"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდი

ლევილიდან იწყება ქართველი ემიგრანტებისა და საქართველოში დარჩენილი ქართველების გაერთიანების გზა

ლევილის ქართველთა სათვისტომოს “ქართული ერთობის დარბაზის” და “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ”ფონდის ეგიდით ქართული დელეგაცია ვესტუმრეთ.

დელეგაციას   ქართული საზოგადოების  სხვადასხვა სფეროს დიდებული პიროვნებები წარმოადგენდა.

1.ახვლედიანი დავიდ-სახალხო მიღწევების გამოფენის სამეთვალყურეო საბჭოს თავ.რე ,აკადემიკოსი

2.დონაძე ნატო-ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი

3.თვალავაძე თეა- თბილისის ლიტერატურული მუზეუმის დირექტორის მოადგილე

4.კოჩალაძე შორენა-ექიმი_სტომატოლოგი

5.ლორთქიფანიძე ფერდინანდ-მშვიდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი

6.ნიჟარაძე ლუარა-გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ ფონდის გენერალური დირექტორი

7.ბაკურაძე ნანა-სანოტარო ბიუროსუფროსი

8.ჟღენტი ომარი-ტექნიკური მეცნიერებათა დოქტორი

9.ჟღენტი სოსო-შპს “სამთას”დირექტორი

10.ჟღენტი გიორგი-სკოლის მოსწავლე

11.ჟღენტი ნინო-სკოლის მოსწავლე

12.სისვაძე ლია-საჯარო რეესტრის სააგენტოს თანამშრომელი

13.ფილიპია ზურაბი-ბიზნესმენი

14.ქორიძე კახა-საქართველოს სამეფო სახლის კანცლერი

15.შაშიაშვილი თეიმურაზი-გელათის აკადემიის აკადემიკოსი,პოლიტიკოსი

16.წულაია ბაჩანა-ბიზნესმენი.

17.ჯუმბერ ბოლღაშვილი,მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,ქირურგი-ტრამვატოლოგი.

1921 წლის 18 მარტს სამშობლოდან დევნილი ქართველობა თურქეთის გავლით საფრანგეთში ჩამოვიდა და ლევილში დაიდო ბინა.მას შემდეგ ლევილი ქართველ ემიგრანტთა მიმღებ ადგილად იქცა.

ლევილი არის ჩვენი წარსული რომელიც საქართველოს და საფრანგეთს  აერთიანებს,ჩვენი ეროვნული ღირებულებებისა და ფასეულობების პატივისცემა სწორედ ლევილიდან იწყება,ლევილიდან იწყება ქართველი ემიგრანტებისა და საქართველოში დარჩენილი ქართველების გაერთიანების გზაც.

სწორედ ჩვენი ვიზიტი  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ლევილში    იმ  ქართველი ემიგრანტების  საფლავების მონახულებით დაიწყო,ვისაც სამშობლო სტკიოდა და ვინც უცხოობაში სამუდამოდ დაიდო ბინა.

ამაღელვებელი იყო ეს დღე დიდ მამულიშვილთა სასაფლაოზე .აქ ბევრი ქართველი დაგვხვდა,რატომღაც იქ იმ წუთებში სასაფლაოზე ქართველები ერთმანეთს მოწიწებით ვესალმებოდით და თითქოს ეს წამიერი პატივისცემა უნდა ყოფილიყო გაერთიანების დასაწყისიც….

საფრანგეთში ჩასულ ქართულ დელეგაციას დიდი სიყვარულით შეგვხვდა ქართველი ემიგრანტები ,განსხვავებით აქ არსებული ქართული სათვისტომოს ასოციაციის პრეზიდენტის ,როგორც თვითონ განაცხადა,ვასილ კეკელიძისა,რომელმაც ჩვენს დელეგაციას შეურაცყოფა მიაყენა და ერთიანობაზე რომ ლაპარაკობდა მისი საქციელი ქართველების კიდევ უფრო მეტ გახლეჩვას ემსახურებოდა.გაუგებრობა მოყვა ბატონიშვილის ალექსანდრე ბაგრატიონისათვის პატივდების სიგელის გადაცემას,რომელიც მშვიდობის საერთაშორისო ფონდის თავ.რემ ბ.ნ ფერდინანდ ლორთქიფანიძემ გამოაცხადა.რატომღაც ამ სიგელის გადაცემა ვიღაცამ მონარქიის დაბრუნების აგიტაციად აღიქვა.თუმცა ეს დღე იმდენად მნიშვნელოვანი იყო ,რომ მისი ეს მდაბიო საქციელი საკუთარ უვიცობას ამჟღავნებდა.რას იზამ ასეთი მდაბიო მორალის  სათვისტომოს პრეზიდენტიც გავიცანით.

ქართველი ემიგრანტების გულუხვი მასპინძლობა და სიყვარული ქართული ერთიანობის დიდებული სურათია.სწორედ მათში აისახებოდა ის ქართული სიყვარული,ქართული მორალი და ქართული გული,რომელიც საქართველოს გააერთიანებს.

ჩვენი მასპინძლები წლობით ემიგრაციაში მყოფი ბონდო ქურდაძე,პაატა ხარიშვილი ,ვაჟა ლაზიშვილი და სხვა ქართველი ემიგრანტები იყვნენ,ვინც დახვდნენ  ჩვენს დელეგაციას საფრანგეთში,მათი დიდი   სიყვარული  და პატივისცემა ჩვენი ეროვნული ფასეულობების გამოვლინებაა,იმ ეროვნული ღირებულებების ძლიერად დამკვიდრებაა რაც ჩვენს წარსულს ,აწმყოს და მომავალს აერთიანებს.

ქართველ ემიგრანტებთან საუბრებმა დაგვანახა რაოდენ მძიმეა ემიგრანტობის ტვირთის ზიდვა ,რაოდენ მტკივნეულია საკუთარი კერიის მიტოვება და იქცე იძულებით დევნილად შენი სამშობლოდან.

აქ საფრანგეთში აწყობილი ქვეყანაა,აქ ურჩევნიათ ქართველ ემიგრანტებს აწყობილ სახელმწიფოში მათი უფლებები დაცულია,საქართველო კი ვერ იცავს საკუთარი მოქალაქეების უფლებებს.რატომღა გვიკვირს რომ უცხოეთში გარბიან ქართველები ბედის საძებნელად.

და იქიდან ვინ იცის თუ ოდესმე დაბრუნდებიან….

…..  ემოციებით დატვირთული იყო შეხვედრები ქართველ ემიგრანტებთან…და  2019 წლის 26 მაისიც საფრანგეთში გატარებული ერთერთი   ემოციურ ფურცელია “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” მიზნობრივი  პროგრამებისა.

 

2019 წ.26 მაისი.ლუარა ნიჟარაძე

“გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” ფონდის გენერალური  დირექტორი.

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *