მეცნიერთა კონგრესი

ალექსანდრე კასრაძის სიტყვა გელათში, დავითობას გელათის მეცნიერთა კონგრესზე

სულის სიმშვიდის, სულის სიმშვიდის ვერსით მპოველთა?

-ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველთა…

დღეს ამ წმინდა ტაძარში მამა-პაპთა და მათ მშობელ დიდ-დედათა სული ტრიალებს.

სწორედ მათ ხსოვნაზე დგას. ჩვენი ქვეყნის „დედაბოძი“, ანუ ის საყრდენი, რომლის გარეშეც სახლი ჩამოიშლებოდა.

დღეს ჩვენ უნდა აღვადგინოთ ეს გაწყვეტილი კავშირი, რადგან სწორედ ამ ხსოვნაში ინახება ის ცოდნა, რომელიც საუკუნეებს გამოჰყვა.

ჩვენი წინაპრების მიერ დაგროვილი ცოდნა არ არის მხოლოდ ისტორია – ის არის „ცოდნად დებული“ სამუდამო ხსოვნა.

კაცმა ყოველ წამში უნდა დაინახოს წარსულში ჩადებული ხსოვნის არსი, რათა ის მომავლის სულის სინათლედ აქციოს.

ეს არის „მაისის ვაშლის“ დარგვა, რომელიც მომავალში გამოიღებს ნაყოფს.

და რატომ გვჭირდება ეს ცოდნა დღეს? იმიტომ, რომ დავიცვათ თავი იმ არეულობისა და ქაოსისგან, სადაც ადამიანური სითბო იკარგება. როდესაც ჩვენ ვწყვეტთ ღვთიურ ურთი-ერთ-დამოკიდებულებას,

როდესაც სისტემა გაფუჭებას იწყებს. მის შესაჩერებლი „მუხრუჭი“ ხდება ღვთისნიერულ წესრიგში დაბრუნების აუცილებელი პირობა.

სადაც ყოველი ადამიანი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ერთი ატომი მთელ სამყაროში.

ნამდვილი ეკონომიკა იწყება არა ფულით, არამედ ჯანმრთელი „შვილის“აღზრდით.

ჩვენი მიზანია, თითოეულ ჩვენგანში კვლავ გავაღვიძოთ შემოქმედი. როდესაც ადამიანი თავისი ხელით ანუ შემოქმედებით ქმნის –  ის უბრუნდება ბუნებრივ წესრიგს.

სწორი დასაქმება ნიშნავს იმ ადგილის პოვნას, სადაც შენი შრომა საერთო „სა-ყოველ-თაობო საქმეს“ ემსახურება.

დიახ ის მზე უნდა დავინახოთ! უხსოვარ დროში შობილი!

ის წარსული, რომელიც ჩვენს სულს სინათლის ძალას მატებს.

და თუ ჩვენ გადავეღობებით, იმ ღვთიურ წყალობას, რომელიც მზესა და მიწას შორის მიედინება, ბუნება უბრალოდ გაგვრიყავს.

დიახ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ ღვთისაგან ნაბოძები გარემო ჩვენს შვილებს „მო-წეს-რიგებული დახვდეთ“.

„ხშირად ვამბობთ რომ,  „არცოდნა არცოდვაა“,  მაგრამ მოდით, თვალებში ჩავხედოთ სიმართლეს:  დღეს, როდესაც სამყარო გადაგვარების პირასაა, სწორედ ეს უცოდინარობაა ის (ქაოსი და არეულობა), რომელიც ჩვენს ყოფიერებას საძირკველს უთხრის.

უცოდინარობა არ არის უდანაშაულობა; ის არის არეულ დროის ის ავი სული, რომელიც მიზან მიმართულად ჰპარავს ადამიანს მის მთავარ საყრდენს — ხსოვნის არსს.

ეს ავი სული სულგანაბული ელოდება წამს, რათა ჩვენს სულებში ანთებული ლამპარი ჩააქროს. ეს ლამპარი კი სხვა არაფერია, თუ არა ის სულის სინათლე, რომელიც წარსულის ხსოვნით იკვებება და ჩვენს მომავალ გზას ანათებს.

როდესაც ეს სინათლე ქრება, ჩვენ ვეღარ ვხედავთ მზესა და მიწას შორის მიმავალ ღვთის წყალობას, ვეღარ აღვიქვამთ სამყაროს მათემატიკურ ქსოვას და ასე, საკუთარი უმეცრებით, სისტემიდან გავირიყებით.

ამიტომ, დღეს ცოდნა აღარ არის მხოლოდ ინტელექტუალური არჩევანი — ის არის ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზა. ჩვენ უნდა ვიყოთ ურთი-ერთზე დამოკიდებულნი და ღვთისნიერულად მოწესრიგებულნი, რათა უცოდინარობით უკუნეთში არ დაიკარგოს ის უკვდავების ყვავილი, რომელიც ჩვენს ანბანსა და გენეტიკაშია ჩადებული.“

შეხედეთ ჩვენს საკვებს, რომლითაც ჩვენს მომავალს, ჩვენს შვილებს  ვკვებავთ.

შხამ-ქიმიკატებით მოწამლული პროდუქტი სხვა არაფერია, თუ არა იმ  ქაოსში ჩაძირული გონების ნაყოფი, რომელმაც დაკარგა წარსულში ჩადებული „შინაშ“ (ხსოვნის) არსი.

ჩვენ დღეს უფსკრულის პირას ვდგავართ, რადგან გადავეღობეთ იმ ღვთიურ წყალობას, რომელიც მზესა და მიწას შორის მიედინება, და თუ ასე გაგრძელდა, ბუნება უბრალოდ გაგვრიყავს. მაპატიეთ ეს არ არის ტაპტოლოგია.

თუმცა, ამ უფსკრულის პირასაც კი არსებობს ხსნის უხილავი ხელი — ეს არის ჩვენი სამუდამო ხსოვნა, რომელიც გვიხმობს საკუთარი მამულისა და საკარმიდამოს აღდგენისკენ.

ჩვენი გადარჩენის გზა გადის ერისათვის  საჩვენებელ სოფელზე, რომელიც აგებული იქნება არა ქაოსზე, არამედ საგვარეულო უბნების იმ წესრიგზე, სადაც ყოველი სახლ-კარი ბუნების ჰარმონიაშია ჩაწერილი.

ჩვენ უნდა გავიხსენოთ ბუნების მიერ დატოვებული სასწაულები — ის მათემატიკური ქსოვა, რომელიც პეპლის ფრთაში, ნიჟარის სპირალსა თუ ყვავილში გამოვლენილი.

ეს ცოდნა არის ის წამალი.  რათა ჩვენს დაბინდულ გონებას კვლავ დაენახა მზე და ის სულის სინათლე, რომელიც მომავლის გზას გაგვინათებს.

ნუ მივუშვებთ უცოდინარობის ავ სულს ჩვენს ლამპართან. ჩავჭიდოთ ჩვენი გონება ამ უძველეს, უხილავ ხელს,

აღვადგინოთ ჩვენი საკარმიდამოები და დავამტკიცოთ, რომ წარსულის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ისეთი მომავალი, სადაც სიცოცხლე კვლავ გაერთიანებული ღვთიური  წესრიგით იფეთქებს.“

გამოსავალი არა შორეულ ტექნოლოგიებში, არამედ საკუთარ ფესვებთან — ხსოვნასთან დაბრუნებაშია.

„ჟამია! გამოვფხიზლდეთ!“

დროა, თავი დავაღწიოთ ქაოსისა და არეულობის ბნელ მორევს, სადაც მხოლოდ ნეგატიურობა ზეიმობს და სადაც „ნარციზულ აკვნებში“ რწევით ვფლანგავთ იმ უძვირფასეს „წამს“, რომელიც ღმერთმა სამყაროს შემეცნებისთვის გვიბოძა.

კაცმა ყოველ წამში, წარსულში, აწმყოსა და მომავალში ჩადებული „შინაში“ (ხსოვნაში) არსი უნდა დაინახოს, ჩვენ კი ამ ძვირფას დროს საკუთარ თავზე შეყვარებულ ტყვეობაში ვკარგავთ

ყოველმა ჩვენთაგანმა სამშობლოს სიყვარულით უნდა ავღვმართოთ ის „დედაბოძი“, რომელიც ყოველი ადამიანის სამუდამო ხსოვნაშია დაშიფრული .  და ჩვენი ერის ქვაკუთხედში ასახული.

დროა, აღვადგინოთ ჩვენს შორის ჩატეხილი ხიდები და ვიქცეთ  ურთი-ერთ-დამოკიდებულ ნაწილებად, როგორც ყოველი ატომი სამყაროში.

ჩვენს მამულში, ღმერთსა და კაცს შორის, ფუტკრის ღვთიური გარჯით მოტანილი ნობათი „უკვდავების  წამალია” სულებისათვის. რომელთა  ცოდნაც, გვიხსნის გო-ნებას.

იმ მრავალ ნებათ შორის რომელიც უფლისგან უფლებით ანუ უფლის ნებით მოგვეცა დედა სამყარომ კი  ჩვენს დედა ენაშიც ჩააქსოვა საკუთარი “შინა” არსი

და მომავალ თაობებს დაუტოვა სასწაულის სასწავლ გაკვეთილად რომლის გაკვეთა მხოლოდ გონ-იერის გონის საკალპელს თუ სძალულს მის ნებათ შორის “ვაშინერით” ტაბუ დადებულს

თუ გო-ნებას ანუ გონების ნებას  ღვთიურად დაუკავშირებ ბუ-ნებას (ანუ ბუნების ნებას) მოგეცემა ის უფლისგან ნაბოძები ქო-ნება (ანუ ქონების დასტური) როდესაც ქონებას ფლობ დიდი გარჯა-შრომა აღარ გჭირდება.  ამიტომაც გეძლევა  სვ-ნება (ანუ დასვენების ნება..) დასვენებული ადამიანი სულ-იერი, საკუთარი სულისა და იერის რაობა, შემდგომ  მშვე-ნებასაც იღებს (ანუ მშვენების ნებას) რამეთუ იბრუნებს ღვთის- იერსაც და იქნებ ვინ იცის ცხო-ნებაც მიიიღოს საკუთარ დამსახურებისამებრ…

ნუ გადავეღობებით გზად იმ ღვთიურ წყალობას, რომელიც მზესა და მიწას შორის მიედინება.

ავანთოთ  ადგილის დედასთან  ის წმინდა სანთელი, რომელიც წარსულის ხსოვნას მომავლის სინათლედ აქცევს.. „მოვიხმაროთ და დავრგოთ მაისის ვაშლი“ — დავიბრუნოთ შემოქმედებითი მუხტი, აღვადგინოთ ჩვენი საკარმიდამოები და აღვზარდოთ ჯან-მრთელი შვილები!  რათა ბუნებამ საბოლოოდ არ გაგვრიყოს თავისი წესი და რიგიდან.

დიახ! დადგება დრო როდესაც  მივხვდებით რომ ურთი-ერთის  შეყვარება მოგვიწევს, რადგან უკან დასახევი გზებიც დასრულდება. მოგვიწევს დედის სიყვარულის შინა არსშიც გარკვევა. არ იმ დედის რომელსაც დღეს საკუთარ დედად აღიქვავ მხოლოდ! არამედ იმ  დიდი დედის ანუ დედამიწის. რომლის გარეშეც კაცობრიობა არაფერს წარმოადგენს.  რადგან ის გაძლევს ულუფას და გზრდის! გაცოცხლებს ურთი-ერთის სამოყვროდ და საჯვრისწეროდ და არა ურთიერთის სისხლის საღვრელად!.

ყოველი ჩვეთაგანი ურთი-ერთ-დამოკიდებულია, ზუსტად ისე, როგორც ყოველი ატომი სამყაროში. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები კვლავ ტაპტოლოგია — ეს არის სამუდამო ხსოვნა, რომელიც ცოდნად არის დებული ჩვენს გენეტიკაში.

დიახ! დედა სამყარო არის ის წიაღი, რომელიც სიცოცხლეს კვებით უზრუნველყოფს. ის გვზრდის, როგორც შვილებს — ჯანმრთელ „ატომებს“, რათა ჩვენი ხა-რება ანუ შობა-ყოფა ყოფნა იყოს მშობლიური ენით ნანი ნანატრი და სიყვარულით გამთბარი. დედამიწა არის ჩვენი საერთო საკარმიდამო, სადაც  სა-იქიოდან სა-აქაოში  გარდ-მო-სახულებს გარემო  მო-წეს-რიგებული უნდა დახვდეთ!

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *