოდ,მომავლის საქართველოსთვის დიდი ერთობითა და სიყვარულით.
პატივისცემით ლუარა ნიჟარაძე.
!



