ქართული ერთობის დარბაზი
ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს, მეუფე იოანეს

ღრმად პატივცემულო მეუფე იოანე,
გვაქვს პატივი, მოგილოცოთ შობა-ახალი წელი, ნათლისღება, გისურვოთ სულიერი სიძლიერე და დიდხანს სიცოცხლე.
მიმდინარე წლის 8 თებერვალს, დავითობას გელათში კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, „ქართული ერთობის დარბაზისა“ და „მეცნიერთა კონგრესის“ ორგანიზებით ტარდება ტრადიციული გელათის კონგრესი.
კონგრესზე წარმოდგენილი იქნება 2025 წელს მიღებული და საზოგადოებრის ფართო წრეების განხილვის შედეგად სრულყოფილი „ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის“ პროექტი.
გელათის წლევანდელი კონგრესის მთავარი სულისკვეთება ილია ჭავჭავაძის დიდი შეგონებაა : ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად“
გვინდა გამოვთქვათ უდიდესი მადლიერება თქვენი მხარდაჭერის გამო, გასულ წელს, დავითობას, გელათში, მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში „მეცნიერთა კონგრესის“ სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით და გთხოვოთ თქვენი თანადგომა, რათა წელსაც კონგრესი შედგეს გელათის აკადემიის ისტორიულ კედლებში ისეთივე ეროვნული სულისკვეთებით, როგორც ეს წლების წინ აკურთხა საქარველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
აქვე გაცნობებთ, რომ ჩვენი საერთო გადაწყვეტილებით, ამ ღონისძიების მზადების კოორდინაცია ვთხოვეთ სააქციო საზოგადოება „ქართულის“ დირექტორს, ქალბატონ მედეა აბაშიძეს.
რწმენით და იმედით,
„ქართული ერთობის დარბაზის“ თავმჯდომარე
ჯუმბერ კოპალიანი
ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
საკონტაქტო ტელ.: ჯუმბერ ჯოპალიანი. ტელ.: 591 18 90 20
მედეა აბაშიძე ტელ : 599 20 60 60


