"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდი
ლუარა ნიჟარაძე: ბატონო პრემიერო, სწორედ ეს გახლავთ ეგზისტენციალური კრიზისის დასაწყისი!

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერება “ეგზისტენციალური” საფრთხე არ არის. ბატონო პრემიერო, სწორედ ეს გახლავთ ეგზისტენციალური კრიზისის დასაწყისი — როცა ქვეყანას დასავლური მომავლის კარი ეხურება და გაუაზრებლად მიგყავთ ქვეყანა ერთგვარ პოლიტიკურ იზოლაციაში.
მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვინც პრემიერის ამ გამოსვლას ტაშით შეეგება — მართლა გჯერათ, რომ
ევროპა, რომელიც 27 ქვეყანას აერთიანებს, ომის ზღვარზეა და ამ პირობებში “პატარა საქართველო” მშვიდობას იცავს და თავის თავს იცავს დასავლეთისგან? და თქვენ მართლა გჯერათ რომ ევროპელებს ომი უნდათ და “ოცნებისტებს ”მშვიდობა???
თქვენ მართლა გჯერათ რომ ევროპელების ოჯახები ქალი და ქალუა და კაცი და კაცი ????თქვენ ეს გჯერათ???
ევროპაში ან ამერიკაში მომუშავე ქართველებო ნუთუ თქვენც ასე დაინახეთ ევროპა და დასავლეთი-ღირებულებებ აღრეული და “გახრწნილი” ევროპა??? ანტი ევროპული და ანტიდასავლური რიტორიკა ეს საქართველის კეთილდღეობა თქვენ ეს ასე გჯერათ???
მართლა გჯერათ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებები საქართველოს კეთილდღეობაზეა ორიენტირებული,? როცა რეალურად ხდება დასავლურ ინსტიტუტებთან კონფრონტაცია, ღირებულებების დემონტაჟი და ქვეყნის გეზის შეცვლა?? თქვენ მართლა გჯერათ რომ კეთილდღეობის კოეფიციენტით ვუსწრებთ ევროპის და მსოფლიოს ქვეყნებს???
ვისაც ეს მართლაც სჯერა, მხოლოდ განათლებაში კი არა, ზოგად ანალიზის, დამოუკიდებელი აზროვნებისა და ისტორიული ხედვის სრულ არქონასთან გვაქვს საქმე მართლა გჯერათ, რომ დასავლეთი — ჩვენი პარტნიორები, ჩვენი სტრატეგიული მხარდაჭერის მთავარი საყრდენი — გვებრძვის? თუ რეალურად ის არის, რომ “ოცნებამ” გამოუცხადა ბრძოლა დასავლეთს, რადგან საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება დასავლურ ღირებულებებთან შეუთავსებელი ხდება?რადგან კორუფცია,უსამართლობა,ნეპოტიზმი ,და უამრავი სხვა რამ არადემოკრატიული,დიქტატორული რეჟიმის ქვეყნის სახეა და ეს არ ჯდება ევროკავშირის,დასავლეთის და ცივილური სამყაროს მართვის სისტემემის ფორმატში
➤ საიდან ემუქრება დღეს საქართველოს რეალური საფრთხე? საფრთხე მოდის არა დასავლეთიდან, არამედ იმ ნაბიჯებიდან, რომლებიც ქვეყანაში საინფორმაციო იზოლაციის, ანტიდასავლური პროპაგანდის, სამართლებრივი დამოუკიდებლობის რღვევის და ღია პოლიტიკური ანგარიშსწორების ფორმით გვხვდება. საქართველო წლებია მიჰყვებოდა ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოების გზას. ეს გზა არ ყოფილა მარტივი, მაგრამ იყო უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიის მთავარი გარანტია. ახლა კი, ამ გზის ჩანაცვლება მიმდინარეობს გაურკვეველი მიმართულებით მიმავალი კურსით, რომელსაც არ გააჩნია არც სტაბილური მომავლის გეგმა და არც საზოგადოების ნდობა.
➤ რა მოხდება, თუ უვიზო რეჟიმი შეწყდება? მილიონობით საქართველოს მოქალაქე დაკარგავს ევროპაში თავისუფლად გადაადგილების უფლებას. დასუსტდება ახალგაზრდების მომავალი — განათლების, პრაქტიკისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობები. ეკონომიკა დაზარალდება — ტურიზმი, ტრანსფერები, მცირე ბიზნესები, რომლებიც ევროპასთან კავშირზეა დამოკიდებული. გაიზრდება ემიგრაციის რიცხვი არალეგალურ დონეზე, რაც მიგრანტთა მდგომარეობას გააუარესებს.დაგავიწყდათ 4500 დოლარებს რომ იხდიდა ხალხი შენგენის ვიზის მისაღებად??? ავადმყოფები რომ სასწრაფოდ გადაჰყავთ ევროპის ქვეყნებში და უფასოდ მკურნალობენ ,პრემიერი აიღებს თავისთავზე ავადმყოფთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას??? არის სხვა ქვეყნებიცო და იქ გაიყვანენო,ტირილი მომინდა რომ მოვისმინე,მე ხომ ვიცი ეს რას ნიშნავს,ნუთუ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება ეპატიება პრემიერს???
➤ რა მოხდება, თუ საქართველოს ევროკავშირთან და აშშ-თან კონტაქტები დაერღვევა? საქართველო აღმოჩნდება საერთაშორისო იზოლაციაში — ვეღარ იქნება მონაწილე არც უსაფრთხოების, არც ეკონომიკური განვითარების, არც საგანმანათლებლო უზრუნველყოფის, გაუფასურდება ჩვენი რეგიონული როლი და დავკარგავთ სანდო პარტნიორის სტატუსს.შეირყევა საქართველის იმიჯი საერთაშორისო არენაზე და რის ფასად,სკამები რომ შეინარჩუნოთ,???ნუთუ ამად გიღირთ მართლა თქვენი სკამები??. საფრთხე საიდან მოდის????
ქვეყანა გახდება უფრო მოწყვლადი რუსეთის გავლენისა და დესტაბილიზაციის მცდელობების წინაშე!!!!
➤ საით მიჰყავს საქართველო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას????
ლუარა ნიჟარაძე .
18.07.2025 წ იტალია
