მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

მეცნიერთა კონგრესის საგანგებო განცხადება რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით

ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას-მთავარი ქართული და სახელმწიფო ინტერესია! დისკუსიაში ვიწვევთ ხელისუფლებას!
პარასკევს და ორშაბათს,მეცნიერებს დიდი და იმედიანი საუბარი გვექნება!

5 მარტს,პარასკევს,18.30 სთ. მეცნიერთა კონგრესის ფეისბუკ- კონფერენცია პირდაპირ ეთერში:
თემა : საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება არა გიგანტურ ჰესებში, არამედ 21 ე საუკუნის ენერგეტიკაშია!
მოვისმენთ მეცნიერების დოქტორის, ამირან აფციაურის პოზიციას…

კონგრესი არის ჯანსაღი ოპონირების მომხრე და ამიტომ შესთავაზეთ პარლამენტს,მეცნიერების დოქტორების: ამირან აფციაურის,ნინო ჩხობაძის, თეა გოდოლაძის, ვახტანგ ზარქუას, გიორგი ქუთათელაძის, არასამთავრობო ორგანიზაციის -“სოლიდარობა ბიზნესს” დამფუძნებლის გიგა გუდაძის და გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრის – თეიმურაზ შაშიაშვილის მონაწილეობა პარლამენტის პლენარული სხდომაზე, რიონის ხეობაში მშენებარე ჰესის განხილვასთან დაკავშირებით, სიტყვის თქმის უფლებით!

ჩვენ გვინდა,საზოგადიებამ დაინახოს ორთავე მხარის პოზიცია და გააკეთოს დასკვნა.გვინდა ვიფიქროთ,რომ ხელისუფლება ამას გაითვალისწინებს.დღეს,კონფერენციის დასაწყისში გაკეთდება განცხადება და საზოგადოება გაიგებს შედეგს.ჩვენ დღეს არ ვაპირებთ პარლამენტში მსჯელობის ანალიზს,მაგრამ პასუხს გავცემთ მთავარ კითხვას,რომლითაც აშინებენ საზოგადიებას:ეს ჰესი წყვეტს ენერგო-უსაფრთხოების პრობლემას,თუ მეცნიერთა პროგრამა- “მომავლის ენერგეტიკა?”.დიდი და იმედიანი საუბარი ექნებათ მეცნიერებს!უყურადღებოდ არ დარჩება პარლამენტის დისკუსიაც ,მინისტრების გამოსვლები.

ორშაბთს,16.00 საათზე ექსპერტები: ნინო ჩხობაძე,თეა გოდოლაძე,ვახტანგ ზარქუა და სხვები ფბ-ის პირდაპირ ეთერში ,გაანალიზებენ პარლამენტში დასმულ საკითხებს,მინისტრების მოხსენებებს!

ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას.პირდაპირ ვამბობთ უკადრებელი გვაკადრეს-რიონის ხეობაც და რიონის ფსკერიც კი გაგვიყიდეს. ყველაფერ ამაზე ღიად ვისაუბრებთ პარასკევის და ორშაბათის ფბ-კონფერენციებზე, 14 მარტის სახალხო შეკრებაზე ქუთაისში!

ვნახოთ ხელისუფლება რა გზას აირჩევსდიალოგისა და თანამშრომლობის,თუ იგნორირებისა და დაპირუსპირების!

ჩვენი კონფერენცია-შეხვედრები ღიაა,ხელისუფლების წარმომადგენლებს,სახელისუფლებო პოზიციის მომხრეებს, შეუზღუდსვად ექნებათ გამოსვლისსაშუალებაც და რეგლამენტიც!

მისამართი: თბილისი,რუსთაველის 48,კულტურის ფონდის შენობა
საკონტაქტო ტელეფონი:5 97 57 04 19

პ.ს.ფეუსბუქ-კონფერენციების ნახვა შეგიძლიათ ამ ლინკის გახსით:
https://www.facebook.com/teimurazshashiashvili

Facebook Comments
5 (100%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *