მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

მეცნიერები ადასტურებენ პოზიციას და ხალხთან დათათბირების შედეგებს აქვეყნებენ.

შეკრების მსვლელობა

დღეს დიდი დღეა. მეცნიერები ადასტურებენ პოზიციას და ხალხთან დათათბირების შედეგებს აქვეყნებენ.

–  კიდევ ერთხელ ქვეყნდება მეცნიერთა კონგრესის „ეროვნული თანხმობისთვის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება:“პიროვნებათა პარლამენტი“ პიროვნებათა ხელისუფლება“  – გელათის მეცნ. აკადემიის წევრი თეიმურაზ შაშიაშვილი.

– ქვეყნდება მეცნიერთა ჯგუფის მიერ მომზადებული პროგრამული დოკუმენტი „ქვეყნის გადარჩენის გზა“ ანუ კრიტერიუმები, რომლის მიხედვით უნდა შეირჩეს პარლამენტის წევრობის კანდიდატები.   – მეცნ. დოქტორი ლუარა ნიჟარაძე

– გაწეული პრაქტიკული საქმიანობის შესახებ გამოსვლებს გააკეთებენ: მეცნიერების დოქტორი – ვახში ჟვანია, მედიცინის მეცნიერების დოქტორი  – ჯუმბერ ბოლღაშვილი, ფეისოლოგიის მეცნიერების დოქტორი – ლევან ოდიშარია.

ვახში ჟვანიას გამოსვლა

მე ვარ ვახში ჟვანია. კიბერნეტიკის მეცნიერებათა დოქტორი უცხოეთის ბევრ ქვეყანაში ვიმუშავე. ჩემი ბიოგრაფიის ერთ ნათელ პერიოდად მივიჩნევ თანამშრომლობას „მეცნიერთა კონგრესთან – ეროვნული თნხმობისთვის“ დღეს აქ გაგვაცნეს ის სერიოზული ხედვა, რომელიც მეცნიერებს ჰქონდათ, აქვთ და კიდევ უფრო მეტად ვაპირებთ გავაძლიეროთ, რათა ამ ქვეყანას, ჩვენ სამშობლოს- საქართველოს არ აქვს მომავალი, თუ  ამ უმძიმეს მდგომარეობაში ყველამ ერთად არ ვიფიქრეთ ეროვნულ თანხმობაზე, იმაზე რომ საქართველოს კონსტიტუცია უნდა იყოს ეროვნული თანხმობის გარანტი.

აშკარაა, რომ გვქონდა საბჭოთა კონსტიტუცია და მის შემდგომ გვაქვს პარტიული კონსტიტუციები. ყველა ხელისუფლება, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე აკეთებს ცვლილებებს და საკუთარ პარტიაზე და მისი ძალაუფლების განმტკიცებაზე არგებს კონსტიტუციას. ეს არ არის ქართული გზა. ეს გზა ტაძართან არ მიგვიყვანს.

სწორედ ამიტომ იყო, რომ მეცნიერთა კონგრესმა საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს შევთავაზეთ ეროვნული ხელისუფლების ფორმირების, პროფესიონალთა, პიროვნებათა ხელისუფლების ფორმირების პრინციპები.

ქვეყნისთვის ბედნიერებაა, რომ გვაქვს უნიკალური ადამიანური, გეოგრაფიული, ბუნებრივი, და ინტელექტუალური რესურსები. ბედნიერებაა, როცა საქართველოს მწერლობაში, ზოგადად ხელოვნების ყველა მიმართულებით უძლიერესი პიროვნებები გვყავს, რომ საქართველოს აქვს სამეცნიერო ძლიერი პოტენციალი.  რომ მთელ მსოფლიოში ქართველი მეცნიერები გამოკვეთილ სიტყვას ამბობენ. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, მისი მაკოორდინირებელი როლის გაძ;ლიერება. ხდება კი პირიქით. როცა ჩვენ გელათში, აკადემიის ისტორიულ კედლებში მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც აქ ბატონმა თემურ შაშიაშვილმა წაიკითხა, მაშინ ჩვენ მთელ საზოგადოებასთან კავშირში და პარტიებს გარეთ გვეძებნა ის ხალხი, რომელთა მონაწილეობა სხვადასხვა დონის სახელისუფლებო რგოლში  სამომავლოდ იქნებოდა კარგი. ჩვენ ველოდით ტელევიზიების დიდ მხარდაჭერას. ვერ მივიღეთ, რაც სამწუხაროა, მაინც რ გავჩერდით და როგორც შევძელით, ხალხს მივაწვდინეთ ხმა და ბევრისგან საპასუხო რეაქციაც მივიღეთ – დაასახელეს კანდიდატურები.

