"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდიმეცნიერთა კონგრესი

რამაზ ნამიჭეიშვილი: ფინანსურ იმპერიას ეროვნული სახელმწიფო არ სჭირდება

ფინანსურ იმპერიას ეროვნული სახელმწიფო არ სჭირდება და მითუმეტეს ინტელიგენცია. თავისუფალი სივრცე ხელისუფლებასა და ხალხს შორის შეავსო ოლიგარქებმა, რომლებმაც სახელისუფლო პერსონები საშუალო აზროვნების ჯგუფიდან შეარჩიეს და ანტიეროვნულობაზე უპრეტენზიო მორჩილი გახადეს. უბრალო, დაქირავებული შრომის მომლოდინე მასა ხელისუფლების გარეშე დარჩა. მიტოვებულია და დაუცველი, ამიტომ თავშესფარს ქვეყნის გარეთ ეძებს (დღეს, 2019 წლის 23 აპრილს ინტერნეტში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ამა წლის მარტის თვეში საქართველო 25 ათას-ზე მეტმა მოქალქემ დატოვა).

ამგვარად წარმოიქმნა ერთი მხრივ, საქართველოს მოსახლეობა, როგორც დაქირავებული, ინდიფერენტული ან სულგაყიდული ამომრჩეველი, ხოლო, მეორე მხრივ, ფინანსური ოლიგარქიის მორჩილი და ფულის რელიგიის ბრმად მიმდევარი ხელისუფლება, რომელიც ზურგშექცევით დგას ხალხისაგან და პირდაპირ თვალებში შესცქერის ფინანსური იმპერიის მესვეურებს. ამან გამოიწვია ის, რომ არ არის, დაიკარგა ინტელიგენცია, უმეთაურო სამშობლოს უცხოელი ფინანსისტები დაეპატრონენ.

ხალხი—ინტელიგენცია——

ხელისუფლების ნაცვლად მივიღეთ ახალი სქემა:

ფინანსური ოლიგარქია——ხელისუფლება—–ხალხი.

ისევ გაჩნდა კლასობრივი სტრუქტურა: მმართველი პარაზიტული კლასი-არაფორმალური მმართველი ოლიგარქია, დაქირავებული შემსრულებელი კლასი-ფორმალური ნაციონალური ხელისუფლება, და ხალხი, როგორც დაუცველი უქონელი, ღარიბი მასა-პროლეტარიატი.

საქართველოდან გასულია შრომისუნარიანი მოსახლეობის უმეტესობა 2 მლნ. ეკონომიკურად აქტიური ადამიანი, რომელიც ქვეყნის ეროვნული დოვლათის შექმნას მოწყვეტილია. თანხის უმეტესი ნაწილი, რომელსაც ისინი თავიანთ ოჯახის წევრებს და ნათესავებს უგზავნიან ლუკმა-პურისთვის ისევ საზღვარგართ მიედინება, ვინაიდან საქართველოში ფართო მოხმარების საგნების და არა მარტო მისი, ფიზიკური წარმოება წელში გაუმართავია ან ეკონომიკურად არახელსაყრელია ქვეყნის ეროვნული წარმოების ჩამორჩენილობის, არაპროტექციონისტული პოლიტიკის პირობებში.

საბოლოოდ გამოდის, რომ ემიგრაციული მუშახელი სხვა ქვეყნების სამუშაო ადგილების გაზრდას ემსახურება. ამას გარდა, იგი გადამხდელია, როგორც შემოსავლის მიმღები იმ ქვეყნის გათვალსიწინებული კანონმდებლობით, ხოლო მეორე მხრივ, იმავე ქვეყანას ან რაც ნაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, სხვას აქედან უკან უბრუნდება იქედან სამშობლოში გამოგზავნილი თანხა რეალიზებული პროდუქციის ამონაგების სახით.

თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ემიგრანტების თანხების მიმღები მასა მომხმარებელია და არავითარ მატერიალურ დოვლათს ან სულიერ ფასეულობებს არ ქმნის, მაშინ ქართველ მოსახლეობას უკეთესი ცხოვრების პერსპექტივები არ გააჩნია. პირიქით, უარესი ელოდება: ასაკობრივი ცენზის ან შრომისუნარიანობის დაკარგვის გამო ემიგრანტებისთვის მოსალოდნელი სამუშაოდან დათხოვნის შემდეგ, საქართველოში დარჩენილი „ბენეფიციარი“ მაცხოვრებლები, შრომით ინიციატივას გადაჩვეულები და მუქთად ცხოვრებას მიჩვეულები, მარჩენალის გარეშე დაშთებიან და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შეემატებიან მათი უკვე ყოფილი პერსონალური „ინვესტორების“ ჩათვლით.

აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ საქართველოდან საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული საქორწინო ასაკის ახალგაზრდების აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყნისთვის დაკარგული გენოფონდია.

ჩემი მონოგრაფიდან:”ნეოლიბერალური აზროვნება და საქართველოს ეკონომიკა სასწორის პინაზე”.

პროფესორი რამაზ ნამიჭეიშვილი

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *