"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდიმეცნიერთა კონგრესი
“ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა კონგრესის” ლევილის სესიისთვის მზადება

2 მაისს, ფონდის “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” ახალ ოფისში გაიმართა მეცნიერთა კონგრესის სამუშაო შეხვედრა, რომლის მთავარი თემა “ყოველთა ქართველთა საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა” კონგრესის მეორე სესიის ჩატარება 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, საფრანგეთის ლევილში.
ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ თაობათა ერთიანობის, ქვეყანაში დარჩენილთა და ქვეყნის გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა ერთიანობის გარეშე, მომავალი არ გვაქვს. სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ 8 თებერვალს „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი“, რომელსაც 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გავაგრძელებთ საფრანგეთში, ლევილის ქართველთა მამულში მომავალში კი კონგრესის სესიები მოიცავს 40 ქვეყნის 85 ქალაქს და ქვეყნანასა და მის გარეთ არჩეულ დელეგატთა მონაწილეობით, დავასრულებთ მომავალი წლის შემოდგომაზე, ეროვნული ყრილობით, „მომავლის საქართველოს“ პროგრამის დამტკიცებით,“
ჩვენი ღრმა რწმენით, ეს საშვილიშვილო პროცესი მხოლოდ მაშინ იქნება წარმატებული თუ შედგება სამთა ერთობა: ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების.
სწორედ დამოუკიდებლობის დღეს, ლევილში ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა კონგრესის ჩატარებით ჩვენ პატივს მივაგებთ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, რადგან მიგვაჩნა, რომ ჩვენი ემიგრაცია საქართველოს ოქროს ფონდია. იციან რა ნამდვილი ევროპა, იცნობენ ჭეშმარიტ დასავლურ ღირებულებებს, მათ ფასდაუდებელი წვლილი შეიძლება შეიტანონ ჩვენი ქვეყნის ღირსეული მომავალის აღმშენებლობაში.
ყველა მსურველს, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კონგრესის მუშაობაში.
დაგვიკავშირდით ფეისბუქ გვერდზე „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“. ასევე ჯგუფში “მორალური გუნდი”
e.mail civilizebuli@gmail.com
საკონტაქტო პირი ფონდის გენერალური დირექტორი ლუარა ნიჟარაძე (ტელ.: 555 93 75 48)