მეცნიერთა კონგრესიმომავლის პროგრამებიპროექტებისლაიდერი

დიდი ერთობა საქართველოსთვის, ანუ ინტელექტუალური რევოლუცია სტრატეგია და ტაქტიკა

მეცნიერთა კონგრესი

პროექტი

მთავრდება მოწოდებები, ქვეყანაში არსებული მდგომარეობისადმი შორიდან ყურება. ვერთიანდებით რიგით ჯარისკაცებად  საქართველოსთვის.

მიზანი: 2022 წლის ოქტომბრის ბოლომდე, ან ხელისუფლებას  მოქმედებაში მოჰყავს მეცნიერთა კონგრესის 21 – პუნქტიანი პროგრამა და თმობს ხალხის  უფროსის მითვისებულ ფუნქციას, გადადის მსახურის როლში, ან   ხალხი იმარჯვებს ხელისუფლებაზე.

ეს არის უდიდესი ამოცანა, რომლის განხორციელება ჰაერივით სჭირდება ქვეყნის მომავალს და რომელსაც ვჭირდებით ყველანი. ხაზს ვუსვამთ, ვჭირდებით ყველანი. როგორი პოლიტიკური შეხედულება და პოზიციაც არ უნდა გვქონდეს. ძალაშია

მთავარი პრინციპები:

პირველი: ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ურთიერთთანამშრომლობის გარეშე ქვეყანას არ აქვს მომავალი,

მეორე: მთავარში –  ერთობა, სადავოში –  თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში  – სიყვარული

მესამე: ქვეყანას მართავს დემოკრატიულად არჩეული . ხელისუფლება, ხელისუფებას მართავს საზოგადოება, საზოგადოებას მართავს ზნეობა

მეოთხე, დამთავრდეს პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქა და დაიწყოს მეცნიერების ერა

ეს არის პრაქტიკულად, ინტელექტუალური რევოლუცია, ანუ არა ფულით, არა გარე ძალთა დახმარებით, არა ქუჩის პოლიტკოსებითა და ე.წ. ქუჩის ბელადებით, არა ძალით, არამედ, სიკეთით გამარჯვების პროგრამა.

მთავარი პროგრამული დოკუმენტები ამ მიზნის მისაღწევად უკვე შექმნილია და კიდევ ერთხელ გთავაზობთ განხილვისთვის:

მთავარი პროგრამული დოკუმენტები

I   ქვეყნის განვითარების კონცეფცია. გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ

ა) მოქმედების მანიფესტი  ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო

ბ) გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ

გ) ახალი  განზომილება, ანუ რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ

დ) ხალხის წერილი ხალხისა და ხელისუფლების გასაგონად

ე) მეცნიერების ერა – გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ

ამ ეტაპისთვის მთავარი:

“მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი, ხელისუფლების ჩათლით, იარაღი ამ მიზნის მისაღწევად”  21 პუნქტიანი პროგრამა ( „იმედის პროგრამა“)

II . სტრატეგია და ტაქტიკა ამ ეტაპისთვის.

–   ვეყანაში  სიკეთით გამარჯვების სახალხო პროგრამის პროექტი (12 პუნქტიანი)

 

კიდევ ერთხელ და ხაზგასმით:

განვითარების პრიგრამა არის, მოქმედების პრინციპები ჩამოყალიბებულია…გაწერილია ეტაპები. საჭიროა

1.ზნეობრივ ადამიანთა სიმრავლე..

2.ხალხის გაცნობიერება- ყველა ოჯახმა უნდა მიიღოს პროგრამა..

3 შეიქმნას ლიდერთა გუნდი

4.გავარღვიოთ საინფორნაციო სივრცე, თუნდაც დრო, რომ ვიყიდოთ და ან ტელევიზია შევქმნათ;

5.შევაერთოთ ქვეყანაში  დარჩენილთა ქვეყნის გარეთ გასულთა შესაძლებლობები; .

6.ყველაფერში დავეყრდნოთ მხოლოდ ინტელექტს და ვიფიქროთ ინტელექტუურ რევოლუციაზე..

7 არ მივეყიდოთ არავის,ფულისთვის ყველამ ჩავიყოთ ჯიბეში ხელი და მოვაწყოთ მისი ხარჯვის საზოგადოებრივი კონტროლი, ანუ დავრჩეთ გაუყიდავ ერთობად და ყველას დავანახოთ,რომ მაქსიმუმ ერთი მილიონი ლარით, გავაკეთოთ ის,რასაც 200 მილიონითაც ვერ გააკეთებს ვერც ერთი პოლიტიკური ძალა… როგორ და რის ხარჯზე? ინტელექტის და უღალატობის! ვიმოქმედოთ პრინციპით: მთავარია,არა სხვას მოუწოდო, ასწავლო,ან სხის იმედზე იყო და გარედან უყურო,არამედ შეხვიდე პროცესში,როგორც რიგითი ჯარისკაცი 21 საუკუნის პოლიტიკურ დიდგორზე! ასე შევძლებთ 26 მაისის ქცევას,ხელჯსუფლებაზე ხალხის განარჯვების დღედ!

სწორედ ეს არის სიკეთით გამარჯვების გზა!, რომელიიც იწყება და გრძელდება იმის გაცნობიერებით,, თუ როგორ უნდა ვაფასებდეთ ხელისუფლებას. მეცნიერებმა ჩამოაყალიბეს ხელისუფლების შეფასების მთავარი კრიტერიუმები, რომელიც უნდა იქცეს ხალხის გადაწყვეტილებად.

გთავაზობთ მას პროექტის სახით და  პატივისცემით მივმართავთ საქართველოს მოქალაქეებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ გასულებს. ჩვენს თანამემამულეებს ზოგადად, ჩვენს ნამდვილ მეგობრებს, შევუერთდეთ მეცნიერთა მიერ ჩამოყალიბებულ ხელისუფლების შეფასების ზოგადკაცობრიულ პრინციპებს.

საქართველოს ხელისუფლება არის ის, რომელიც იცავს ადამიანის ბუნებით მინიჭებულ უფლებებს: სიცოცხლის უფლებას, სიტყვის უფლებას, საკუთრების უფლებას და უკეთესი ცხოვრებისადმი სწრაფვის უფლებას. ხელისუფლება უნდა იყოს იმის გარანტი, რომ სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე, შეუქცევადად უზრუნველყოს თითოეული ადამიანის საცხოვრისი, საარსებო მინიმუმი, ჯანმრთელობის დაცვისა და  განათლების მიღების თანაბარი უფლებები.

ხელისუფლება, რომელიც ამას ვერ ახერხებს, კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს საკუთარ თავს, პრაქტიკულად, არ არის ამ ქვეყნის ხელისუფლება.

ხელისუფლებამ უნდა თქვას, შეუძლია თუ არა ამ მოთხოვნების შესრულება, თუ არ შეუძლია, ეყოს ძალა, მიიღოს გადადგომის გადაწყვეტილება. თუ ამას ხელისუფლება არ გააკეთებს, ჩვენ – ხალხს უნდა აღმოგვაჩნდეს პოლიტიკური ნება, გავუშვათ ასეთი ხელისუფლება.  

მეცნიერთა კონგრესის პროგრამებზე მუშაობის

საინიციატივო ჯგუფი

24.10.021

Facebook Comments
4 (80%) 2 votes
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *