მეცნიერთა კონგრესისლაიდერი
ხალხის და მეცნიერების ერთობა ვაქციოთ ბედნიერი სამშობლოსათვის ბრძოლის ქვაკუთხედად !

ასე ფიქრობს “მეცნიერთა კონგრესი “მომავლის საქართველო ” – განახლებულ ეროვნული მოძრაობაშია!
დღეს 26 მაისია – დღე საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის!თუ როგორ საქართველოში ვცხოვრობთ,ესკარგად ჩანს:დაპირისპირებულ და გარედან მართულ…ყალბი ეროვნული პათოსის,სიტყვიერი დემოკრატიის,სოციალური დემაგოგიისა და ელიტარული კორუფციის, პოლიციურ რეჟიმით გამყარებულ ფეოდალურ ქვეყანაში.
ლაკონურად რომ ვთქვათ- მდიდარ ქვეყანაში ვცხოვრობთ ღარიბად! ეს დღევანდელმა,26 მაისის თბილისმაც კარგად დაადასტურა!
როგორი საქართველო გვინდა ?
კარგად, დიახ კარგად, გულით და გონებით მოვსმინოთ,რა ათქმევინა უფალმა მერვეკლასელ 14 წლის გოგონას:
● მე მინდა საქართველო,სადაც ადამიანს შიშით კი არა, ღირსებით ეღვიძება.
● საქართველო, სადაც ბავშვები მომავალს ქვეყნიდან გაქცევაში არ ხედავენ, ხოლო მოხუცები მარტოობას ჩუმი ცრემლით არ მალავენ.
● მე მინდა ქვეყანა,სადაც სიმართლე დასჯადი არ არის; სადაც განათლება ფასობს და არა მლიქვნელობა;სადაც კანონი ყველასთვის ერთნაირად იწერება -ძლიერისთვისაც და სუსტისთვისაც, მდიდრისთვისაც და ღარიბისთვისაც, ხელისუფალისთვისაც და რიგითი ადამიანისთვისაც.
● მე მინდა საქართველო, სადაც ეკლესიის ზარი ადამიანს სინდისს ახსენებს და არა შიშს; სადაც განსხვავებული აზრის მქონე მტრად არ ითვლება და სადაც პატრიოტიზმი ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემაა.
● მე მინდა საქართველო, სადაც ახალგაზრდა საკუთარ ენას, კულტურას და ისტორიას სიამაყით ინახავს და გადასცემს შვილებს! სადაც ცხოვრობენ ღირსეული ადამიანები და არა მონები!
● ქვეყანა,სადაც არავინ იყიდება, არავინაა იძულებული, დუმდეს, და არავინ ტოვებს სამშობლოს საკუთარი ღირსების გადასარჩენად.
● მე მინდა საქართველო, რომელშიც ძალაუფლება ხალხს ემსახურება და არა ხალხი ძალაუფლებას.
● საქართველო, სადაც სიტყვა „ჩვენ“ უფრო ძლიერია, ვიდრე „მე“.
● მე მინდა საქართველო, სადაც მშობლები შვილების მანქანებით და სახლებით უზრუნველყოფისთვის კი არ იბრძვიან, არამედ იბრძვიან, რომ შვილებს თავისუფალი, დამოუკიდებელი, განვითარებული სამშობლო შეუქმნან და დაუტოვონ! ქვეყანა, სადაც ჭამა არაა ცხოვრება, არამედ განვითარებაა ცხოვრება! ქვეყანა, სადაც ადამიანი მხოლოდ კუჭით კი არა, სულითაც ნაყრდება.
● მე მინდა საქართველო, სადაც მასწავლებელი გაკვეთილზე სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებზე თავისუფლად საუბრობს და არა უხერხულად, იმიტიმ, რონ თვითონ თითს არ ანძრევს სამშობლოსთვის, როცა სამშობლო საფრთხეშია.
დიახ,უფალმა ბავშვის ენით გვითხრა,თუ როგორ უნდა ცხოვრობდეს უფლის ქვეყანა, ღვთისმშობლის წილხვედრი ჩვენი მრავალტანჯული სამშობლო
დიახ,უფლის ნებით შეიქმნა დიდი მამულიშვილების მიერ “ეროვნულ-
სახელმწიფოებრივი დოქტრინა”, დაიწერა მეცნიერების მიერ “მომავლის საქართველოს პროგრამა”-
“მიზანია სამშობლო და ადამიანი,სხვა ყველაფერი,ხელისუფლების ჩათვლით,საშუალება ამ მიზნის მისაღწევად”
დიახ,უნდა დასრულდეს პრიმიტიულიპოლიტიკური აზროვნების ეპოქა და უნდა დაიწყოს მეცნიერების ერა!
დიახ,დავასრულოთ ქვეყნის ანონიმური და ერთპიროვნული მმართველობა, დავიწყოთ სოლიდარული პასუხისნგებლობა მომავლის საქართველისთვის !
დიახ,უნდა დავასრულოთ ფულისუფლების ქვეყანა,ვიფიქროთ ნიჭის ძალაუფლებაზე ღვთითკურთხეულ ქვეყანაში!
დიახ,ძნელია მაგრამ გაცნობიერება უნდა იმას,რომ ქვეყნის გადარჩენა არა ქუჩის,
არამედ და სწორედ ინტელექტუალურ რევოლუციაშია!
დღევანდელის ნახვითა და გააზრებით წარმოვიდგინე ისეთი რუსთაველის პროსპექტი, სადაც სახელმწიფო კაცებისა და მეცნიერების მოწოდებით იკრიბება
საქართველო , არა პარტიული დროშებითა და ლოზუნგებით, არამედ სიწმინდისა და სიმართლის სიმბოლოდ ქცეულ თეთრი ბაირაღებით ყველა მონაწილეს ურიგდება მეცნიერთა მიერ შექმნილი ქვეყნის გადარჩენისა და განვითარების პროგრამა და ეროვნული თანხმობის ხელისუფლების შექმნის კონცეფცია;
წაკითხული იქნება
– ეროვნულ-სახელმწიფოებრი დოქტრინა;
– მე-8 კლასელის წერილი,რომელზეც ზემოთ უკვე ვისაუბრე..
ყველას გასაგონად ითქმება ხელისუფალთათვის,პოლიტიკური ძალებისადმი მიუღებელი და ადამიანის ყურისათვის მიუჩვეველი, პირდაპირ ვთქვათ, გაუგონარი სამი მოთხოვნა:
პირველი: ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება რომ
ხელისუფლება მსახჰრია და არა უფროსი;
მეორე: ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში იღვაწოს მხოლოდ ქართული დოქტრინის ფარგლებში, რომელშიც ჩამოყალიბებულია ქართული
ინტერესი …
მესამე: საქართველოს ხელისუფლება არის ის ხელისუფლება,რომელსაც გაცნობიერებული აქვს საქართველო არ შეიძლება იყოს სხვა, მით უფრო, დიდ სახელმწიფოთა ინტერესების დაჯახების ქვეყანა,რომ საქართველო უნდა იყოს ქართულ ინტერესზე სხვა სახელმწიფოთა ინტერესების ზედდების ქვეყანა ;
მოხდება შეთანხმება მთავარზე საქართველოს ხელისუფლება არის ის
ხელისუფლება, რომელიც იცავს და არის გარანტი,რომ დაცული იქნება ადამიანის
ბუნებითი უფლები:.
● სიცოცხლის უფლება;
● სიტყვის თავისუფლების უფლება;
● საკუთრების უფლება;
● უკეთესი ცხოვრებისაკენ მისწრაფების უფლება
სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე, ადამიანს გარანტირებულად ექნება:
● საცხოვრისი ;
● საარსებო მინიმუმი ;
● სამედიცინო მომსახურება ;
● განათლების მიღების თანაბარი უფლება
რომ ხელისუფლება,რომელიც ამას ვერ ,ან არ აკეთებს ,კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს თავს,ანტიკონსტიტუციური ხდება და უნდა გადადგეს და,თუ ამას არ აკეთებს, ხალხი ყველა კანონიერი და საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილება!
მწამს და მჯერა,დაიწყება ახალი პოლიტიკური პროცესი..სწორედ ეს იქნება
განახლებული ეროვნული მოძრაობა …
“მეცნიერთა კონგრესი” სწორედ ამ ჭრილში ხედავს ბრძოლას მომავლის საქართველოსთვის…
მივეხმაროთ ერთნანეთს ,შევერთდეთ მეცნიერთა პროგრამებში და ხალხის
და მეცნიერების ერთობა ვაქციოთ ბედნიერი სამშობლოსათვის ბრძოლის
ქვაკუთხედად !
დღეს ამ პოსტის გამოქვეყნევა იმან მიკარნახა ( მაიძულა),რაც ვიხილე თბილისის ქუჩებში…ივნისის დასაწყუსში იგეგმება “მეცნიერთა კონგრესის” გაფართოებული შეკრება,რომელიც ამ პროცესის დაწყებას გამოაცხადებს…
აქვე მინდა გაცნობოთ,რომ ყოველ ორშაბათს თქვენ გექნებათ საშუალება
იხილოთ მეცნიერთა პოზიცია მრგვალი მაგიდის ირგვლივ… ფაქტია,რომ იზრდება ინტერესი “მეცნიერთა კონგრესის” გადაცემებისადმი “ქართულ TV” ზე..(ყოველ სამუშაო დღეს,19-დან 23საათამდე)
დიდი მადლობა ყველას,ვინც წაიკითხავს, დაგვეხმარება გავრცელებაში,შემოვა
დისკუსიაში,მოგვაწვდის მოსაზრებებს!
ერთად გავიმარჯვოთ საქართველოსთვის!



