მეცნიერთა კონგრესი
წერილი გაზეთ “ასავალ – დასავალის” რედაქტორს

ბატონო ლაშა, გიგზავნით “მეცნიერთა კონგრესის” მიერ შემუშავებულ ორ დოკუმენტს. პირველი – ეს არის “სამართლიანობის მანიფესტი” და მეორე – “ხალხი ასამართლებს…”.
პირველი დოკუმენტი აკეთებს ხაზგასმას, რომ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და ხელისუფლება უფროსი კი არა, მსახური. ხალხი ირჩევს ხელისუფლებას იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს სამართლიანობა. სამართლიანობა კი არის მაშინ, როცა ადამიანები იბრძვიან არა არსებობისთვის, არამედ საკუთარ შესაძლებლობათა რელიზაციისთვის. სამართლიანობა არის მაშინ, როცა ქვეყანაში არის კონკურენტული გარემო და ადამიანია დაცული. ხალხი სწორედ ამისთვის ირჩევს ხელისუფლებას.
მეორე დოკუმენტი არის ხალხის კონტროლის მთავარი პრინციპიდან გამომდინარე და ადგენს იმას, როგორ ასრულებს ხელისუფლება მის უპირველეს და უმთავრეს ფუნქციას” ქვეყანაში იყოს კონკურენტული გარემო და ადამიანი იყოს დაცული.
დოკუმენტი სახელწოდებით “სამართლიანობის მანიფესტი” 2009 წლის 23 ნოემბრიდან პირველად წარედგინა პრეზიდენტს, ეგზავნება დღემდე მოსულ ყველა ხელისუფლებას. თითქმის ყველა მმართველი პოლიტიკური ძალა ამ დაპირებებით მოდის, ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამ მოთხოვნებს „ელემენტარულს“ უწოდებს, რეალურად კი მათ არ, ან ვერ ასრულებს, ოპოზიციაში წასულები კი, პროგრამების სახით გვიბრუნებენ. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ასეთ პოლიტიკურ ძალებს სწორედ ხალხმა უნდა გამოუცხადოს უნდობლობა. „სამართლიანობის მანიფესტი“ ამ თვალსაზრისით, მართლაც, დიდი წყალგამყოფია და ყველას მის დამსახურებულ ადგილს მიუჩენს. ჩვენ აქ შევეხებით ამ დოკუმენტის იმ დებულებებს და კონკრეტულ მოთხოვნებს, რომლებსაც დღემდე არ დაუკარგავთ აქტუალობა.
თუ ამ დოკუმენტის მოთხოვნებით გავზომავთ, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, უფრო ზუსტი ვიქნებით ვთქვათ, 1992 წლის შემდგომ ქვეყანას არ ჰყოლია ხალხის ინტერესების გამომხატველი ხელისუფლება. ყველა ხელისუფლება იყო ფულისა და ძალაუფლების მოყვარული. აღატაკებდნენ ხალხს და მდიდრდებოდნენ თვითონ.
ასე გაგრძელება ნამდვილად აღარ შეიძლება. “მეცნიერთა კონგრესი” აგრძელებს “სამართლიანობის მანიფესტის” სრულყოფას და უმთავრესად თვლის “ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას” კონცეფციის მოქმედებაში მოყვანას.
კარგი იქნება, თუ ამ პროცესში გავაერთიანებთ “მეცნიერთა კონგრესისა” და მედიის საშუალებებს და საერთო მოქმედებით შევძლებთ, მოქმედებაში მოვიყვანოთ წარმატების დემოკრატიული პრინციპი: ქვეყნის ქვაკუთხედია ხალხისა და მეცნიერების ერთობა!
თქვენი და გაზეთ “ასავალ-დასავალის” თანადგომის იმედი გვაქვს.
“მეცნიერთა კონგრესის” საბჭო.
5.11.2026წ.
პროექტი “ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას”
“სამართლიანობის მანიფესტი



