"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდიმეცნიერთა კონგრესიპროექტები

მეცნიერთა დიდი შეკრების გადაწყვეტილება

შეკრებას გადაწყვეტილების ტექსტი წაიკითხა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა,  პროფესორმა ნუგზარ გულორდავამ:

ჩვენ, მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, უნიკალურ კომპლექსში „მეფე დავითი“  – შეკრების მონაწილენი, ვთანხმდებით იმაზე, რომ:

  1. მიმდინარე წლის სექტემბერ -ოქტომბერში, არაუგვიანეს შემოდგომისა, შედგეს მეცნიერებისა და ინტელიგენციის წარმომადგენელთა დიდი შეკრება – კონგრესი, რომელზეც გაანალიზებული იქნას ქვეყანაში რეალური მდგომარეობა და განისაზღვროს მომავლის საქართველოს კონკრეტული მიმართულებები.
  1. კონგრესზე მოხსენებების წარდგენა ეთხოვოთ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს,
  2. კონგრესის ორგანიზების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო კომიტეტი პარიტეტულ საწყისებზე: 7-7 წარმომადგენელი მთავრობისგან, ეკლესიისგან, მეცნიერებათა აკადემიისგან, პოლიტიკური პარტიებისგან.
  3. შეიქმნას ჯგუფი, რომელიც ჩვენი დღევანდელი შეკრების განწყობას გააცნობს მთავრობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებს, პარტიათა ლიდერებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საინფორმაციო საშუალებებს, სხვადასხვა რელიგიურ კონფესიებს. ამ ჯგუფის შექმნა ეთხოვოს დღევანდელი შეკრების ორგანიზატორებს და მასში მონაწილეობის საშუალება მიეცეს დღევანდელი შეკრების ყველა მონაწილეს. პირველი შეკრება შედგეს მიმდინარე კვირის ოთხშაბათს 7 აგვისტოს, 7 საათზე,  კონგრესის ოფისში (ვ. ბოჭორიშვილის 37ა).
  1. დღევანდელი შეკრების მონაწილეთა ოპერატიული ინფორმირებისთვის დაწესდეს შემდეგი წესი:
  • კონგრესის ოფისი ყოველდღიურ რეჟიმში შაბათ-კვირის ჩათვლით, დილის 10:00 სთ-დან საღამოს 21 სთ-მდე ხვდება დაინტერესებულ პიროვნებებს
  • ყველა სიახლე კონგრესის მზადებასთან დაკავშირებით ქვეყნდება ვებ.გვერდზე civilizebuli.ge და ფეისბუქ გვერდზე: „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“
  • საორგანიზაციო ჯგუფის წევრები პერიოდულად ხვდებიან მედიის წარმომადგენლებს და აწვდიან ინფორმაციას მზადების მიმდინარეობასთან დაკავშირებით;
  • საორგანიზაციო ჯგუფის წევრები ყოველკვირეულად, ყოველ პარასკევს, 16 საათზე, აწყობენ ფეისბუქკონფერენციას
  • ნებისმიერ დაინტერებულ პიროვნებას, შეუძლია მონაწილეობის მიღება საორგანიზაციო ჯგუფის ოთხშაბათის შეხვედრებში და პარასკევის ფეისბუქკონფერენციის მუშაობაში.
  • საორგანიზაციო ჯგუფის წევრები მუდმივი თანამშრომლობის რეჟიმში არიან მენციერებათა აკადემიასთან, დარგობრივ მეცნიერებათა აკადემიასთან, უმაღლესი სასწავლებლების რექტორატებთან, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტურ კავშირებთან, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან.

მოწონებული იქნას საზოგადოებრივი პროექტის „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მხარდამჭერი ფონდის წინადადება, რომელიც დღეს აქ იქნა წარმოდგენილი დაგეგმილ ღონისძიებათა ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით, რომელიც გულისხმობს ყოველთვიური საწევრო  გადასახადის გადახდას ამ პროცესში ჩართული პიროვნებებისგან.”

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *