
„მეცნიერთა კონგრესის“ წარმომადგენელმა, მეცნიერების დოქტორმა ვახში ჟვანიამ, პრემიერ-მინისტრის, უზენაესი საბჭოს და პრეზიდენტის აპარატებს ჩააბარა წერილები პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტისა და უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის სახელზე.
წერლში რომელსაც ხელს აწერენ „მეცნიერთა კონგრესის“ წევრები, მეცნიერებისა და კულტურის წარმომადგენლები, ნათქვამია:
“ჩვენი პოზიცია მუდმივად იყო დაპირისპირებიდან თანამშრომლობაზე გადასვლა და სოლიდარული პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლისათვის. ეს მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა მიმდინარეობს აკადემიური დისკუსია ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და მომავლის პროგრამებთან დაკავშირებით. ჩვენ ვიზიარებთ ხელისუფლების წინადადებას დისკუსიასა და დებატებთან დაკავშირებით და გიდასტურებთ მზადყოფნას მათში მონაწილეობის თაობაზე“.
ხელისუფლების წარმომადგენლებს წერილებთან ერთად ჩაბარდა 2026 წლის 8 თებერვალს, დავითობას, გელათის კონგრესზე განხილული მეცნიერთა კონგრესის დოკუმენტები რომელთა შორისაა, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინა, კონკრეტული მოსაზრებები განათლებასთან, ბიზნესთან და აგრარულ საკითხებთან დაკავშირებით ასევე სპეციალური მიმართვა და მეცნიერთა კონგრესის კატეგორიული პოზიცია:“ საზოგადოებამ უნდა იცოდეს“.
ხელისუფლების რეაგირების შესახებ, საინფორმაციო სააგენტოებს მოგვიანებით ეცნობებათ
„მეცნიერთა კონგრესის“ პრეს-ცენტრი
8.04.2026წ



