მეცნიერთა კონგრესი

პროფესორ თემურ ჩილაჩავას ხედვა: მეცნიერებისა და განათლების სისტემის რეფორმირების 15 პუნქტი

 

1.საქართველოში მეცნიერება და განათლება ინგრევა, განსაკუთრებით ბოლო 30 წელია.
2.მეცნიერებისა და განათლების რეფორმა აუცილებელია.

3.რეფორმა უნდა მოამზადონ და ჩაატარონ მეცნიერებისა და განათლების პროფესიონალებმა და არა პოლიტიკოსებმა.

4.სკოლამდელი განათლება უნდა იყოს ხელმისაწვდომი, საყოველთაო და უფასო.

5.საშუალო განათლება უნდა იყოს უფასო. სავალდებულო უნდა იყოს მხოლოდ 9 კლასი.

6.სახელმწიფომ უნდა განავითაროს პროფესიული განათლების ფართო ქსელი, სადაც სწავლება იქნება უფასო.
7.10 – 11- 12 კლასებში უფასო სწავლება უნდა იყოს პროფილური. ლიცეუმებში – ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებები, გიმნაზიებში – ზუსტი (ფუნდამენტური) და საბუნებისმეტყველო მიმართულებები.

8.სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში (უნივერსიტეტი, ინსტიტუტი) სწავლება უნდა იყოს უფასო. ჩარიცხვა უნდა ხდებოდეს შესაბამისი მეცნიერულ დონეზე დადგენილი კომპეტენციის ზღვრის განსაზღვრით (დღევანდელი კომპეტენციის ზღვრის მნიშვნელოვანი გაზრდით).

9.კერძო უმაღლეს სასწავლებლებში შესაძლებელია ჩარიცხვისას კომპეტენციის ზღვარი იყოს უფრო ნაკლები ვიდრე სახელმწიფო სასწავლებლებში, მაგრამ მეტი ვიდრე დღეს არსებობს.

10.მაღალი რეინტინგის მქონე მეცნიერებისა და აკადემიური საქმიანობაში გამოცდილი პროფესორებისგან შექმნილმა ჯგუფმა არსებული ტრადიციული სამეცნიერო სკოლებისა და რეალობების გათვალისწინებით უნდა განსაზღვრონ საქართველოსათვის პრიორიტეტული მიმართულებები (სპეციალობები): ბაკალავრიატში (4 ან 3 წელი), მაგისტრატურაში (2 ან 1 წელი), დოქტორანტურაში (3 – 5 წელი).

11.საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელები სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში უნდა იყვნენ ცნობილი მეცნიერები, გამოცდილი პროფესორები.

12. სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელები სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში უნდა იყვნენ მაღალი დონის მეცნიერები, გამოცდილი პროფესორები.

13. სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელები სახელმწიფო უნივერსიტეტებში უნდა იყვნენ საერთაშორისო დონის, მაღალი რეიტინგის მქონე მეცნიერები (მრავალრიცხოვანი ციტირებითWeb of Sciences, Scopus) და შესაბამისი გამოცდილების მქონე პროფესორები.

14. უმაღლესი დონის მეცნიერთა სინერგეტიკულმა ჯგუფმა უნდა განსაზღვროს ის სამეცნიერო მიმართულებები, რომლებსაც საქართველო განავითარებს ტრადიციულად არსებული საერთაშორისო დონის სამეცნიერო სკოლებისა და თანამედროვე მოთხოვნილებათა გათვალისწინებით.

15.უნივერსიტეტის სტატუსი (წოდება) უნდა მიენიჭოს სახელმწიფო ან კერძო უმაღლეს სასწავლებელს, სადაც არსებობს არანაკლებ 5 სადოქტორო პროგრამა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *