"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდიმორალური გუნდი
ლუარა ნიჟარაძე: ჩვენ სხვა საქართველო გვინდა

საქართველო უკვე მრავალი წელია ერთსა და იმავე წრეზე ბრუნავს — დაპირისპირებული პოლიტიკური ბანაკები, დაზიანებული დემოკრატიული ინსტიტუტები, დამცირებული ადამიანური ღირსება და უპერსპექტივობის განცდით სავსე საზოგადოება!
გვჭირდება სხვა საქართველო — არამხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ ფასეულობებით, მმართველობითი სტილითა და პოლიტიკური ეთიკით!
დღეს პროტესტი ერთგვარ მექანიკურ იმპულსადაა ქცეული — ემოციური აფეთქება კონკრეტულ უსამართლობაზე, რომელსაც არ ახლავს მკაფიო ხედვა და პოლიტიკური მოთხოვნები. სწორად ჩამოყალიბებული სამოქალაქო პროტესტი უნდა ითვალისწინებდეს:
რას ვაპროტესტებთ და რატომ???
—რა არ კეთდება სწორად-საზოგადოების, ხალხის კეთილდღეობის კუთხით,სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით!!!!
ჩვენი პროტესტით ერის ცხოვრების მაჯისცემა უნდა იფრძნობოდეს და არა პოლიტიკურ პარტიათა დივიდენდების მიღება!!!
რას ვითხოვთ კონკრეტულად ხელისუფლებისგან — იმ ხელისუფლებისგან, რომელიც ფორმალურად ჩვენი, ხალხის მიერ არის არჩეული და ვისი ხელფასიც სწორედ ჩვენი, დაქირავებულების, მეწარმეების, პენსიონერების თუ სტუდენტების მიერ გადახდილი გადასახადებით ფინანსდება.!
ქვეყნის ბიუჯეტი არ არის არავისი “სათავისო ჯიბე” — ის ხალხის საკუთრებაა და მისი სწორად ხარჯვის კონტროლის უფლება პირდაპირ გვეკუთვნის ჩვენ- ხალხს.
ჩვენ, როგორც სუვერენული ერის მოქალაქეებს, გვაქვს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაც, რომ ვიდგეთ ბიუჯეტის ხარჯვის, პოლიტიკის წარმართვისა და მმართველი წრეების პასუხისმგებლობის სადარაჯოზე.
მაგრამ ,სანამ საზოგადოების პროტესტი არ იქცევა გააზრებულ მოქალაქეობრივ პოზიციად , სანამ მოთხოვნები არ ჩამოყალიბდება რაციონალურად, მკაფიოდ, სამართლებრივად დასაბუთებულად და მორალურად გამართული ენით—მანამდე გვეყოლება პოლიტიკური ელიტა, რომელიც ერთმანეთს მორიგეობით “პინგ-პონგს” ეთამაშება და ჩვენ კი, მოქალაქეები, ვართ ამ თამაშის მაყურებლები
ქვეყანა არ არის არც ივანიშვილი და არც მელია-ხაზარაძე-გახარია და სხა პარტიათა განშტოებები თავიანთი ლიდერებით.
ქვეყანა-სახელმწიფოს ქმნის ერი,ხალხი , და ეს ვართ ჩვენ —ქართველები,”მისი უდიდებულესობა ქართველი ერი” -რა ბრწყინვალე გამონათქვამია არაა,ჰოდა დღეს ამ ქართველ ერს ანადგურებენ,დიახ ანადგურებენ! ისევ ჩვენივე ხელით მიდის ქართველი ერის განადგურება ,ერთმანეთთან ბრძოლით
დემოგრაფიული ფონის შეცვლით–ქართველების გადინების და უცხოელების უკონტროლო შემოდინებით
არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვის მისცა ხმა — ოცნებას თუ ოპოზიციას — უმეტესობა იმედით , გამჭრიახობით აფასებდა, რომ უკეთესი მმართველობა, მართვის სტილი ექნებოდათ ..ხელისუფლებაში მყოფებს , პატივისცემა ექნებოდათ საზოგადოების მიმართ.. რეალურად კი მივიღეთ პოლიტიკური კლასის სრული კრახი:
შიგნით კლანური დაპირისპირება,
გარეთ საერთაშორისო იმიჯის ნგრევა,
და მთავარ ტრიბუნებზე იმ ადამიანების ბატონობა, ვინც დაკარგა საზოგადოებრივი ნდობა.!
ამ ყველაფერს კი თან ერთვის პარადოქსული მდგომარეობა — ქვეყანა, რომელიც იძახის, რომ დემოკრატიულია, ვერ პოულობს ავტორიტეტულ, ღირსეულ ლიდერს არც მმართველ პარტიაში და არც ოპოზიციაში.
დღეს “ოცნებისთვის” ავტორიტეტი არაა ინსტიტუცია, არამედ ბიძინა ივანიშვილია, რომელიც კულისებიდან მოძღვრავს მისივე ხელდასმულ “ბიჭებს”,ვინც მისი სახელით მოქმედებენ, მისი რჩევებით მუშაობენ ლობისტები თუ ფინანსური ჯგუფები. ეს არ არის დემოკრატია. ეს არ არის სახელმწიფოს მართვა ხალხის სახელით და ხალხის ინტერესებისთვის—.ეს ერთპიროვნული დიქტატურაა!!!!
ქვეყანას სჭირდება:
ავტორიტეტული, განათლებული და ეთიკურად სუფთა ლიდერები,
რეალური პოლიტიკური გუნდები, რომლებიც პასუხისმგებლობით უდგებიან მმართველობას,
დამოუკიდებელი სასამართლო და მედია,
და რაც მთავარია — ისეთი არჩევნები, რომელშიც არ იქნება გაყალბება, ძალადობა, შანტაჟი, “კარუსელები” და სიცრუის კამპანიები.!
პოლიტიკური კრიზისი — ეს ჩვენი სარკეა!
მთავარია, მივხვდეთ, რომ არცერთი ამ წარუმატებლობისგან ჩვენ, საზოგადოება, არ ვართ გამიჯნულნი. ეს მდგომარეობა ჩვენი ერთობლივი დაუფიქრებლობის, გულგრილობის და დაშლის შედეგია:
როდესაც ვუყურებთ როგორ ისაკუთრებენ ბიუჯეტს,
როცა ვხედავთ როგორ იკანონებენ მაღალ ხელფასებს 17000-20000 ის ოდენობით ,ითვისებენ პრემია-დანამატებს, აყალბებენ ტენდერებს,
ხალხის კუთვნილი შრომის ანაზღაურება წარმოადგენს 600-700 ლარს,და პენსიები 350-450 ლარს და დიდი სიამაყით გვეუბნებიან რომ 35 ლარით მოუმატეს პენსიას, ეკონომიკური ზრდის “არნახული “შედეგი აქვს ქვეყანას და ხალხის ჯიბეს არ ეტყობა უკეთესობა,უამრავ ოჯახში მაცივარი თითქმის ცარიელია ,უამრავ ადამიანს საარსებო პროდუქტზე და წამალზე წვდომა არ აქვს…ნახევრად შიმშილშია ერის დიდი ნაწილი და გარბის ქვეყნიდან თვითგადარჩენის მიზნით,როდესაც მეცნიერი,პოეტი,მწერალი ,ხელივანი ,ექიმი და სხვა მიზერიაში ცხოვრობს,
და უწევს დახმარების მოლოდინში შიმშილის ზღვარზე არსებობა — საზოგადოების რეაქცია ამაზე ნულია,
ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა ვმონაწილეობთ ამ სისტემის მდგრადობაში და ვუხანგრძლივებთ არსებობას!
სხვა საქართველო არ გაჩნდება სხვანაირი ხალხის გარეშე.
სხვა საქართველო არ აშენდება ხისტი ლიდერების მოლოდინში — ჩვენ თვითონ უნდა ავაშენოთ ის ახალი ქვეყანა, ახალი ღირებულებებით, ახალი პოლიტიკური კულტურით და სხვა საზოგადოებრივი კონტროლით.
სანამ ამის გააზრებას არ დავიწყეთ, ქვეყანა დარჩება მათ ხელში, ვინც წლებია მხოლოდ საკუთარ პოზიციებს იცავს და ხალხს კი მხოლოდ წინასაარჩევნოდ იხსენებს.!
მე რისი იმედი მაქვს და ამ სიშორიდან იმედიანად შევცქერი -ეს არის მეცნიერთა კონგრესის მოღვაწეობა,შექმნილი პროექტები,პროგრამები მართვის სისტემის შესაცვლელად:ჩვენ თუ არ გავიაზრეთ რომ ამ სისტემით სვლა არის ქვეყნის გადაჩეხვა უფსკრულში,ისე ამ მდგომარეობიდან ვერ გამოვალთ:
მეცნიერთა კონგრესმა შექმნა უნიკალური რამ—ეროვნული თანხმობის პარლამენტის კონცეფცია,რაც გულისხმობს ხალხში არსებული გონიერი რესურსის ამოქმედებას ,ვის თვლის ხალხი ღირსად იყოს პარლამენტში და წარმოადგენდეს ქვეყნის სახეს!
ასეთიგონიერი,პატიოსანი,
პატრიოტი ადამიანები დასახელდა ხალხის მიერ,ამაზე მიდიოდა პროპაგანდა ქართული ტვ.ს პირდაპირი ეთერით,უამრავი ადამიანი გამოვიდა ღიად და საჯაროდ დაასახელა პიროვნებები ვინც მიაჩნდა ღირსად ყოფილიყო ასეთ პარლამენტში.
იმედით ვუმზერ მეცნიერთა კონგრესის ძალისხმევას. სწორედ მათ დააარსეს პლატფორმა, რომელიც არამხოლოდ აკრიტიკებს მმართველ სისტემას, არამედ ქმნის ალტერნატივას — რეალურ პროექტებსა და პროგრამებს, რომლებიც მიმართულია ქვეყნის მართვის ფუნდამენტური გარდაქმნისკენ.
ეროვნული თანხმობის პარლამენტის კონცეფცია
ნიშნავს — უპარტიო, გონიერ ადამიანებზე დაფუძნებული წარმომადგენლობით ორგანოს. იგი გულისხმობს საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას , ნდობას მისივე დასახელებული კანდიდატების მიმართ,ვინც რეალურად წარმოაჩენს ქვეყნის ღირსებას, პატიოსნებასა და პროფესიონალიზმს.
სექტემბრიდან —
მეცნიერთა კონგრესის უშუალო ხელმძღვანელობით, დაიწყებს მოქმედებას საზოგადოებრივი პარლამენტი. მისი სხდომები ხელმისაწვდომი იქნება ფართო საზოგადოებისთვის, ქართული ტვ.ს პირდაპირი ეთერის საშუალებით. ხალხს ექნება შესაძლებლობა თვალყური ადევნოს განხილვებს, საზოგადოების მოთხოვნებს და იმ პრინციპებს, რასაც ეს ორგანო დაიცავს.
ეს მოდელი მიგვიყვანს რეალურ დემოკრატიამდე — არა ქუჩის აქციებითა და ღრიალით, არამედ შინაარსიანი დიალოგით, წერილობითი მიმართვებითა და საზოგადოებრივი ზეწოლის ცივილიზებული მეთოდებით.
დადგება ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხიც–ხელისუფლება, რომელიც იგნორირებას გაუკეთებს ამ პროცესს , არ შეისმენს ხალხის არგუმენტირებულ პოზიციებს, იქნება პასუხისმგებელი ქვეყნის წინაშე. და, შესაბამისად, ხალხს ექნება უფლება და პასუხისმგებლობა, არჩევნების გზით ჩაანაცვლოს მსგავსი ხელისუფლება უკეთესით.
ეს იქნება პლატფორმა ყველა პოლიტიკოსისთვის
—-საზოგადოებრივი პარლამენტი ასევე გახსნილი იქნება პოლიტიკური ლიდერებისთვის — მოწვეული იქნებიან ყველა პარტიის წარმომადგენლები, რათა ღია დისკუსიაში მიიღონ მონაწილეობა. ამ ფორმატში არ იქნება დაპირისპირების ძველი ლექსიკა (“შენ მოღალატე ხარ”, “შენ რუსეთუმე ხარ” ,შენ უსამშობლო და ა.შ.) — აქ იქნება შინაარსიანი მსჯელობა საქვეყნო საკითხებზე, რაც პოლიტიკური კულტურის დამკვიდრების საფუძველი გახდება ქვეყანაში
რა მოხდება, თუ საზოგადოებრივი პარლამენტი რეალურ ძალად ჩამოყალიბდება?!
მივიღებთ უპარტიო პარლამენტს, რომელიც არ იქნება ვიწრო ინტერესებზე ან ლიდერზე მორგებული.
დაიწერება ხელახლა ხალხზე და ქვეყანაზე მორგებული დოკუმენტი-კინსტიტუცია,რომლის მიღებაც მოხდება რეფერენდუმით და რეფერენდუმის გარეშე არავის ექნება უფლება მასში ცვლილებები შეიტანოს!
დაბრუნდება რეფერენდუმის უფლება, რაც ხალხს პირდაპირი ჩარევის საშუალებას მისცემს.
პარლამენტი გახდება საზოგადოებრივად პასუხისმგებელი — თუ იგი ხალხს არ ემსახურება, შეგვეძლება მისი უკან გაწვევა.
– პოლიტიკური პარტიები აღარ მიიღებენ საბიუჯეტო დაფინანსებას — დასრულდება ბიუჯეტის გამოყენება პარტიული ინტერესებისთვის.
– დაბრუნდება მიტაცებული სახელმწიფო ქონება, მათ შორის ფეოდალურ მფლობელობაში გადასული ეროვნული რესურსები.
– გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსებით მნიშვნელოვნად გაიზრდება პენსიები — 1000–1500 ლარამდე.
– დამკვიდრდება სამართალი ყველასთვის, შეწყდება კლანური თუ კორუფციული გავლენები.
– შეწყდება უკონტროლო მიგრაცია, აღდგება საზღვრის და მოქალაქეობის კონტროლის მექანიზმები.
– ქვეყანაში დაბრუნდება ქართველობა — შიდა და გარე ემიგრაციის ტალღა შეჩერდება და ადამიანი სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივას დაინახავს.
– მიღებული იქნება ეროვნული დოქტრინა რეფერენდუმით — ეს იქნება ქვეყნის განვითარების საყრდენი !
– ერივნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინის მიღება მოაწესრიგებს ურთიერთობას ყველა სახელმწიფოსთან, [მათ შორის რუსეთთანაც]— ურთიერთპატივისცემაზე და ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგის გზით.
და დღეს რომ ვინმე იტყვის — ეს შეუძლებელია…
სწორედ ასე ეგონათ დავით აღმაშენებლის ეპოქაშიც, სანამ არ შეიქმნა ის, რასაც დღეს “ოქროს ხანას” ვუწოდებთ. მაშინაც საჭირო იყო გამბედაობა, გონიერება, სიმტკიცე და მიზნის რწმენა — ზუსტად ის, რაც დღეს გვჭირდება.
ყველაფერი ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა აღარ გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც გარედან იმართება და არ იქნება უცხო ინტერესების მძევალი. მხოლოდ თავისუფალი, დამოუკიდებელი და სუვერენული საქართველო შეძლებს წინსვლას — ღირსეული მომავლისკენ!
ეს შესაძლეველია არჩევანის გზით,პასუხისმგებლობა თქვენზეა ,ხალხზეა,როგორ არჩევანს გავაკეთებთ !
— ჩვენ სხვა საქართველო გვინდა!!!
ლუარა ნიჟარაძე-მეცნიერთა კონგრესის წევრი,ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
30 .06.2025 წ.