მეცნიერთა კონგრესი

წინათქმა, ანუ კონგრესის გახსნისას ჩამოყალიბებული პოზიცია

2026 წელი, 8 თებერვალი, დავითობა,  გელათი.

 

დიდი მადლია 8 თებერვალს, დავითობას გელათში ყოფნა, მის საფლავთან მუხლის მოდრეკა. მის მიერ შექმნილ გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში მონაწილეობა კონგრესის მუშაობაში.

გილოცავთ, ბატონებო, რომ ამ ისტორიულ დღეს აქ ვართ და გელათში   ყველამ ერთად ვილოცოთ საქართველოსთვის და მივულოცოთ თანამემამულეებს, ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დავითობის დღესასწაული.

დღევანდელი დავითობა კვირა დღეს დაემთხვა. მაგრამ არც იმაში გვეპარება ეჭვი, რომ დავით აღმაშენებლის ხსენების დღე უქმედ გამოცხადდება. დავით აღმაშენებლის ძეგლი, როგორც ქუთაისში, ასევე თბილისში დაბრუნდება იმ ადგილზე, სადაც მისი აღმართვა აკურთხა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. არც იმაში გვეპარება ეჭვი, რომ საქართველოში გვექნება ქალაქი ბაგრატიონი.

დავით აღმაშენებელი დიდი ეროვნული სიმბოლოა. დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პერიოდში ეს ყველამ გამოკვეთილად ვიგრძენით. მსუბუქად მინდა ვთქვა, რომ დავით აღმაშენებლის ეპოქის განწყობა, მეფეთმეფის ისტორიული გამოცდილება მომავალში გაცილებით მეტად იქნება დაფასებული და აღიარებული.

გვინდა ვიფიქროთ, რომ დასავლეთი გაცილებით მეტად დააფასებს იმას, რომ დავით აღმაშენებელმა დიდგორის ომით გადაარჩინა დასავლური ცივილიზაცია, ევროპული ცივილიზაცია. ჩვენც გვჭირდება მეტი პასუხისმგებლობა ისტორიული თარიღებისადმი. როგორც ჩანს, ჩვენ ისევ უნდა დავუბრუნდეთ  დავით აღმაშენებლის დაბადების 950 და აღსრულების 900, დიდგორის ბრძოლის 900, შოთა რუსთაველის და მისი “ვეფხისტყაოსნის” 850 წლისთავების მსოფლიო მასშტაბით აღნიშვნას.

ჩვენ ამ საკითხებზე შეგნებულად ვამახვილებთ ყურადღებას. დავით აღმაშენებელი არ ეკუთვნის წარსულს. ის გაცილებით მეტად შეგვახსენებს თავს მომავალში, მსოფლიო დღეს ცდილობს იმ პრინციპების დამკვიდრებას, რაც ჩვენს მეფეს საუკუნეების  წინ ჰქონდა. დღეს კონვერგენციის თეორიად მსოფლიო ეკონომიკური ელიტის მიერ  დავოსის ფორუმზე  აღიარებული მიდგომები, რომლებიც მოკლედ ასე ყალიბდება: ”მხარდაჭერა ძლიერს და დაცვა სუსტს”, ჩვენს მეფეს საუკუნეების წინ ჰქონდა. მსოფლიოსათვის უნიკალურია დავით აღმაშენებლისა და გიორგი ჭყონდიდელის ერთობა, უნიკალურია იმ საუკუნეში იმ აკადემიის შექმნა, რომლის კედლებში ჩვენ ვართ, უნიკალურია ამ აკადემიის ფარგლებში ობსერვატორიის შექმნა და ზეცის შესწავლა… ეჭვი არ გვეპარება. რომ ჩვენი სწორი დამოკიდებულებით, შესაძლებელია დავით აღმაშენებლის რეფორმები მსოფლ;იო საგანძურში შევიდეს და საერთოდ, ბაგრატოვანთა გვარის 9 საუკუნოვანი მეფობა მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში იქნას შეტანილი.

„მეცნიერთა კონგრესი“ ყველაზე თანმიმდევრული აღმოჩნდა

“მეცნიერთა კონგრესი” ქვეყნის განვითარების მოვლენებისადმი მიდგომებში აღმოჩნდა ყველაზე თანმიმდევრული. ჩვენ აქ ვართ დიდი პროგრამული დოკუმენტებით მოსული. ყველაფერი ამ წიგნებშია. სულ 6 თვეა საჭირო, რომ საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტი მოტივირებული გახდეს და გარეთ წასულთა ამდენივე რაოდენობამ უკან დაბრუნებაზე დაიწყოს ფიქრი. ეს იქნება სწორედ ბედნიერების გზით მავალი საქართველო.

კონგრესის ჩვენი დღის წესრიგიც ამის შესაბამისად ყალიბდება:

  • დავიწყებთ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინით
  • გავეცნობით “მეცნიერთა კონგრესის” მიმართვას ხელისუფლებისადმი
  • გავეცნობით “მეცნიერთა კონგრესის” პრინციპულ პოზიციას
  • განვიხილავთ კონკრეტულ შეთავაზებებს ხელისუფლებისადმი (განათლებასთან დაკავშირებით, სოფელთან დაკავშირებით, ბიზნესის დაცვასთან დაკავშირებით)
  • გვექნება რამდენიმე გამოსვლა. მათ შორის, პოეტების: ერეკლე საღლიანის, ჯუბა ღებელის, ნიკოლოზ მებაღიშვილის

 გელათში ჩავედით გამარჯვების ფორმულით და წამოვედით ბრძოლის ფორმულით

  • გამარჯვების ფორმულა ილია ჭავჭავაძემ გვითხრა:

”ბედნიერი მორიგება ერთმანეთის დაუმონებლად და შეუბღალავად”

  • რძოლის ფორმულაც ამ შეგონებიდან გამოდის და მას “მეცნიერთა კონგრესი” გვთავაზობს:

პოლიტიკურმა დაპირისპირებამ და ამით გამოწვეულმა კრიზისმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, ასე ცხოვრება აღარ შეიძლება -ქვეყანა კორუფციასა და ნეპოტიზმში იძირება. საერთაშორისო იზოლაცია პიკს აღწევს.

თუ ოდესმე ბრძოლას ჰქონდა აზრი საქართველოსთვის, დღეს აქვს. “მეცნიერთა კონგრესი” არ არის მხარე. ის არავის არც ებრძვის და არც უპირისპირდება, ის იბრძვის საქართველოსთვის და ამას აკეთებს ბიბლიურ პრინციპზე დაყრდნობით:

“მთავარში – ერთობა, სადავოში – თავისუფლება, ყველაფერში – სიყვარული”.

ჩვენ მტერს არავისში ვეძებთ და ნურც ნურავინ ეძებს ჩვენში მტერს. ჩვენ ვიცით – სუსტები ერთმანეთს ებრძვიან, ძლიერები  თანამშრომლობენ. თანამშრომლობის მომხრე ვართ.

უნდა დამთავრდეს ერთპიროვნული და ანონიმური მმართველობა და დაიწყოს სოლიდარული მოქმედება მომავლის საქართველოსთვის.

პრინციპი  ღია და მარტივია და ეყრდნობა კაცობრიობის გამოცდილებას: “ქვეყანას მართავს ხალხის მიერ დემოკრატიულად (ხაზს ვუსვამთ, დემოკრატიულად) არჩეული ხელისუფლება, ხელისუფლებას მართავს საზოგადოება (დიახ, ხელისუფლებას უნდა მართავდეს საზოგადოება), საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა.

 ესაა დავით აღმაშენებლის გზა.

ესაა დავით აღმაშენებლის გზა. ბატონ-პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება. რომ ხელისუფლება უფროსი კი არა, მსახურია და ის ხელისუფლებაა კარგი, რომელიც საკუთარი ოჯახის და ახლობლების ბედნიერებისთვის კი არ იბრძვის, არამედ ხალხს აცხოვრებს ბედნიერად. ხელისუფლება არის ის, რომელიც ჯერ ხალხს ამდიდრებს და ხალხის გამდიდრების პარალელურად, თითონაც უკეთესად ცხოვრობს. ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა და სწორედ ელემენტარული ჭეშმარიტება რომ არის დარღვეული, ეს არის დამაფიქრებელი ყველასთვის. როგორც ხალხის, ასევე ხელისუფლების.

ამ შემოძახილს ვაკეთებთ დღეს ჩვენ გელათიდან.  

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *