სლაიდერი
ხალხის მოთმინებასაც აქვს საზღვარი
მეცნიერთა კონგრესის საინიციატივო ჯგუფის მიმართვა ხელისუფლებისადმი, პოლიტიკური პარტიებისადმი, ინტელიგენციისადმი, მედიის საშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი

ბატონებო, “მეცნიერთა კონგრესის” საინიციატივო ჯგუფი მოგმართავთ თხოვნით “მეცნიერთა კონგრესის” წევრებს, “მეცნიერთა კონგრესის” მეგობრებს, ყველას, ვინც იზიარებს მიდგომას, რომ დაპირისპირებიდან გადავიდეთ თანამშრომლობაზე, ერთმანეთის ლანძღვა-გინებიდან საქვეყნო პრობლემებისა და მათი მოგვარების პროგრამების განხილვაზე, რომ გულდახმით ნახოთ ეს დოკუმენტი, დაეთათბიროთ ყველას, ვისაც საჭიროდ ჩათვლით, და მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები. ამ დოკუმენტის განხილვა “მეცნიერთა კონგრესის” საბჭოს ღია გაფართოებულ სხდომაზე, შედგება 5 მარტს, 17 საათზე, “მეცნიერთა კონგრესის” ოფისში, ცოტნე დადიანის N26. განხილვა იქნება გადაცემული “ქართული TV” -ს პირდაპირ ეთერში. სასურველია გვეწვიოთ, იმის გათვალისწინებით, რომ დარბაზი ბევრს ვერ იტევს, ამიტომ გთხოვთ წინასწარ დაგვიდასტუროტ თქვენი მონაწილეობა.
პრაქტიკულად, ეს იქნება გელათში დაწყებული საუბრის გაგრძელება და ამავე სხდომაზე ხელი მოეწერება წერილს პრემიერ -მინისტრისა და ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებისადმი.იმ დოკუმენტების განხილვის თხოვნით, რომლებიც მიიღო გელათის კონგრესმა. ,
პროექტი
მეცნიერთა კონგრესის საინიციატივო ჯგუფის მიმართვა ხელისუფლებისადმი, პოლიტიკური პარტიებისადმი, ინტელიგენციისადმი, მედიის საშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი
ბატონებო,
რაც დრო გადის, მით უფრო აშკარა ხდება მზაკვრული განზრახვა, მოკლედ რომ ვთქვათ, შეთქმულება ქართველი ხლხის, საქართველოს მოსახლეობის მიმართ. ამ შეთქმულების მიზანი იყო და რჩება: ხალხის დამშევა და დაუძლურება, მათი ადვილად მართვის მიზნით. ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ამ ანტიქართული პროცესის მონაწილე სხვადასხვა დოზით გავხდით ყველანი – ხელისუფლებებიც, პოლიტიკოსებიც, ინტელიგენციის წარმომადგენლებიც, ჟურნალისტებიც, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. ამ შეთქმულებას საფუძვლად ედო და უდევს ფული. საქართველოში ფულმა მართლაც გაანათა ჯოჯოხეთი და ჯოჯოხეთად აქცია ხალხის ცხოვრება.
რა არის ტყუილი?
- ის, რომ საქართველო ქართველებისგან დაიცალა და უცხოტომელთა საცხოვრისად იქცა?
- ის, რომ საკუთარი ოჯახისა და ახლობლების გადარჩენის, საბანკო სესხების დაფარვის მიზნით, უცხოეთში გადახვეწილ თანამემამულეთა აბსოლუტური უმრავლესობა მონურ შრომაში რომ არის?
- ის, რომ ჩვენს თანამემამულეებს უცხოეთის ქვეყნებში არ აქვს იგივე უფლებები, რაც ამ ქვეყნების წარმომადგენლებს ჩვენს ქვეყანაში?
- ის , რომ მეცნიერული გათვლებით, ერთი ადამიანის თვიური სასურსათო კალათა 3 000 ლარის ფარგლებშია და რომ საქართველოს მოსხლეობის 95%-ზე მეტს არ აქვს სცოცხლისათვის საჭირო კალორიების მიღების საშუალება და რეალურად შიმშილში ცხოვრობს?
არ არის მართალი,
- რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, მდიდარი კიდევ უფრო მდიდარი და ღარიბი კიდევ უფრო ღატაკი გახდა?
- რომ საქართველოში სიკვდილიანობა შობადობას აჭარბებს?
- რომ დემოგრაფიული სიტუაცია კატასტროფულია?
- რომ ადამიანები იბრძვიან არა საკუთარ შესაძლებლობათა რეალიზაციისთვის, არამედ სიცოცხლის გადარჩენისთვის?
ან იქნებ ის არის ტყუილი,
რომ მოსახლეობის 5%-ის ხელში არის გაცილებით მეტი სიმდიდრე, ვიდრე მსოახლეობის დანარჩენ 95 %-ში?
ან იმას ვერ ვხედავთ,
- რომ ქართული პოლიტიკა ბიზნესად იქცა,
- რომ „შუას გაკრეფას“ მოჰყვა ეროვნულ ძალთა განდევნა პოლიტიკური ასპარეზიდან
- რომ ქართული პოლიტიკა დღეს ურაპატრიოტების და ულტრალიბერალების ხელშია?
ვინმესთვის არის საკამათო,
- რომ ულტრალიბერალიზმიც და ურაპატრიოტიზმიც ანტიქართულია?
- რომ პარლამენტი მდიდართა ბიზნესკლუბად იქცა?
- რომ ჩვენ დღეს ფულისუფლების ქვეყანაში ვცხოვრობთ?
- რომ საქართველო ოდითგან იყო და მისი მომავალი მხოლოდ ერთ საყრდენზე დგას, ნიჭის ძალაუფლებაზე?
- რომ ქვეყანას სჭირდება არა ქუჩის რევოლუციები, ქუჩის ბელადები და ქუჩის პოლიტიკოსები, არამედ ინტელექტუალური რევოლუცია.
- რომ ხელისუფლებაში ყოფნისთვის მთავარი კრიტერიუმები უნდა იყოს: ინტელექტი, ენერგია, გამბედაობა, გამოცდილება, წესიერება. რომ ამ უკანასკნელის, წესიერების გარეშე, პირველი ოთხი დამანგრეველი ხდება?
ამ ჩამონათვალის გაგრძელება შეიძლება. მაგრამ მთავარია იმის გაცნობიერება, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლას ეწირებოდა და ეწირება ქვეყანა. რეალურად, ვცხოვრობთ სიყალბესა და კორუფციაში. სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენელთა ოსტატური ქმედებებით და ფულზე გაყიდული პოლიტიკოსების და მათი მხარდამჭერების გამოისობით, ქვეყანაში კრიზისმა კრიტიკულ ზვარს მიაღწია.
ასე ცხოვრება აღარ შეიძლება!
ისტორია ადასტურებს, რომ ქვეყანა კრიზისში მაშინაა, როცა ქვეყნის შიგნით გვაქვს დაპირისპირება და ეს კრიზისი მით უფრო ღრმაა, რაც უფრო მწარეა დაპირისპირება. ისტორია ადასტურებს იმასაც, რომ ქვეყანა მხოლოდ მაშინ გამოდიოდა კრიზისიდან, როცა დაპირისპირებული მხარეები ახერხებდნენ ერთმანეთთან საუბარს და შეთანხმებას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
ჩვენ სწორედ ამ ხედვით გთავაზობთ ჩვენს მთავარ მოსაზრებას: დაპირისპირებიდან გადავიდეთ თანამშრომლობაზე, კრიზისი ვაქციოთ შესაძლებლობად.
ეს ადვილი არ არის. ამ გზით სვლა მხოლოდ ძლიერთ შეუძლიათ. ჩვენ მთავარ პრინციპსაც გთავაზობთ: მთავარში – ერთობა, სადავოში – თავისუფლება, მაგრამ ყველაფერი – ლანძღვა-გინებისა და ძალადობის დემონსტრირების გარეშე.
დრო არ ითმენს. მეტიც, ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ყველაფერთან ერთად, საერთაშორისო იზოლაციაში მოვექეცით. მთავრობის მიერ შემოთავაზებულმა დისკუსია-დებატებმა დაპირისპირება კიდევ უფრო გააძლიერა. ხალხის გულების მოგების მთავარ პოლიტიკურ იარაღად დემაგოგია აქცია.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ 26 მაისამდე, დარჩენილ 100 დღეში, მოსახლეობისთვის ყველაფერი ნათელი უნდა გახდეს. ანუ ვინ აგრძელებს გზას დაპირისპირებითა და ძალადობით, და ვინ ფიქრობს მომავლის საქართველოზე.
მიგვაჩნია, რომ 26 მისამდე უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი ლანძღვა-გინებასა და დაპირისპირებაზე და დაიწყოს საჯარო განხილვა იმ პროგრამების, რომელთა მეშვეობითაც ქვეყანა წავა განვითარების გზით,მოსახლეობა იგრძნობს სოციალურ სიკეთეებს.
კარგი იქნება, თუ პარლამენტის ბიბლიოთეკა (საჯარო ბიბლიოთეკა) მიიღებს წინადადბას და კვირაში ერთი დღე დარბაზი დაეთმობა კონკრეტული პროგრამების განხილვას. შესაძლებლად ვთვლით იმასაც, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის სასტუმრო „პარაგრაფშიც“ გახდება შესაძლებელი ასეთი პროგრამული განხილვები თავისუფალი დასწრებით და პირდაპირი სატელევიზიო გადაცემით.
რა თემებზე ვიმსჯელოთ?
- საემიგრაციო პოლიტიკა
- საგარეო პოლიტიკა
- დასაქმების პოლიტიკა
- სოციალური პოლიტიკა
- დემოგრაფიული პოლიტიკა
- განათლების პოლიტიკა
- საბანკო პოლიტიკა
- საგადასახადო პოლიტიკა
- აგრარული პოლიტიკა
- რეგიონალური პოლიტიკა
- მართვის სტრუქტურის ოპტიმიზაცია (ხარჯების ჩათვლით), როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე
- ანტიკორუფციული პოლიტიკა
- ანტიმონოპოლური პოლიტიკა
- ენერგეტიკის პოლიტიკა
- თავდაცვის პოლიტიკა
- კვების უსაფრთხოების პოლიტიკა
- ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პოლიტიკა
ნებისმიერს უნდა მიეცეს საშუალება, წარმოადგინოს თავისი პროგრამა, რომელიც სხვის კრიტიკაზე კი არ უნდა იყოს აგებული, არამედ საკუთარ პასუხისმგებლობაზე. ჩვენ თავშივე ვთავაზობთ ხელისუფლების განმარტებას:
საქართველოს ხელისუფლება არის ის, რომელიც იცავს ადამიანის ბუნებით უფლებებს: სიცოცხლის უფლებას, სიტყვის უფლებას, საკუთრების უფლებას და უკეთესი ცხოვრებისკენ მისწრაფების უფლებას. ხელისუფლება უნდა იყოს იმის გარანტი, რომ სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე, შეუქცევადად უზრუნველყოს თითოეული ადამიანისთვის საცხოვრისი, საარსებო მინიმუმი, ჯანმრთელობის დაცვა და განათლების მიღება. უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ხელისუფლება, რომელიც ამას ვერ აკეთებს, კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს საკუთარ თავს, პრაქტიკულად, არ არის ამ ქვეყნის ხელისუფლება და ის უნდა გადადგეს, ან საერთო-სახალხო რეფერენდუმზე გატანილი იქნას ხელისუფლების ნდობის საკითხი.
თავისთავად პროგრამა უნდა წარმოადგინოს მხოლოდ იმ პოლიტიკურმა თუ საზოგადოებრივმა სუბიქტმა, რომელიც აღიარებს ამ მიდგომას და აქვს კიდევაც შესაბამისი პროგრამა.
ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ 20 წლის განმავლობაში, ჩვენს პროგრამულ წინადადებებს ყველა ხელისუფლებამ იგნორირება გაუკეთა. განხილვის საგნადაც კი არ აქციეს:
- ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინა
- მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი ხელისუფლების ჩათვლით, საშუალება ამ მიზნის მისაღწევად
- საქართველოს ინტეგრალური რესურსები
- ემიგრანტთა დაბრუნების პროგრამა
- 60-მდე ლოკალური პროგრამა, რომელთა მოქმედებაში მოყვანითსაქართველოს მოსახლეობის 95%-ზე მეტი გახდებოდა მოტივირებული
მიუხედავად ინგორირების ამ პოლიტიკისა, ჩვენ მომავლის საქართველოსთვის ბრძოლაში, ამ ეტაპზე სხვა გზას ვერ ვხედავთ, გარდა დაპირისპირების დასრულებისა და თანამშრომლობისა.
ვნახოთ, რას გვაჩვენებს ეს 100 დღე. საქართველოს მოსახლეობასაც ექნება დაკვირვების საშუალება. ჩვენი პოზიციაკატეგორიულია: მომავალი მეცნიერულ პროგრამებშია, ხალხის მეცნიერულ პროგრამებში შეერთებაშია. თუ 26 მაისამდე მდგომარეობა რადიკალურად არ შეიცვალა, ჩვენ ავიღებთ პასუხისმგებლობას და დამოუკიდებლად მოვიყვანთ ყველა პროგრამას მოქმედებაში. კარგად გვესმის, რომ თუ ხელისუფლებისა და პარტიების პოლიტიკური ნება არ იქნა. მედიის საშუალებების მხარდაჭერას ვერ მივიღებთ, ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ეს იქნება შიშველხელებიანთა დიდი შეერთება მომავლის საქართველოსთვის.
სწორედ ამიტომ ვამბობთ: ხალხის მოთმინებასაც აქვს საზღვარი. საზღვარი აქვს სიყალბეში, ტყუილსა და კორუფციაში ცხოვრებას… საზღვარი აქვს მდიდართა ასეთ პარპაშს… საზღვარი აქვს ინტელიგენციის ერთი ნაწილის კონფორმიზმს, ანუ მორჩილებას ხელისუფლებისადმი და მეორე ნაწილის დუმილს. საზღვარი აქვს ტელევიზიებსა და მედიის საშუალებებში ფულის ბატონობას სიმართლეზე. ყველაფერი ეს და ის, რაც ხელს უშლის იმას, რომ ქვეყანა იყოს წარმატებული, ხალხი ცხოვრობდეს ბედნიერებით სავსე სამშობლოში, უნდა დაიმსხვრეს. ამას ყველანი ვჭირდებით. არა სიძულვილი, არამედ სიყვარული გვინდა. დარწმუნებული ვართ, ეს თანამშრომლობა მიგვიყვანს დიდ საერთაშორისო კონფერენციასთან, რომლის მიმართვა ხელისუფლებისადმი გელათის 2026 წლის 8 თებერვლის კონგრესმა გააკეთა. მიგვიყვანს ეროვნული თანხმობის ხელისუფლებამდე, რომლის უგულებელყოფასაც უკვე 10 წელია, წარმატებით ახერხებენ ხელისუფლება და პოლიტიკური პარტიები. გვინდა მინდინარე წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მთელმა საქართველომ და საქართველოს ყველა მეგობარმა ნახოს მეცნიერთა კონგრესის პატრონაჟითა და მოსახლეობის აქტიური მონაწილეობით შექმნილი საზოგადოებრივი პარლამენტი.
პროექტის განხილვა მოხდება 5 მარტს, 17 საათზე, ცოტნე დადიანის N26-ში.
დასწრება თავისუფალია