დიდი მადლობა ყველას რომ ძალიან ბევრი ჩვენგანი, ვისი გვარებიც ქალბატონმა ლუარა ნიჟარაძემ წარმოგიდგინათ, დასახელდა შემადგენლობაში. ყველაზე მეტად გვახარებს ის, რომ საზოგადოებაში კეთილი ადამიანის კვალი არ იკარგება. სასიამოვნო იყო, როცა ადამიანები გვეუბნებოდნენ, „მოუსმინეთ გურამ დოჩანაშვილს, რეზო გაბრიაძეს, ზოგადად ჩვენს მწერლებს… მოუსმინეთ მეცნიერებს, როცა გვყავს თამაზ გამყრელიძე, მეცნიერებათა აკადემიის ასეთი შემადგენლობა. მოუსმინეთ მათ, მოუსმინეთ ჩვენს სახელოვან თეატრალებს, მუსიკოსებს, არქიტექტორებს. საოცარ სიტყვებს გვეუბნებოდნენ ანზორ ერქომაიშვილის, გიგა ბათიაშვილის, გივი თოიძის, ნონა გაფრინდაშვილს, ომარ მხეიძის, არნოლდ გეგეჭკორის, ტარიელ ხარხელაურის, თემურ გუგუშვილის, რომან რურუას და უამრავი დიდი მამულიშვილის მიმართ. მარტივად გვიხსნიდნენ, რომ ეროვნული საკითხების გადაწყვეტა ნებისმიერმა ხელისუფალმა გარედან ფინანსირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს კი არა, ეროვნულ კაცებს უნდა ჰკითხოსო.

არის რაიმე საეჭვო? ვფიქრობ, ხალხმა ყველაფერი სწორად გვირჩია. მთავარია ხელისუფლება გვყავდეს ისეთი, ვინც ეთათბირება ჩვენს ინტელიგენციას, მეცნიერებს, სოფელსა და ქალაქში გამორჩეულ ადამიანებს. ასეთები კი, ღვთის წყალობით,  უამრავი გვყავს.

ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ადამიანები გვთავაზობდნენ, სახელმწიფო საკითხების გადაწყვეტის დროს მოვუსმინოთ დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალებს, რომელთაც ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ აქვთ დიდი ავტორიტეტი. გვეუბნებოდნენ ცნობილ იურისტზე: მინდია უგრეხელიძეზე, ცნობილ დიპლომატზე – პეტრე ჩხეიძეზე, რომელიც საქართველოს პირველი ელჩი იყო ამერიკაში, რუსეთსა და გაეროში. მინდია უგრეხელიძემ დიდი ავტორიტეტი მოიპოვა ევროპაში და ყველა უნდა ვამაყობდეთ იმ სიტყვებით, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს თავმჯდომარემ ბ -ნმა ვალჰაბერმა ბრძანა:“მინდია უგრეხელიძე ეტალონი მოსამართლეა მთელი ევროპის მასშტაბით“.

საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები გვირჩევენ, რომ ჩვენს ეკონომიკას ჰყავს არაერთი ორგანიზატორი, რომელთაც მსოფლიო მასშტაბით მიაგებენ პატივს. გვირჩევენ ბევრ საკითხში ვეთათბიროთ მათ, მითუფრო, რომ მათ კონსულტაციებს მრავალ ქვეყანაში იღებენ. ბევრი მათგანის გამოცდილება კი სახელმძღვანელოდაა მიჩნეული. ასეთებად გვირჩიეს: მეგზევეთა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, აკადემიკოსი თამაზ შილაკაძე, დიდი ორგანიზატორი საავიაციო ქარხნის ყოფ. დირექტორი – პანტიკო თორდია, მეცნ. დოქტორი მეტალურგთა მსოფლიო ასოციაციის წევრი – გურამ ქაშაკაშვილი, ენერგეტიკოსი თბოფიზიკის საერთაშორისო მასშტაბის სპეციალისტი –  ირაკლი შეყრილაძე…

ბევრ სხვა პიროვნებაზეც გვეუბნებოდნენ. მაგრამ აქ მთავარია, რომ ამ ხალხს თანამდებობა არ უნდა. თუმცა მათი გამოცდელობის გამოუყენებლობა დანაშაულია, ამას ხალხი გვეუბნება. ჩვენ რა დაგვემართა, პილიტიკოსებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს? არ გვაფიქრებს ის, რომ ამ უაღრესად რთულ სიტუაციაში ადამიანები გვეუბნებოდნენ, რომ პოლიტიკოსებმა თავი შეირცხვინეს და გარკვეულ ეტაპზე მოვიწვიოთ პროფესიონალები, ყველა თაობის წარმომადგენლები რომ თაობათა ერთიანობაც იყოს და ვფიქრობდეთ არა პარტიულ არამედ სახელმწიფო ინტერესზე. ლადო ჭანტურია ერთ-ერთი ხშირად დასახელებადი აღმოჩნდა ამ მიმართულებით. ასევე გვითხრეს ბატონებზე: ირაკლი მენაღარაშვილზე, ზურაბ ხონელიძეზე, სერგო ვარდოსანიძეზე, ირაკლი მანაგაძეზე,  იოსებ ორჯონიკიძეზე,  თემურ მამაცაშვილზე, ზურაბ პაპასკირზე, ისმეთ აჯარზე, მევლუდ ართვინლიზე, ნინო ნაკაშიძეზე, ვალერი ასათიანზე, კახა შენგელიაზე, ბევრმა არც იცის საქართველოში, რომ არსებობს მსოფლიო რექტორთა ასოციაცია და პირველად მოხდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომ მის სათავეში დგას ქართველი კაცი – ბ-ნი კახა შენგელია. ეს ხომ საამაყოა! ბევრმა არც ის იცის, რომ ქართველმა კაცმა აჭარიდან, ისმეთ აჯარმა ააშენა ქალაქი, რომელსაც სტამბულისთვის იგივე ფუნქცია აქვს, როგორიც წყნეთს თბილისისთვის… წარმოგიდგენიათ? ქართველი კაცის საკუთრება არის ქალაქი რამდენიმე ათიათასი კაცით, თურქეთში და იგივე პიროვნება სტამბულის ცენტრში აშენებს ქართული კულტურის ცენტრს, ასეთ ადამიანებს საქართველოში არ იცნობენ. ტელევიზიებს მათთვის არ სცალიათ.

მართლაც ოქროს ფონდია მომავლის საქართველოსთვის ყველა, ვინც ქვეყნის გარეთ ცხოვრობს თავისი პროფესიიდან, თუ  ისტორიული მდგომარეობიდან გამომდინარე,  იძულებული გახდა ამ გაჭირვების გამო დაეტოვებინა ქვეყანა და გარეთ წასულიყო. ჩვენ ისიც გვინდოდა, რომ სადაც ჩვენი თანამამამულე და საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც საქართველოში ვირჩევთ ერთ დეპუტატს, იქაც აგვერჩია, როგოცრ ამას ევროპის ბევრი სახელმწიფო აკეთებს. არ გაიზიარეს. ჩვენ მყარად ვდგავართ იმ პრინციპზე, რომ შედგეს „ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესი“. ჩვენი ანალიზით, მსოფლიოს 40 ქვეყნის 85 ქალაქში თითოეულში 1000-ზე მეტი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს. თუ სწეორად ვერ გავიაზრეთ ამ პრობლემას, უბედურებად გვექცევა. თუ სწორად გავიაზრებთ, ეს ძალიან წაადგება მომავლის საქართველოს.

სიტყვა ეძლევა  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ  ბატონი ჯუმბერ ბოლღაშვილს

“აი, როგორი საინტერესო ადამიანები გვირჩიეს, რომლებიც ცხოვრობენ უცხოეთში და რა დიდი ქართული საქმეების სათავეებთან დგანან და აქვთ ავტორიტეტი არამარტო ჩვენ დიასპორაში, არამედ იმ ქვეყნების როგორც მოსახლეობაში, ასევე სახელისუფლებო წრეებში.

ამერიკიდან: ბატონი ნიკო ნადირაშვილი. შექმნა დიდი ქართული ცენტრი, დააარსა ქართული რადიო მონაწილეობს ტრამპის მხარდამჭერ საარჩევნო კამპანიაში; ბატონი ნიკოლოზ ჩხეიძე, რომელიც ვაშინგტონში ქართულ დიასპორას უდგას სათავეში; ბატონი მანუჩარ კაჭახიძე, რომელმაც ქართული ცენტრი დააარსა და უშვებს გაზეთ „მამულს“, ბატონი ლევან შენგელია – რომელიც მუსიკალური ხელოვნებით უდიდესი სიყვარულით არის გარემოცული ამერიკაში., მეცნიერების დოქტორი – დიმიტრი კოპალიანი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი – რაჯი ფილიპია , საზოგადო მოღვაწე – რამაზ სიჭინავა

გერმანიიდან: ცნობილი მეცნიერი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გერმანისტი და გერმანიის სამეცნიერო წრეებში მიღებული ბატონი ალეკო კარტოზია. პროფესორი, დოქტორი, პოლიტოლოგი, ბატონი კობა კუპრაშვილი, ბატონი კონსტანტინე სალია

საბერძნეთიდან: ავთანდილ მიქაბერიძე – პროფესორი, დოქტორი, რომლესაც მართლაც სანიმუშო ქართული ცენტრი აქვს ,რომლის შესწავლადაგანზოგადებაა საჭირო. ანალოგიური ცენტრი სალონიკში შექმნა ცნობილმა სპორტსმენმა, ქართულად მომავრთულმა კაცმა ბატონმა ელგუჯა მინაძემ.

ასეთვე მიმართულებით მუშაობენ უკრაინაში ბატონები მეცნიერების დოქტორი  გია სიგუა ბიზნესმენი ზურაბ მიქავა და ხელოვანი შალვა აბაშიძე. რაულ ჩილაჩავა და საერთოდ როგორც ვხედავთ, უკრაინაში პოლიტიზებულ ქართველებს უფრო ვიცნობთ, ვიდრე  დიდ ქართულ საქმეთა მკეთებელ და უკრაინისადმი კეთილგანწყობილ ჩვენს თანამემამულეებს.

საფრანგეთიდან: უდიდესი გუნდი, ლევილთან დაკავშირებული. მაგრამ ხაზგასმას ვაკეთებთ, არაპოლიტიზებული, იმიტომ რომ ჩვენი წარმომადგენლების ორი წლის წინ, ლევილში ჩასვლამ დაგვარწმუნა, რომ იქაც პოლიტიზებული გუნდები უფრო ქმნიან გარემოს, ვიდრე ჩუმად, წყნარად ჩვენი ქვეყნისა და საფრანგეთის სასიკეთოდ მომუშავე ქართველები. კინორეჟისორები: თემურ ბაბლუანი და ოთარ იოსელიანი, იუნესკოში ქალბატონი ნათელა ლაღიძე, ჟურნალისტი ბონდო ქურდაძე და მართლაც საინტერესო  ქართული გუნდი საფრანგეთში, რომლითაც უნდა ამაყობდეს საქართევლო.

იტალიაში უდიდეს საქმეებს უდგას სათავეში   ქეთევან ბაგრატიონი, აქ 50-მდე ადამიანია დასახელებული  დაწყებული  საქართველოდან  წასული  ქალბატონი  ქეთევან კიკნაძით, რომელიც მხარის განათლების სამსახურის ხელმძღვანელი იყო, დამთავრებული ბატონი ბეგი თავართქილაძით, რომელიც ათწლეულებია იტალიაში ცხოვრობს და კარგი  ავტორიტეტით სარგებლობს.

შვეციაში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე ლელა კუხიანიძე

სამწუხაროა, რუსეთში მცხოვრებ 1 მილიონ ქართველს არ ვეთანამშრომლებით პირდაპირ  უნდა ითქვას, რომ რუსეთში საქართველოს ინტელიგენციას მაღალი პოზიციები უჭირავს და მათთან ჩვენი სწორი თანამშრომლობით, ამ უდიდესი პოტენციალით,  ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთება შეიძლება.  არის თაობა ზურაბ წერეთელი,  ლეო ბოკერია, აკადემიკოსი იოსელიანი. ეს წინა თაობაა და არის ახალგაზრდა თაობა, რომელთან კავშირის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ იმ პრობლემების დაძლევას, რომელიც დღეს ყველაზე გამწვავებულია საქართველო-რუსეთს შორის. აქ მხოლოდ რამდენიმე ახალგაზრდა მენციერს დავასახელებთ: იურისტ მეცნ. დოქტორ ნატალია ვაშაკიძეს, ექიმს,მეც. დოქტორ ვლადიმერ რამიშვილს, ასლან აბაშიძეს (მეცნიერების დოქტორი, აღიარებული უფლებადამცველი და მოსკოვის სამეცნიერო წრეებში ერთ-ერთი წარმატებული პიროვნება). პროფესორ, დოქტორ –  რევაზ ქავთარაძეს, ენერგეტიკოს, ქართულ საქმეთა დიდ პატრონს  – შალვა კუპრავას, ექიმ – ლია გოგიტიძეს, მხატვარ ზურაბ ბაგრატიონს, მეწარმე დავით ლიპარტელიანს,

დიდ ბრიტანეთში: დიდი ქართველი და დიდი აფხაზი ოთარ მარღანია – პროფესორი, დოქტორი. სამეცნიერო წრეებისთვის ცნობილი პროფესორი და დოქტორი, ნინო ფორაქიშვილი. ძლიერი ორგანიზატორი – დავით მორჩილაძე, რომლის შვილი სამეცნიერო წრეებში უკვე აღიარეს, ხოლო ბატონ დავითსა და მის მეუღლეს ძალიან ძლიერი საერთაშორისო ორგანიზაცია აქვთ ჩამოყალიბებული.

მოკლედ რომ ვთქვათ, მთელ მსოფლიოში საქართველოს დიდი ინტელექტუალური პოტენციალია მიმობნეული. მათ ხელისუფლებაში ყოფნა არ აინტერესებთ, მაგრამ მათთან თანამშრომლობით უდიდესი ქართული საქმეების კეთება შეიძლება. კონგრესი გვჭირდება არა მარტო იმიტომ, რომ რომ უცხოეთში ჩავატაროთ სესიები, არამედ იმისთვის, რომ თბილისში შეიკრიბოს ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი და ამ კონგრესმა დაამტკიცოს მომავლის პროგრამა და აირჩიოს სახელმწიფო კაცების ის საკრებულო, რომლის აუცილებლობის თაობაზე ჯერ კიდევ 2010 წელს იქადაგა ჩვენმა სულიერმა მამამ,  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.

მოკლედ მინდა გითხრათ, დასახელებულია 1000-მდე ადამიანი. ყველა აშკარად იმსახურებს პატივისცემას, კეთილგანწყობას და მინიმუმ, კონსულტაციებს მაინც თავის სფეროში.   შეგვიძლია ჩამოვთვალოთ რამდენიმე ადამიანი, რომელთა გამოც ვამაყობთ:

პროფესორი ზაზა აბაშიძე, ექიმი ავთანდილ აბულაძე, ეკონომისტი – ვახტანგ აბულაძე ბათუმიდან, პროფესორი, მეცნ. დოქტორი მიხეილ ამაღლობელი, ჟურნალისტი ვადიმ ანასტასიადი, ეკონომისტი დავით ანდღულაძე, ადამიანის უფლებათა დამცველი – მიხეილ ანდღულაძე, პროფესორი, დოქტორი – გია ანჩაბაძე, აკადემიკოსი ავთანდილ არაბული, მწერლები: კობა და ბაღათერ არაბულები, აკონომისტი მეცნ. დოქტორი – სოსო არჩვაძე, მეცნ. დოქტორი ჯონი აფაქიძე, დიპლომატი დავით აფციაური, ექიმი ზურაბ ბარათაშვილი. ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტი – დემურ ბაშელიშვილი. იურიდ. მეცნ დოქტორი – სოსო ბაჩიაშვილი, იურიდ. მეცნ. დოქტორები – ვენედი ბენიძე და ოთარ ბენიძე,  მეცნ. დოქტორი – თემურ ბერიძე, ფილოსოფოსი მეცნ. დოქტორი – ნიაზ ბოლქვაძე, განათლების ნოვატორი – რუსუდან ბოლქვაძე, იურისტი  – მადონა ბოლქვძე, ხელოვანი – გია ბურჯანაძე, ქალთა ლაშქარის ხელმძღვანელი აჭარაში – გულიკო გაბაიძე,მეწარმე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი – ალუ გამახარია,  მეცნ. დოქტორი – ზურაბ გასიტაშვილი, მეცნ,. დოქტორი – რამაზ გახოკიძე, მეწარმე, სპორტსმენი მსოფლიო ჩემპიონი კლასიკურ ჭიდაობაში – გურამ გედეხაური, კულტურის ორგანიზატორი – ბადრი გვილავა, მეცნ. დოქტორი – ლევან გიგინეიშვილი, მსახიობი და მოღვაწე – დავით გიორგობიანი, მეცნ. დოქტორი – ედნარ გიორგობიანი, ჟურნალისტი,მეცნ დოქტ. გიგლა გობეჩია, ექსპერტი – ირაკლი გოგავა, ფინანსისტი  – მირიან გოგიაშვილი, ახალგაზრდა ეკონომისტი – გიორგი გოგუა,მეცნ დოქტორი – გივი გოლეთიანი, მეცნ. დოქტორი – რობერტ გოლეთიანი, მათემატიკოსი, მეცნიერი სასკოლო სახელმძღვანელოთა ავტორი – დიმიტრი გოშხეთელიანი, სოციალურ საკითხთა ორგანიზატორი – თამაზ გოჩაშვილი, ჟურნალისტი – მალხაზ გულაშვილი,  დიპლომატი – თეიმურაზ გუმბერიძე, ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი – თამთა დემურიშვილი, ეკოლოგი მეცნ დოქტორი, თემურ ვეკუა,  რეზო თაბუკაშვილის თეატრის დირექტორი – იზა ვეფხვაძე, კულტურის ორგანიზატორი – ლია ვეშაპიძე, მეცნ. დოქტორი – თემურ ზარქუა, რომელიც ამავე დროს კომპიუტერულ პროგრამირებაში საქართველოს სტუდენტური ნაკრების ხელმძღვანელია, ენერგეტიკოსი, მეცნ. დოქტორი – ომარ ზივზივაძე, მეცნ დოქტორი, ამირან თავართქილაძე,  ახალგაზრდა მეწარმე – მზია თავაძე, პროფესორი, მეცნ. დოქტორი  – გივი თალაკვაძე, პროფესორი, მეცნ. დოქტორი, გელათის მეცნ. აკადემიის წევრი – როლანდ თოფჩიშვილი, მეცნ. დოქტორი – დავით იაკობიძე, მეცნ. დოქტორი – დავით ივანიშვილი, მეცნ. დოქტორი – გოგი იმედაშვილი, კომპოზიტორი – მანანა იმედაძე, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი – დავით იოსებაშვილი, საქართველოს დიდი მეგობარი ისრაელში და ჩვენი თანამემამულე – პაატა იოსებაშვილი, საერთაშორისო დიდოსტატი ჭადრაკში და კარგი ორგანიზატორი ნანა იოსელიანი, ქართველ კაზაკთა გენერალი – ვასილ კადენეცი., მეცნ. დოქტორი – მერაბ კაკულია, დიპლომატი, პროფესორი და დოქტორი – ვასილ კაჭარავა, ეკოლოგი, მეცნ. დოქტორი  – თემურ კეპულაძე, ეკონომისტი, მეცნ. დოქტორი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი – მურმან კვარაცხელია, ექიმი, მეცნ. დოქტორი  – მერაბ კილაძე, მეცნ. დოქტორი – კობა კობალაძე,  არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი  – ზურაბ კოპალიანი, იურისტი – ირაკლი კოტეტიშვილი, ხელოვანი – სერგო კრავეიშვილი, პროფესორი მეცნ. დოქტორი ლუარა კუტუბიძე, ფილოსოფოსი, მეცნ. დოქტორი  – ნუგზარ კუჭუხიძე, ახალგაზრდა მეწარმე – კახა კუხიანიძე, კულტურის ორგანიზატორი ქეთევან ლაზარაშვილი, ჟურნალისტი, მეცნ. დოქტორი – ტატო ლასხიშვილი, იურისტი – ლაური ჯანაშია, იურისტი – ლალი ლეთოდიანი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი – ასლან ლორთქიფანიძე,  ახალგაზრდობის ორგანიზატორი – ლევან ლორთქიფანიძე, მეცნ. დოქტორი სამხედრო ექსპერტი – ვახტანგ მაისაია, საზოგადო მოღვაწე  – სოსო მანჯავიძე, მეცნ დოქტორი – პარმემარგველაშვილი, მხატვარი – ნუგზარ მგალობლიშვილი, ხელოვნებათმცოდნე, მეცნ დოქტორი გუბაზ მეგრელიძე, ჟურნალისტი ჯემალ მეგრელიძე, პროფკავშირული მუშაკი- ლალი მელაძე, არასამთავრობო სექტორის წარმატებული წარმომადგენელი – ნინო მემანიშვილი, საჩხერის თეატრის დირექტორი – გიორგი მეტონიძე, მეცნ. დოქტ გია მეფარიშვილი, მეცნ. დოქტორი , ეკონომისტი ელგუჯა მექვაბიშვილი, საზოგადოება „თბილისელის“ პრეზიდენტი – ირაკლი მეძმარიაშვილი, პროფესორი, დოქტორი – ალეკო მირიანაშვილი, ეკონომისტი – ემილ მიქაია, მეცნ. დოქტორი, მანანა მიქაძე, ექიმი მეცნ დოქტოტრტი, ისმეთ მიქელაძე,  ეკონომისტი, მეცნ. დოქტ, რამაზ ნამიჭეიშვილი, მეცნ. დოქტორი გოჩა ნანიტაშვილი,  ჟურნალისტი, მეცნ. დოქტორი  პაატა ნაცვლიშვილი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე – ზაურ ნაჭყებია, მწერალი, განათლების ორგანიზატორი – ენდი ნემსიწვერიძე, პროფესორი დოქტორი – ავთანდილ ნიკოლეიშვილი, უფლებადამცველი გელა ნიკოლეიშვილი, ეკონომისტი , წარმოების ორგანიზატორი ოლეგ ნიკოლეიშვილი, იურისტი, პრიფესორი მეცნ. დოქტორი  – თედო ნინიძე, კულტურის ორგანიზატორი როლანდ ნიჟარაძე, კულტურის ორგანიზატორი – ლაშა ნიქაბაძე, ჟურნალისტი – მანანა ნოდია, პროფესორი მეცნ. დოქტორი  – გიორგი ონიანი, პროფესორი, მეცნ. დოქტორი საზოგადო მოღვაწე – დავით ონოფრიშვილი, ჟურნალისტი – ხათუნა პაიჭაძე, ეკონომისტი, პროფესორი მეცნ. დოქტორი  ლადო პაპავა, ექიმი, პოროფესორი მეცნ. დოქტორი  – ნინო ჟვანია, ეკონომისტი – ავთანდილ როხვაძე, სიკეთის სახლის მშენებელი ნანა სარიშვილი, ეკონომისტი – გიორგი სახვაძე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნ. დოქტორი დავით სახვაძე, მწერალი, მეცნ დოქტორი – სოსო სიგუა, ეკონომისტი, მეცნ. დოქტორი  – ავთანდილ სილაგაძე, განათლების ორგანიზატორი – ზაურ სოლომონიძე, მეცნ. დოქტორი  – პაატა სურგულაძე, ჟურნალისტი – ვახტანგ ტატუნაშვილი, ჟურნალისტი – გია ტოგონიძე, იურისტი – რობინ უბილავა, მეწარმე – ლერი უდესიანი, დიპლომატი კოტე საბიაშვილი,  ექიმი, მეცნ. დოქტორი – ნინო უზნაძე, დიპლომატი  მიხეილ უკლება, საგზაო მშენებლობის ერთ-ერთი წარმატებული ორგანიზატორი – ნუგზარ ფალიანი, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ხელმზღვანელი – გიორგი ფარესიშვილი, მუსიკოსი და  გელა ფარჩუკიძე, ფილოსოფოსი, მეცნ. დოქტორი – ვახუშტი ფარცვანია, მეცნ დოქტორი კულტურის ორგანიზატორი – ნოდარ ფაღავა, აკადემიკოსი – არჩილ ფრანგიშვილი. პროფესორი, დოქტორი – ტარიელ ფუტკარაძე, პოეტი – ეკა ქაჯაია, კულტურის ორგანიზატორი – ირინა ქეცბა, სამხედრო საქმის ძლიერი მცოდნე – ვალერი ქვარაია, წარმომადგენელი საერთაშორისო სამხედრო მისიაში –  ზაზა ქვარაია, არასამთავრობო სექტორიდან – ელგუჯა ქოჩიაშვილი, მეცნ. დოქტორი – მურმან ქორიძე, ექიმი, მეცნ დოქტორი რემა ღამიჩავა, ენათმეცნიერი, მეცნ. დოქტორი – ლევან ღვინჯილია, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი – დავით ყალიჩავა, არასამთავრობო სექტორის წარ- მარინა კაჟაშვილი, არასამთავრობო სექტორიდან ეკა ყიფიანი, იურისტი, მეცნ. დოქტორი – პაატა შავაძე, მეცნ დოქტორი – ნანა შაველაშვილი, იურისტი – კონსტანტინე შავიშვილი, ექიმი,მეცნ. დოქტორი – დოდო შელია, მწერალი, პროფესორი, დოქტორი – ქეთევან შენგელია.მწერალი – თემურ ჩალაბაშვილი, ჟურნალისტი – ხათუნა ჩარკვიანი, ეკონომისტი, მეცნ. დოქტორი – მიხეილ ჩიკვილაძე, ეკონომისტი, მეც. დოქტ – ნიკო ჩიხლაძე, ჟურნალისტი – დიტო ჩუბინიძე, იურისტი – ზურაბ ჩხაიძე, ახალგაზრდა, წარმატებული ეკონომისტი – პეტრე ჩხეიძე, წარმოების ორგანიზატორი და ინოვაციური პოლიტიკის ერთ-ერთი გამორჩეული მიმდევარი – დავით ჩხენკელი, ეკოლოგი, მეცნ დოქტორი – ნინო ჩხობაძე, იურისტი მეცნ. დოქტ – მაია ცაცანაშვილი, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი – დავით ცირეკიძე, საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი, მეცნ. დოქტ. ლადო ცოფურაშვილი, არასამთავრობო სექტორი – მერაბ წივწივაძე, ექიმი,მეცნ. დოქტ.  – მზია წიკლაური, მეცნ. დოქტ ანზორ წოწონავა, მეცნ დოქტ. –  ზურაბ წოწორია, იურისტი, პოლიციის აკადემიის წევრი – ილია წულუკიძე, სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი – ლერი ჭითანავა, არასამთავრობო სექტორიდან – კობა ხამაშურიძე, მეცნ. დოქტორი  – მარინა ხარატიშვილი, მეცნ დოქტ. – გოგა ხარაძე, ადამიანის უფლებათა ცნობილი დამცველი – ზაზა ხატიაშვილი, იურისტი – თემურ ხევსურიანი, პოეტი – მზია ხეთაგური, მეცნ დოქტ – შალვა ხეცაძე, საქართველოს მთავარი სომელიე – შალვა ხეცურიანი, აკადემიკოსი – ჯონი ხეცურიანი, მეცნ დოქტ – ბესარიონ ხვინთელიანი, ჟურნალისტი – ჯაბა ხუბუა, ხელოვანი – ლილი ხურითი, აკადემიკოსი –  რამაზ ხუროძე,  მეწარმე – ბადრი ხურცილავა, მეცნ დოქტ- ნიკო ჯავახიშვილი, მეცნ დოქტ – გიორგიჯანბერიძე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი – შორენა ჯანჰოთელი, მეწარმე – გოგი ჯაოშვილი, დიპლომატი – თედო ჯაფარიძე, ეკონომისტი – ემზარ ჯგერენაია, ეკონომისტი, მეცნ დოქტ –  მიხეილ ჯიბუტი. მეცნ. დოქტორი –  ზურაბ კუპატაძე, ცნობილი ენერგეტიკოსი – ალექსანდრე კეკელიძე, კავკასიოლოგი,  მეცნ. დოქტორი  – დავით ყოლბაია

სიტყვით გამოდის ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლევან ოდიშარია:

კარგ და გამორჩეული ადამიანების სია დაუსრულებელია. სწორედ ესაა ჩვენი ქვეყნის მთავარი სიმდიდრტე. დიახ, ხალხია მთავარი სიმდიდრე. ჩვენ არ გვაქვს იმის პრეტენზია, რომ ჩვენზე უკეთესი არავინ არის. უბრალოდ, ეს პროცესია ქვეყანაში სწორედ წარსამართავი, რომ კანდიდატურები არა პარტიებიდან, არამედ ხალხიდან მოდიოდეს. თუნდაც, პარტიებშიც კი ხალხიდან უნდა მოდიოდეს და არა ნათესაობით და ძმაკაცობით. ვეთათბიროთ ხალხს კადრების შერჩევის თვალსაზრისით, ეს საშური საქმეა. ძალა და ენერგია არ უნდა დავიშუროთ ამისთვის და უნდა გვახსოვდეს კლასიკური პრინციპი: წარმატებულია ქვეყანა,სადაც კონკურენტული გარემოა და ადამიანია დაცული. ეს ნიჭის ძალაუფლების ქვეყანაა. ჩვენ ყველას დახმარების გარეშე  (ხელისშემშლელი ბევრი გვყავდა), გადავდგით პირველი ნაბიჯი იქეთკენ, რომ ვეძებოთ ხალხი, რომელთაც კონკურენციის პირობებში თვითონ კონკურენცია წარმოაჩენდა. მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოში არ გვაქვს კონკურენცია, ნაცნობ-მეგობრობა და ნეპოტიზმი უფრო სჭარბობს, ამიტომ არის, რომ როგორც ჩვენ, მეცნიერები ვამტკიცებთ, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ქვეყნის პოტენციალის 5-7 პროცენტზე მეტის მოქმედებაში მოყვანა ვერ შეძლო. რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ლარს 20-25 თეთრზე მეტის საქმე არ შეუსრულებია, რომ იმ ფულითაც კი, რაც დღეს საქართველოს ყველა დონის ბიუჯეტშია, მინიმუმ, ხუთჯერ მეტის გაკეთება შეიძლება.

დაბოლოს, ერთი მნიშვნელოვანი ხაზგასმა: რას ნიშნავს წესიერება? მხოლოდ იმას, როგორც საზოგადოებაშია გავრცელებული, რომ ქრთამს არ იღებდე? არამედ უპირველესად იმას, რომ სხვის ადგილზე არ იჯდე. არ შეიძლება წესიერი ეწოდოს კაცს რომელიც ზის თანამდებობაზე, მაშინ როცა არიან ადამიანები, რომელთაც იმავე თანამდებობაზე გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლიათ. სწორედ ამ არასრულყოფილებიდან იწყება მექრთამეობა, სიღარიბე, შიმშილი და ქართული ცნობიერების დაქვეითებაც. მხოლოდ კონკურენციას შეუძლია ქვეყნის სასიკეთოდ შეცვლა. ჩვენი გზა ეს არის. მხოლოდ კონკურენციის პირობებში იქნება დაცული ადამიანი. კონკურენციას შეუძლია საქართველოში არცთუ ისე დიდ დროში (6-8 წელი) საქართველოს მოსახლეობის 70-80% საშუალო ფენად აქციოს. საშუალო ფენა არის დემოკრატიის საყრდენი და ჩვენი უბედურება იქ იწყება და იქ მთავრდება, როცა ქვეყანაში გვყავს მხოლოდ მდიდრები და მხოლოდ ღარიბები… რომ ის, რაც  საქართველოს მოსახლეობის 1% მდიდარს ხელში უჭირავს, რამდენჯერმე მეტია, ვიდრე ის ქონება, რომელსაც ფლობს საქართველოს დანარჩენი მოსახლეობა. ასეთი უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის, მსოფლიო მასშტაბით ყველაზე ღრმაა და ჩვენ დაცინვის ობიექტი გავხდით. ჩვენ არავის მოვუწოდებთ, რომ ეს ადამიანები ან დააწინაურონ, ან მათ რაიმე თანამდებობა უნდათ. მათმა უმრავლესობამ არც იცის, რომ ამ სიაში არიან. ჩვენ უნდა ვიამაყოთ იმით, რომ გვყავს ღონიერი აზროვნების უამრავი ადამიანი და არ შეიძლება, ასეთ ქვეყანაში უზნეო უმცირესობა ბატონობდეს ზნეობრივ უმრავლესობაზე. ეს ჩვენი სისუსტეცაა. პირდაპირ და გამოკვეთილად ვამბობთ, საქართველო არის მდიდარი ქვეყანა და სწორედ პოლიტიკამ და პოლიტიკოსებმა გვაქციეს ღარიბად.

ეს სია, ჩვენი ეს ნაბიჯი და ამ სიაში ყოფნაც ნიშნავს იმის პასუხისმგებლობას, რომ შევცვალოთ ქვეყანა და ფულისუფლების ნაცვლად ქვეყანაში ნიჭის ძალაუფლება დავამყაროთ. ეს იქნება ნახტომი მომავლისკენ. ეს არის სწორედ ის, რომ ჩვენ ვიცხოვრებთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში.

 

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *