პოზიციასლაიდერი

თემურ შაშიაშვილი: დღეს გამოჩნდება,თუ ვინ ვინ ვართ !

მეუფე იობის მიერ ითქვა ზუსტად და გულწრფელად..ითქვა ისტორიული რუსის-ურბნისის ეპარქიაში…ითქვა ამბიონიდან…ითქვა ისე,როგორც ამას ყოველი მოაზროვნე ადამიანი ფიქრობს ჩვენში, როგორც ამას მეცნიერული ანალიზი ადასტურებს!
სასულიერო პირისგან ამის თქმას დიდი გაბედულება უნდოდა! დიდება უფალს,რომ
მთქმელი გამოჩნდა და გამოჩნდნენ მხარდარმჭერებიც!
მედროვენი,ფარისეველნი და ხელისუფლების პირისფარეშნიც გამოჩდნენ!

უტევენ მართალ სიტყვას!

მაგრამ ვინ რა არ უნდა თქვას,ერთი ნათლად გამოიკვეთა:ასე ცხოვრება აღარ შეიძლება, ქვეყანაში ეროვნული გამოფხიზლების ჯანსაღი პროცესი აღსდგა, დაიწყო ეროვნული ენერგიის შეკრებისა და მისი არნახული გაძლიერების პროცესი, რომელსაც კიდევ უფრო გააძლიერებს სახელისუფლებო ეშელონებისა და მათი მხარდამჭერების პოზიცია, მიუხედავად იმისა,ის ორიენტირებული იქნება ერთობაზე,თუ დაპირისპირებაზე!

ისტორიული გამოცდილება ცნობილია: კრიტიკა გონიერ ხელისუფლებას აფხიზლებს, აძლიერებს , სუსტს კი გონიაში აგდებს, ამძვინვარებს, შურისძიებით განაწყობს. დიდი ეროვნული გამარჯვება დადგება,თუ ხელისუფლება მიიღებს გამოწვევას და წავა არა დაპირისპირების გზით ,არამედ გახდება დიდი ეროვნული შერიგების ინიციატორი სწორედ სახალხო დათათბირების გზით.

ეს დიდი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ერთობის დასაწყისიც იქნება.. გზა მომავლის საქართველოსკენ სიბრძნით განსაზღვრა ერის მამა ილიამ გელათში, გაბრიელ ეპისკოპოსის დასაფლავების დღეს წარმოთქმულ სიტყვაში:

“ის სხვა არა არის რა,გარდა მეცნიერებისა და სარწმუნოების ერთმანეთში ბედნიერად მორიგებისა ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად!”

ეს კი, დღეს ჰაერივით სჭირდება პარტიულ სამთავროებად დაყოფილ – დაქუცმაცებულ
ჩვენ სანშობლოს! დღეს გამოჩნდება,თუ ვინ ვინ ვართ სინამდვილეში!
ღმერთო,გვიმრავლე სათნოების დღე და მოგვეცი ძალა სიკეთით გამარჯვებისთვის!

“განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ” მეუფე იობი

მეტი

მსგავსი სიახლეები