მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

დრომ არნახული ლუსტრაცია მოახდინა

 

  •  დრო „მეცნიერთა კონგრესის“ სასარგებლოდ მუშაობს!
  • „მეცნიერთა კონგრესი“ არ აპირებს პიროვნებების წინააღმდეგ ბრძოლას ჩვენ ვიბრძვით საქართველოსთვის!

დღეს, ქვეყნის პოლიტიკურ, უფრო სწორად მის სტრუქტურალურ სივრცეში ორი პროცესი გამოიკვეთა:

პირველი –  საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის გაუქმების პროცესი მიდის

მეორე – პარალელურად, ხელისუფლების პატრონაჟით სოკოებივით იქმნებიან ახალი პოლიტიკური პარტიები, თუ პოლიტიკური ელფერის მატარებელი საზოგადოებრივი ორგანიზაციები.

ჩვენ ორთავე პროცესი ანტიქართულდ მიგვაჩნია, რამეთუ ორთავე ხელისუფლების კარნახით მიდის და ორთავე ეგრეთ წოდებულ თუ ამბიციურ პოლიტიკოსებთან არის დაკავშირებული.

ამბიცია ცუდი არ არის, მით უფრო , პოლიტიკოსისთვის, მაგრამ დრომ დაადასტურა, რომ არსებობს ორი სახის ამბიცია: ერთი – როცა შენ იბრძვი იმისთვის, რაც გეკუთვნის, ეს არის დემოკრატიული ბუნების ადამიანთა პოზიცია, ვთქვათ პირდაპირ – ეს არის დასავლური და მეორე – როცა შენ იბრძვი იმისთვის, რაც არ გეკუთვნის. აქაც პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს რუსულ-ბოლშევიკურია, 30 წელზე მეტია, ეს მძლავრობს საქართველოში.

პირველი ჯანსაღია მეორე – ავადმყოფური, რადგან მის უკან თანამდებობისთვის მებრძოლნი უფრო ჩანან, ვიდრე ქვეყნისთვის.

ევროპასა და ამერიკაში მიმდინარე პროცესები ადასტურებენ, „მეცნიერთა კონგრესის“ პროგრამული დოკუმენტების არა უბრალოდ მათ  სისწორეს და ცხოველმყოფელობას, არამედ მათ უდიდეს მნიშვნელობას უკვე დღეს და მით უფრო შორეულ პერსპექტივაში.

აქ გასაკვირი არაფერია, „მეცნიერთა კონგრესი“ 20 წელზე მეტია, აანალიზებს გამოცდილებას, რომელიც დაგროვდა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთის დემოკრატიულ ქვეყნებში და ასე შექმნა პროგრამული დოკუმენტები, რომელთა განხილვა სერიოზულ ექსპერტთა მონაწილეობით შედგა ქვეყანაშიც და ქვეყნის გარეთაც.

სწორად გვითხრეს ევროპაში, თქვენი კონცეფცია ‘პიროვნებათა პარლამენტის“ თაობაზე, ეს მომავლის კონცეფციაა და დაასრულებს პარტიების პარპაშს იმ ქვეყნებში, სადაც  გამოიყენებენ ან თვითონვე შექმნიან  ანალოგიური განწყობის პროგრამებსო.

ეს სერბეთმა დაადასტურა, რომ პარტიების დრო მთავრდება და მომავალი აქვს იმ ქვეყანას, სადაც ქვაკუთხედი ხალხის და მეცნიერების ერთობაა.

გული გვწყდება, „მეცნიერთა კონგრესის“ წიაღიდან გაქცეულნი, ნაცვლად იმისა, რომ პატივისცემით ეკიდებოდნენ გონიერ კაცთა ნამოღვაწარს, ზარზეიმით იწყებენ იგივეს კეთებას ისე, რომ „მეცნიერთა კონგრესის“ არათუ პროგრამების, არამედ სახელის ხსენებაც კი არ სურთ.  ამით ისინი „მეცნიერთა კონგრესის“ პროგრამების დისკრედიტაციასაც ეწევიან, მაგრამ იმასაც ვერ ატყობენ, რომ უზნეო ადამიანების სახელსაც ირქმევენ.

„მეცნიერთა კონგრესი“ არ აპირებს პიროვნებების წინააღმდეგ ბრძოლას ჩვენ ვიბრძვით საქართველოსთვის.

ჩვენი დასკვნა კატეგორიულია: დღეს არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელსაც კონსტიტუციული უმრავლესობით გამარჯვების შემთხვევაშიც კი, შეეძლება სისტემური ცვლილებების განხორციელება, რადგან სამკვდრო-სასიცოცხლო პოლიტიკურ დაპირისპირებასთან ერთად, პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობა შიდა და გარე ვალდებულებებითაა დატვირთული. ასეთ პირობებში და არსებული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებით ძალიან დიდი ალბათობით ისევ გაგრძელდება  ქუჩის აქციები, სვლა სრული დიქტატურისკენ მიმავალ საშიშ მშვიდობამდე!

პოზიცია მომავლის საქართველოსთან დაკავშირებით, ლაკონურია:

დღეს მთავარია, ხალხის და მეცნიერების ერთობით ქვეყანაში პარტიების დიქტატურის დასრულება და არჩევნებით არა პარტიების და პოლიტიკოსების, არამედ ხალხის და ქვეყნის გამარჯვება!

მიზანიც ნათლადაა ჩამოყალიბებული:  ქვეყანას სჭირდება ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის შიგნით თავისუფალი იქნება დაპირისპირებისგან და ქვეყნის გარეთ, ვალდებულებისგან. ხელისუფლება, რომელიც არ იქნება ფულისა და ძალაუფლების მოყვარული.

ჩვენ ასე ვხედავთ საქართველოს. ამას ემსახურება ჩვენს მიერ შექმნილი პროგრამული დოკუმენტები და მზად ვართ მოქმედებისთვის. თუ რას ნიშნავს ეს, ამას ნოემბრის ბოლოს წარმოგიდგენთ. დღეს კი, წარმოგიდგენთ უმთავრეს პროგრამულ დოკუმენტს – კონცეფციას

„ეროვნული თანხმობის პარლამენტის“ შექმნის თაობაზე

რომლის განხილვაც, რამდენადაც დაუჯერებლად არ უნდა მოგეჩვენოთ,  ვერა და ვერ მოხერხდა ვერც წინა და ვერც ამ ხელისუფლებაში. ხელისუფლებებს ასე ეშინიათ მათგან არამართვადი მეცნიერებისა და პროფესიონალების და ჩვენგან გადაბირებულებით თუ ხელისუფლების სურვილის გამტარებელი ამბიციური პიროვნებებით ქმნიან ჯგუფებს, რომელთაც როგორც ჩანს, გზას უხსნიან პოლიტიკისკენ. ეს არის ფიქრი არა ქვეყანაზე, არამედ ძალაუფლების შენარჩუნებაზე. მათთვის სასურველი ახალი ადამიანების სისხლის გადასხმით.

როგორც იტყვიან, დრომ არნახული ლუსტრაცია მოახდინა. დრო „მეცნიერთა კონგრესის“ სასარგებლოდ მუშაობს.

 ნახეთ ეს პროგრამა. ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის.

აქ წარმოდგენილია როგორც დოკუმენტის ტექსტი, ასევე ვიდეო პრეზენტაცია

სამარცხვინოა, რომ დღემდე არც ერთმა სატელევიზიო გადაცემამ ერთი წუთიც კი არ დაუთმო ამ კონცეფციის განხილვას. იქნებ დღეს, სერბეთის არჩევნებმა მაინც აიძულოს მედიასაშუალებები „მეცნიერთა კონგრესის“ პროგრამების განხილვა.

მეტი

მსგავსი სიახლეები