ახალგაზრდობა

მოქმედების დროა, ჩვენ ვიწყებთ! გავერთიანდეთ საქართველოსთვის!

რით დავიწყოთ და როგორ ვიმოქმედოთ?

 

პასუხს, ჩვენი ისტორიული გამოცდილება გვაძლევს, დავით აღმაშენებლის ეპოქის ანალიზი გვასწავლის, თუ როგორ გამოდიოდა ჩვენი ქვეყანა კრიზისული მდგომარეობებიდან, რომელიც არაერთგზის ჰქონია. „ქვეყნის ქვაკუთხედი ხალხი და ბრძენკაცნია,“ ამბობს დიდი მეცნიერი პასკალი. სწორედ ეს არის ჩვენი გამოცდილება.

გონების თვალით წავიკითხოთ თამარ მეფის სიტყვა, მისი მეფედ კურთხევისას და პასუხს ყველაფერზე მივიღებთ. კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს უკეთესი საინაუგურაციო სიტყვა. ჩვენ უნდა ვიამაყოთ ამ გამოსვლით.

ჩვენი სამშობლოს ისტორია ადასტურებს, რომ ყველაზე წარმატებული ის პერიოდები იყო, როდესაც ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე იმართებოდა, როცა იყო ერთობა, როცა მთავარი იყო ბიბლიური სიბრძნე: „მთავარში – ერთობა, სადავოში – თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში – სიყვარული“.

გარეშე ძალებმა მოინდომეს, რომ ქვეყანამ ბუნებრივი განვითარების გზიდან გადაუხვიოს. ამისთვის, პირველ ყოვლისა, თაობათა დაპირისპირების გზა აირჩიეს. რა აღარ უწოდეს უფროსი თაობის წარმომადგენლებს, ფერებითაც ამკობდნენ და „ჩარეცხილებადაც“ მოიხსენიებდნენ. როგორც იტყვიან, უკადრებელი აკადრეს იმ ხალხს, ვინც ქვეყნისთვის უმძიმეს პირობებშიც კი, შეძლო ენის, მამულისა და სარწმუნოების შენარჩუნება.

ჩვენ ამას დღეს გულისტკივილით ვამბობთ, ჩვენთვის მთავარი მომავლის საქართველოა. მომავლის საქართველო, კი თაობათა ერთიანობის, წინა თაობებისადმი მადლიერების გარეშე არ არსებობს.

მოქმედების დროა – ძალა ერთობაშია!

 

ახალგაზრდობის ერთი ჯგუფის მიმართვიდან

23 ნოემბერი, 2017 წელი, გიორგობა

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *