პროგრამულიპროექტებისლაიდერი

სამართლიანობის მანიფესტი – ღირსების ულტიმატუმი

 

 (ჩვენ ამ დოკუმენტში ჩამოყალიბებული მოთხოვნები უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია. ხალხმა უნდა იცოდეს ეს დოკუმენტიც და მისადმი ხელისუფლებების დამოკიდებულება, მოყოლებული 2009 წლის 23 ნოემბრიდან, როცა იგი პირველად წარედგინა პრეზიდენტს. ხალხმა უნდა იცოდეს, ცხრა წლის განმავლობაში რა მოთხოვნებს ვუყენებდით ხელისუფალთ და როგორი იყო მათი ქმედებები. სამწუხარო ის არის, რომ რა მოთხოვნებსაც ხალხი, საზოგადო მოღვაწეები,მეცნიერები უყენებენ რეალურ ხელისუფლებას, ისინი არ ასრულებენ, ოპოზიციაში წასულები კი, პროგრამების სახით გვიბრუნებენ. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ასეთ პოლიტიკურ ძალებს სწორედ ხალხმა უნდა გამოუცხადოს უნდობლობა. „სამართლიანობის მანიფესტი“ ამ თვალსაზრისით, მართლაც, დიდი წყალგამყოფია და ყველას მის დამსახურებულ ადგილს მიუჩენს)

  ხელისუფლების უპირველესი კონსტიტუციური მოვალეობაა, უზრუნველყოს ადამიანისათვის ბუნებით ბოძებული სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების უფლების დაცვა, შეუქმნას მოქალაქეებს ადამიანური არსებობის პირობები. ხელისუფლება, რომელიც ამას ვერ (ან არ) აკეთებს, საკუთარ თავს აყენებს კონსტიტუციის გარეთ.

არ იქნება სამართლიანობა, არ იქნება მშვიდობა – ეს არის სახელმწიფოში ჭეშმარიტი მშვიდობის დამკვიდრების უპირველესი და აუცილებელი მოთხოვნა. სამართლიანობის შეგრძნების გარეშე, მოქალაქე ვერ იქნება კანონმორჩილი, სახელმწიფოს მიერ დასახული ამოცანების რეალიზებაზე ორიენტირებული; სახელმწიფოს ინტერესების ერთგული და განხორციელებისათვის მოტივირებული.

უსამართლო გარემოში ყველა პარტიას, ყველა ხელისუფალს თავისი სიმართლე აქვს, ყველა მართალიახალხი კი დასჯილია და ქვეყანა ინგრევა!

აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ რამდენიმე წელია ვითხოვთ დამოუკიდებელ საქართველოში განვითარებული ნეგატიური პროცესების გამოძიებას, დამანგრეველი ძალების რეალურ გამოვლენას და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას.

ღრმად გვწამს, რომ 1991-92, 2003, 2007, 2008 წლების; 7 ნოემბრის, 8 აგვისტოს, 26 მაისის პერიპეტიების სამართლებრივი შესწავლა შექმნის სახელმწიფოში სამართლიანობის დადგენის პროცესის დაწყების კარგ პრეცედენტს. 

ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ სამართლიანობის აღდგენაზე, არამედ, და უპირველესად, სამართლიანობის დადგენა-დამკვიდრებაზე. რადგან პირველი, მეორის მცირე ნაწილია.

 ჩვენთვის სამართლიანობაეს არის ღირსეული, უფრო სწორად, ღირსებადადებული ქვეყანა, ღირსებადადებული ადამიანი, ღირსებადადებული ენა, ღირსებადადებული მიწა, ღირსებადადებული ეროვნული ცნობიერება, ღირსებადადებული ეროვნული სიმდიდრე და ის ხელისუფლება, რომელიც ამისთვის იბრძვისხელისუფლება, რომლისთვისაც ადამიანი არის მიზანი და სხვა ყველაფერი კი საშუალება, ამ მიზნის მისაღწევად. ხელისუფლება, რომელიც ქვეყანაში ქმნის კონკურეტულ გარემოს, და იღებს პასუხისმგებლობას, რომ ადამიანი იყოს დაცული. ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს თავისი ხალხის ვალი ან თუ აქვს, იმის ღირსებაც გააჩნია გადასახადის მოთხოვნამდე, ვალის დაბრუნების პირობები მაინც შესთავაზოს ხალხს.

სამართლიანობა არის მაშინ, როცა ადამიანები იბრძვიან არა არსებობისთვის, როგორც ეს დღეს არის საქართველოში, არამედ საკუთრი ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზაციისთვის, როგორც ეს არის რეალური დემოკრატიის ქვეყნებში.

სამართლიანობის მანიფესტშიჩამოყალიბებული საკითხები, უპირველესად არის მოსაგვარებელი, სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე და გადაუდებლად გადასაწყვეტი:

  1. ჩვენი პოზიცია მარტივია და ნათელი –
  • პენსია
  • მინიმალური ხელფასი
  • ლტოლვილთა შემწეობა
  • უმუშევართა შემწეობა
  • სტიპენდია

გაუტოლდეს საარსებო მინიმუმს. საარსებო მინიმუმი განისაზღვროს დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ მსოფლიოში მიღებული პრინციპების საფუძველზე ;

  1. დადგინდეს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სახელმწიფო დაწესებულებებში გასაცემი მაქსიმალური ხელფასი არ შეიძლება იყოს მინიმალურზე (მათ შორის, პენსიაზე) 20-ჯერ მეტი;
  2. მოხდეს პოლიტპატიმრების უპირობო განთავისუფლება
  1. მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის აუცილებელ მოთხოვნებად განისაზღვროს:
  • განათლების და ჯანმრთელობის დაცვის პრიორიტეტული დაფინანსება.
  • სტუდენტის მიერ სწავლისთვის გადასახდელი თანხა არ უნდა აღემატებოდეს სწავლის ღირებულების 10%-.
  • უზრუნველყოფილი იქნას საბავშვო ბაღების სრული სახელმწიფო დაფინანსება კონტინგენტის ლიმიტირების გარეშე .
  • მოსახლეობის სრული და საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის უზრუნველყოფა.
  • სოფლის მეურნეობისთვის საქართველოს ბიუჯეტის მინიმუმ 10%- ის გამოყოფა.
  • მცირე ბიზნესისა და დასაქმების პროგრამებისათვის საქართველოს ბიუჯეტის 10%-ის გამოყოფა
  1. აღიარებულ იქნას საკუთრების ხელშეუხებლობა. მოხდეს წართმეული ქონების უპირობოდ დაბრუნება.
  1. საზოგადოებრივი ტელევიზია დაუბრუნდეს საზოგადოებას.
  1. რეფერენდუმზე კონსტიტუციის მიღებამდე შეჩერდეს ქვეყნის ბუნებრივ სიმდიდრებზე ლიცენზიების გაცემა და სტრატეგიული ობიექტების პრივატიზაცია .
  1. ყოველთვიურად გამოქვეყნდეს ყველა დონის (სახელმწიფო, მხარე, ქალაქი, რაიონი) ბიუჯეტში შესული თანხების მოცულობა, წყაროები და სრული ინფორმაცია მათი ხარჯვის შესახებ
  1. ექსპერტთა მონაწილეობით (პარიტეტულ პრინციპებზე) შესწავლილ იქნას: პურზე, შაქარზე, პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტებზე, სამედიცინო მომსახურებაზე, მედიკამენტებზე, ტრანსპორტზე, სატელეფონო მომსახურებაზე, საწვავზე, გაზზე, ელექტროენერგიაზე დაწესებული ფასების საფუძვლიანობა. (ზედაპირული ანალიზითაც ჩანს, რომ ზრდა ხელოვნურია და რეალური კონკურენციისა და რეალურად მოქმედი ანტიმონოპოლური სამსახურის პირობებში შეიძლება ფასების განახევრება).
  1. გაანალიზდეს (ოპოზიციის მონაწილეობით) კომერციულ ბანკებსა და მოსახლეობას შორის წარმოქმნილი პრობლემები და მოხდეს მათი დარეგულირება სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით
  1. გაანალიზდეს საბანკო სესხების არსებული საკრედიტო განაკვეთები, ზრდის რეალური ფაქტორები. სახელმწიფომ ევროპული გამოცდილებით უზრუნველყოს იაფი კრედიტის პრობლემის გადაწყვეტა
  1. გამოქვეყნდეს ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გამოძიების შედეგები.
  1. შეიქმნას (პარიტეტულ პრინციპებზე) გახმაურებულ ,,ქუჩის მკვლელობათასაქმეების შემსწავლელი საზოგადოებრივი კომისია
  1. თანამდებობიდან იქნეს გადაყენებული და მიეცეს პასუხისგებაში ყველა ის თანამდებობის პირი, რომელიც დაკავშირებულია ქუჩის მკვლელობებთან.
  2. თანამდებობიდან იქნეს გადაყენებული ყველა ის პირი, რომლიც მონაწილეობდა ეკლესიების ნგრევასა და მრევლის დარბევაში (მიუხედავად მათი კონფესიური კუთვნილებისა). 
  1. გაიხსნას და საჯარო გახდეს 2003 წლის შემდგომ დაფუძნებული სახელისუფლებო ფონდები, მათ შორის: პრეზიდენტის, პრემიერმინისტრის, მინისტრების, გუბერნატორების, მერებისა და გამგებლების
  1. ახალი კონსტიტუციის მიღებამდე შეჩერდეს 2004 წლის დასაწყისში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების მოქმედება.
  1. მიღებული იქნას კანონი ლუსტრაციის შესახებ
  1. საქართველოს ყველა ქალაქისა და რაიონის მიხედვით გამოქვეყნდეს სიები იმ ობიექტებისა, რომელთა კეთილმოწყობისთვის დაიხარჯა 50000 ლარზე მეტი (უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში). 
  1. გამოქვეყნდეს, როგორც მთელი ქვეყნის, ასევე ქალაქებისა და რაიონების მიხედვით სახელმწიფო მოხელეებზე გაცემული ხელფასების, პრემიებისა და სამივლინებო თანხების მოცულობა (უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში).
  1. გამოქვეყნდეს სახელმწიფო დაწესებულებების შეკეთების, კეთილმოწყობის, სატელეფონო, სატრანსპორტო მომსახურების თანხების მოცულობები, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში.
  1. გამოქვეყნდეს 1992 წლიდან მიღებული უცხოური დახმარებების ჩამონათვალი და ინფორმაცია მათი ხარჯვის შესახებ.
  2. გაანალიზდეს მეწარმეთაიურიდიულ და ფიზიკურ პირთა მიერ სასამართლო ორგანოებში შეტანილ სარჩელებზე გამოტანილი განაჩენები და შედეგები გამოქვეყნდეს პრესაში
  1. ხელისუფლების, ოპოზიციის, პოლიტიკური ძალების, არასამთავრობო სექტორის, მედიის, საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით შეიქმნას კომისია, რომელიც მოაწყობს შეხვედრებს უცხოეთში წასულ საქართველოს მოქალაქეებთან, მათი უფლებების დაცვის მდგომარეობის შესწავლის მიზნით და შესაბამისი ქვეყნების ხელისუფლებებთან კავშირში იბრძოლებს მათთვის მინიმუმ იმავე პირობების შექმნისთვის, როგორიც ჩვენს ქვეყანაში აქვთ ამ ქვეყნების მოქალაქეებს.
  1. ხელისუფლებამ შეასრულოს მისი წინასაარჩევნო დაპირება პენსიების, სტაჟისა და დამსახურების მიხედვით განსაზღვრის თაობაზე და აღადგინოს ყველა ის შეღავათი, რომლებიც პრეზიდენტმა მ. სააკაშვილმა გააუქმა.

მოცემული დოკუმენტი თავდაპირველად, მომზადდა სახელწოდებით სამართლიანობის მანიფესტი“. მიხეილ სააკაშვილის ტირანულმა რეჟიმმა დაგვანახა აუცილებლობა – მანიფესტის ტონი შეგვეცვალა მოთხოვნით და მას ვუწოდეთ ღირსების ულტიმატუმი“, რაც ნიშნავს იმას, რომ ხალხმა თავისი ღირსების დასაცავად ულტიმატუმი წაუყენა ხელისუფლებას!

„ნაციონალური მოძრაობის“ ნეოფაშისტურმა სახელმწიფო მანქანამ, ყურად არ იღო ღირსების ულტიმატუმში ჩამოყალიბებული სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხები, უღირსად მოექცა 2 000 ღირსეული ქართველის მოთხოვნას და არათუ შეასრულა ის, პასუხის ღირსადაც არ სცნო პოლიტიკური და არასამთვრობო ორგანიზაციების, საქვეყნოდ ცნობილი არაერთი მეცნიერის, ხელოვანისა და სპორტსმენის 2 000 ხელმოწერით განმტკიცებული ულტიმატუმი.

აუცილებლად მიგვაჩნია ხაზი გავუსვათ ერთ გარემოებას: „სამართლიანობის მანიფესტშიარც ერთი მოთხოვნა არ არის, რომელიც სცდება ჩვენი კონსტიტუციის, ან ზოგადად სამართლებრივი სახელმწიფოს საყოველთაოდ აღიარებულ ფარგლებს. მეტიც, თავად მიხეილ სააკაშვილი 1997 წლიდან, ანუ სახელმწიფოს სადავეებთან მოსვლის პერიოდიდან მათ შესასრულებლად ელემენტარულსაც კი უწოდებდა. თავად არც ერთი არ შეასრულა, რითაც თავი კანონზე მაღლა, კონსტიტუციის გარეთ დააყენა.

ჩვენი პოზიცია კონკრეტულია: პასუხი მოეთხოვოს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს აღნიშნულის შეუსრულებლობისთვის, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ეს დოკუმენტი შესრულების თხოვნით გადაეგზავნა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებისთანავე, პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს… შემდგომში ბატონებს – ირაკლი ღარიბაშვილს, გიორგი კვირიკაშვილს, გიორგი გახარიას.

 

 

 

Facebook Comments
3 (60%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *