"გზა ცივილიზებული სახელმწიგოსკენ" მხარდაჭერის ფონდიმეცნიერთა კონგრესისლაიდერი
თემურ შაშიაშვილი: ვიფიქროთ, ვიკამათოთ, იქნებ შევთანხმდეთ და ვიმოქმედოთ!
მე ასე ვფიქრობ, ეს არის ჩემი პოზიცია

რაც დრო გადის, მით მეტად ვრწმუნდები, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, განსაკუთრებით 1992 წლიდან, ხელისუფლებები სიცრუესა და სიყალბეში აცხოვრებენ ხალხს. თუ ნობელის პრემიის ლაურეატებს დავეყრდნობით, არადა სწორედ ასე უნდა მოვიქცეთ, სიმართლე არის ერთი: სიყლბეს, სიცრუეს და კორუფციას ებრძვის კონკურენცია.
ვთქვათ პირდაპირ, საქართველოში არც ერთ ხელისუფლებას არ შეუქმნია კონკურენტული გარემო და შესაბამისად, არც მთავარი ფუნქცია შეუსრულებია – ადამიანი იყოს დაცული. ადამიანი ვერ იქნება დაცული სიყალბის, სიცრუის, კორუფციისა და ნეპოტიზმის პირობებში. საქართველოს მოსახლეობამ არ იცის ახალი ეკონომიკის, საბაზრო ეკონომიკის გემო და გამოჩნდნენ ბოლშევიკურ-სოციალისტურ-კომუნისტური ეკონომიკის დამცველები, რამეთუ ისინი დღევნდელ პრობლემებს საბაზრო ეკონომიკას, ანუ იმას მიაწერენ, რაც არ გვქონია და არც გვაქვს.
„მეცნიერთა კონგრესი“ კატეგორიულია შეფასებებში. საქართველოში არ ყოფილა, არ არის საბაზრო ეკონომიკა და რაც დრო გადის, იგი მით უფრო ცილდება ახალი ეკონომიკის პრინციპებს და ბოლშევიკურს უახლოვდება.
ეკონომიკის დარგში ნობელის ერთი ლაურეატიც კი არ უჭერს მხარს მიწისადმი ისეთ დამოკიდებულებას, როგორიც საქართველოშია.
საშინელი სიცრუე და ტყუილია, როცა ფასების ზრდას ხან ხარბ მეწარმეებს, ხან ომს თუ უცხო ძალბის ზემოქმედებას უკავშირებენ. ნობელის პრემიის ლაურეატმა, მილტონ ფრიდმანმა ეს მითი საბოლოოდ გააქარწყლა.
„ინფლაცია ყოველთვის და ყველგან სახელმწიფოს შექმნილი პრობლემაა. ვერცერთი კერძო ბიზნესი საკუთარი ხელით ფულს ვერ დაბეჭდავს. ამას მხოლოდ ერთი უწყება აკეთებს, სახელმწიფო თავისი საბეჭდი დაზგით. ინფლაცია სხვა არაფერია, თუ არა ფარული, უხილავი გადასახადი. როცა მთავრობა საკუთარი ხარჯებისა და გაუაზრებელი დაპირებების დასაფინანსებლად დაუზოგავად ბეჭდავს უზრუნველყოფილ ფულს, თქვენს მიერ პატიოსანი შრომით ნაშოვნი ყოველი ლარი ძალას კარგავს. ისინი პირდაპირ ჯიბეში არ გიყოფენ ხელს, ისინი უბრალოდ იმას აუფასურებენ, რაც ჯიბეში გაქვთ. ქაღალდის ბეჭდვას სიმდიდრე არასდროს მოუტანია. დოვლათს მხოლოდ თავისუფალი შრომა და წარმოება ქმნის…“
ასე ფიქრობდა ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში, მილტონ ფრიდმანი. ეს ცოტაა იმასთან შედრებით, რაც რეალურად ხდება საქართველოში. ქვეყანა ჩამოიშლება:
- თუ სათამაშო ბიზნესი აიკრძალება,
- თუ დაუყოვნებლივ გაუქმდება ე.წ. ქოლ-ცენტრები,
- თუ დასრულდება ნარკობიზნესი.
- თუ საიმედოდ დავიცავთ სახელმწიფო საზღვარს და ოპტიმალურს გავხდით სავიზო რეჟიმს,
- თუ სწორად დარეგულირდება ავტომობილების ექსპორტ-იმპორტი.
ეს ხომ კატასტროფაა. ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი ერთის არსებობის შემთხვევაში, ეს ხელისუფლება დასრულდება.
ეს, ბატონებო ქვეყანა აღარ არის. ასე გაგრძელება შეუძლებელია და პრობლემა კიდევ უფრო გაღრმავდება, თუ პარტიული, ან პარტიების პარლამენტი გვექნება. გამოსავალი პროფესიონალთა, პიროვნებათა პარლამენტშია – არა პარტიულ, არამედ პოლიტიკურ პარლამენტშია. დღემდე ყველა პარლამენტი იყო პარტიული და არც ერთი არ იყო პოლიტიკური პარლამენტი. მომავალი სწორედ იმ კონცეფციაშია, რომელიც „ეროვნული თანხმობის ხელისუფლების“ სახით შეიმუშავა მეცნიერთა კონგრესმა, რომელიც ასე აშინებთ პოლიტიკოსებს როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში.
გამოსავალი მართვის სისტემის შეცვლაშია. ჩვენ გვეშინია იმის აღიარება, რომ დღეს მართვის სისტემაა ავადმყოფი, მართვის სისტემაა კორუმპირებული. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მართის სისტემის შეცვლა დღეს პარტიებს და პოლიტიკოსებს არ შეუძლიათ. მისი შეცვლა მხოლოდ ხალხის და მეცნიერების ერთობას შეუძლია და რაც მალე გაცნობიერდება ეს, როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში, მით უფრო მალე გამოვა ქვეყანა ჩიხური კრიზისიდან და გადარჩებიან პარტიებიც და პოლიტიკოსებიც.
დავეყრდნოთ დიდ სიბრძნეს: პატრიოტიზმი არ არის პროფესია. პროფესიონალიზმია პატრიოტიზმი. კაცობრიობის ეს სიბრძნე კარგად შეგვახსენა წლების წინ დიდმა მამულიშვილმა, რეზო თაბუკაშვილმა. სწორედ ეს მიდგომა დაასრულებს ქვეყნის უბედურებათა ოთხ სათავეს, რომლითაც სავსეა ქართული პოლიტიკური სივრცე: დემოკრატიის თამაში, ყალბი ეროვნული პათოსი, სოციალური დემაგოგია, ელიტარული კორუფცია .
თავისუფლება – სიმართლეშია და სიმართლე კი, მეცნიერებასთანაა დაკავშირებული.
ვიფიქროთ, ვიკამათოთ, იქნებ შევთანხმდეთ და ვიმოქმედოთ კიდეც!



