პროექტები

ძვირფასო მეგობარო!

ძვირფასო  მეგობარო,

გვაქვს პატივი, მეცნიერთა დიდი ჯგუფის სახელით დაგიდასტუროთ ღრმა პატივისცემა და მოგაწოდოთ, ხაზს ვუსვამთ, მოგაწოდოთ, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს  თქვენდამი ჩვენი დიდი გუნდის განწყობას და ამავე დროს, თქვენ არაფერს გავალდებულებთ.

ჩვენ, წარმოვადგენთ „მორალურ გუნდს“, ვაგრძელებთ იმ კურსს, რომელიც დიდმა ქართველმა მოღვაწეებმა: მერაბ ბერძენიშვილმა, რეზო  ჩხეიძემ, ანზორ ერქომაიშვილმა, რომან რურუამ, გიგა ბათიაშვილმა, არნოლდ გეგეჭკორმა, გივი თოიძემ, ომარ მხეიძემ, თემურ გუგუშვილმა და სხვებმა ჩამოაყალიბეს „მოქმედების მანიფესტში – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული საქართველო“, რომელსაც მეცნიერებმა მაშინვე ვუწოდეთ ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართული პროგრამული დოკუმენტი და ეს დრომაც დაადასტურა.

დრო ადასტურებს, რომ  ქართული, მხოლოდ ქართული გზა –  ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს, რომ ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს, რომ ყალბი და არაქართულია ქვეყნის გარეთ მხსნელის ძებნა გარეთ მხოლოდ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა პატრონები. ისტორია ადასტურებს, რომ ქართული არასდროს ნიშნავდა ჩაკეტილობას, ყოველთვის იყო ნაზიარები ზოგადკაცობრიულთან. ისტორია ადასტურებს იმასაც, რომ საქართველოს მსახური ცუდი ხელისუფლებაც კი ათასგზის სჯობს გარედან მართულ და გარედან ნაქებ-ნადიდებ ხელისუფლებას. დრო ადასტურებს იმასაც, რომ  ბოლო წლებში  უშედეგოდ დამთავრდა ამ განწყობის დიდი ქართული პროცესის დაწყებაც და, განსაკუთრებით, ბოლომდე მიყვანა. მიზეზი მარტივია – ეს  სახელმწიფო კაცებმა კარგად ჩამოაყალიბეს „მოქმედების მანიფესტში“, რომ ქართული საინფორმაციო სივრცე ქართული აღარ არის, უფრო მეტიც, ებრძვის საქართველოს და რომ რაც არ გვაკლია, ეს არის ქვეყნის გარე ძალთა მსახური პარტიები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საინფორმაციო საშუალებები და რაც არნახულად გვაკლია, ეს არის ქართული განწყობის სახელმწიფოებრივი აზროვნების საზოგადოებრივი ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები,საინფორმაციო საშუალებები. სახელმწიფო კაცებმა „მდიდარი მონები“ უწოდეს გარე ძალთა მსახურთა დამფინანსებელ ბიზნესმენებს.  მძიმეა ჩვენგან ამის ხაზგასმა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს  რეალობაა.

დიდი ქართული დიდსულოვნებით ეძებდნენ სახელმწიფო კაცები XXI საუკუნის სარაჯიშვილებსა და ზუბალაშვილებს. ისინი ამბობდნენ: ასეთები არიან და გაცილებით მეტნი იქნებიან, თუ ჩვენ ქვეყნის განვითარების სწორ გზას შევთავაზებთ.

ჩვენ, მეცნიერები ვადასტურებთ, რომ ერთადერთი მძალვრი საყრდენი, რომელიც შეიძლება ჰქონდეს მომავლის საქართველოს, ეს არის ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობა, ეს არის იმის გაცნობიერება, რომ ჩვენ, მიუხედავად პარტიული თუ რელიგიური კუთვნილებისა, მსოფლმხედველობისა,  უნდა მივსდევდეთ ბიბლიურ მცნებას: „მთავარში ერთობა,სადავოში – თავისუფლება, მაგრამ – ყველაფერში სიყვარული“.

ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება. გავაცნობიეროთ ის, რომ უდიდესია ქვეყნის ინტელიგენციის როლი, რომ ინტელიგენტი არის ის, ვინც იცის, რომ დაპირისპირება დამანგრეველია, რომ განვითარება თანამშრომლობის ჰარმონიზაციაშია და რომ ინტელიგენტი ის არის, ვინც ხალხს იცავს ხელისუფლებისგან და არა პირიქით. ეს არამარტო ქართული, მსოფლიო გამოცდილებაა და მისი უარყოფა, რისი ნიშნებიც აშკარად ჩანს, ჩვენ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაგდებს – მეტად დაგვაპირისპირებს, კიდევ უფრო მეტად წაართმევს გონებას პოლიტიკას და ქვეყნის მართვის სადავეებს ისევ ქუჩას და ქუჩის პოლიტიკოსებს დაუტოვებს.

გავიაზრეთ რა ყველაფერი, 200-მდე მეცნიერმა შევძელით ერთიანი თანამშრომლობით შეგვექმნა საქართველოს განვითარების კონცეფცია: „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“, გამოგვეცა წიგნად და მის განვითარებად, მიმდინარე წლის 8 თებერვალს, დავითობას, მეფეთმეფის მიერ შექმნილი მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში მიგვეღო პროგრამა: „ახალი განზომილება, ანუ რა შევცვალოთ რომ გადავრჩეთ“. ყველა ეს დოკუმენტი განთავსებულია ინტერნეტსივრცეში, ჩვენსავე ვებ.გვერდზე: www.civilizebuli.ge და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პიროვნებისთვის.

ორი წელი ვიმუშავეთ ამ საკითხებზე… არავინ შევაწუხეთ. მივყვებოდით სახელმწიფო მოღვაწეთა რჩევას: მთავარია, ხალხს და ქვეყანას დავანახვოთ მომავლის პროგრამული ხედვა და გავუჩინოთ სურვილი ამ პროცესში მონაწილეობისა. სწორედ ამას ეყრდნობა ჩვენი ორწლიანი მოღვაწეობაც და ის, რაც შევქმენით ამ ხნის განმავლობაში.

მიგვაჩნია, რომ თაობათა ერთიანობის, ქვეყანაში დარჩენილთა და ქვეყნის გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა ერთიანობის გარეშე, მომავალი არ გვაქვს. ამ ანალიზებს თქვენ ამ კრებულებში ნახავთ დიდ ეკონომიკურ პროგრამებთან ერთად. ჩვენ ამ მუშაობას ვაგრძელებთ. სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ 8 თებერვალს „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი“, რომელსაც 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გავაგრძელებთ საფრანგეთში,  ლევილის ქართველთა მამულში და 40 ქვეყნის 85 ქალაქში კონგრესის სესიების ჩატარების შემდეგ, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არჩეულ დელეგატთა მონაწილეობით, დავასრულებთ მომავალი წლის შემოდგომაზე, ეროვნული ყრილობით, „მომავლის საქართველოს“ პროგრამის დამტკიცებით,“სახელმწიფო კაცების  საკრებულოს” არჩევით.

ჩვენი დიდი სურვილია, ამ საშვილიშვილო პროცესში ყველანი ვიყოთ ჩართული. როგორც უწმინდესმა ბრძანა: ხალხიც, ეკლესიაც და ხელისუფლებაც. სწორედ ამიტომ იყო, რომ ჩვენ განსაკუთრებული წერილებით მივმართეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ მამუკა ბახტაძეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კობახიძეს. ასეთივე პროგრამული იქნება წერილები, რომლებსაც 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს გადავცემთ საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და მმართველი პარტიის ლიდერს, ქველმოქმედსა და მეცენატს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს.

ჩვენ იმაშიც შევთანხმდით, რომ საქართველოს ბიუჯეტს მეტი პატივისცემით უნდა ხარჯვა. სწორედ ამის დასტურად, ამ გრანდიოზული პროგრამის განხორციელებას სახელმწიფო ბიუჯეტის გარეშე ვაპირებთ… ჩვენ უარს ვამბობთ უცხოური გრანტებზე მარტივი მიზეზის გამო: ჩვენ მხოლოდ ჩვენი სამშობლოს ინტერესი გვამოძრავებს და არ გვინდა, პირდაპირ თუ ირიბად  რომელიმე გარე ძალის ინტერესთა გამტარებელი გავხდეთ. ფაქტია, დღემდე  უცხოური გრანტებით გაცილებით მეტი ანტიქართული კეთდება, ვიდრე ქართული. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ სუფთა და შიშველი ხელების მოძრაობაზე.

ბევრ ჩვენს თანამემამულეს გაუჩნდა იდეა შეიქმნას საზოგადოებრივი პროექტის: „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მხარდაჭერის  ფონდი. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ იდეის ინიციატორები არიან ჩვენი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულენი: ცნობილი ინჟინერი, დავით ლიპარტელიანი;  ცნობილ სპორტსმენი და ხელოვანი …..ბურჯანაძე;  მეცნიერებათა დოქტორი ლუარა ნიჟარაძე, პედაგოგი ქეთევან ქებულაძე, ლური მაღლაფერიძე; ეროვნული მოძრაობის სათავეებთან მდგომი  ჯუმბერ კახაძე, შვედეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი ლელა კუხიანიძე და სხვა მრავალი.

ფონდის შექმნის იდეას გაჩენიდან ორი დღის განმავლობაში ქვეყანასა და ქვეყნის გარეთ უამრავი მხარდამჭერა გამოუჩნდა და რამაც უდიდესი დიდი სტიმული მოგვცა, ეს პროცესი დაგვეჩქარებინა.

ჩვენ ყველამ კაცურად და ადამიანურად ვთქვით: ყველამ უნდა გავიღოთ იმდენი, რისი შესაძლებლობაც რეალურად გაგვაჩნია და ამას ჩვენი სინდისი და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა გვკარნახობს. ამავე დროს, ყველა უნდა იყოს დარწმუნებული, რომ შემოსული თანხა ხალხის უმკაცრესი კონტროლით დაიხარჯება. ფონდებს, მით უფრო საქველმოქმედო ფონდებს, სამწუხაროდ, ცუდი ისტორია აქვთ საქართველოში. ჩვენი სურვილია, ურთიერთთანადგომით და ამ საქმესთან სინდისიერი ადამიანების დაკავშირებით უნდა შევძლოთ ნამდვილად მართალი და ჯანსაღი ისტორიის ფონდის შექმნა. ეს ხალხმა უნდა  იგრძნოს და დაინახოს, ამაში უნდა დარწმუნდეს  ურწმუნო თომაც.

ვებ.ვერდზე განთავსდება ყოველთვიური ინფორმაცია და რაც მთავარია, მომდევნო წლის შემოდგომაზე, „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა“ დასკვნით კონგრესზე, სპეციალურ წიგნად გამოვა სრული სია, თუ ვის მივმართეთ წერილობით, ვინ გამოეხმაურა მედიაში და ელექტრონულ სივრცეში გამოქვეყნებულ მიმართვას,  ვინ რა შესწირა საზოგადოებრივი პროექტის,„გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მხარდაჭერის ფონდს და რისი გაკეთება გახდა შესაძლებელი საერთო ძალისხმევით. ეს იქნება წიგნი,  რომლითაც იამაყებს ამ ფონდის მხარდამჭერი ყოველი ადამიანის შთამომავალი; ეს იქნება წიგნი, სადაც გამოჩნდება, რა ეროვნული საქმეების კეთება შეუძლია წესიერებას და მორალურ ადამიანებს.

ამ პროგრამულ კრებულში შეგნებულად შევიტანეთ ილია ჭავჭავაძის „დავით აღმაშენებელი“ და აკაკი წერეთლის „თამარ მეფე“ . აქ კარგად ჩნს ჩვენი ისტორიაც, რა გიგანტების მხრებზეც ვდგავართ და რა პასუხისმგებლობა გვეკისრება როგორც ჩვენი ისტორიის, ასევე დღევანდელობის და მომავლის წინაშე. ჩვენ უნდა ვიამაყოთ და უდიდესი პასუხისმგებლობა ვიგრძნოთ ამ წიგნში გამოქვეყნებული იმ სიტყვის გამო, რომელიც მეფე თამარმა წარმოთქვა მისი მეფედ კურთხევის დროს და რომლის მასშტაბებსა და სიღრმეს ანალოგი არ აქვს მსოფლიო ისტორიაში. ჩვენ ამას ყველა ენაზე ვთარგმნით და დარწმუნებული ვართ, ეს ასევე იქნება აღიარებული პროგრესული მსოფლიოს მიერ.

ჩვენ, მეცნიერები შევეცადეთ ამ წერილში გადმოგვეცა ის განწყობა, რომლითაც ჩატარდა კონგრესი გელათში; შევეცადეთ გულით, უდიდესი პასუხისმგებლობით და საერთო თანადგომის სურვილით, გვეთქვა სათქმელი… შეუძლებელს შევძლებთ ერთობით. ძალასაც გვაძლევს, რწმენასაც გვიძლიერებს და პასუხისმგებლობასაც, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სიტყვები, რომელიც მან ბრძანა,როცა გაეცნო ჩვენს პროგრამებს:

რასაც თქვენ ფიქრობთ და რის გაკეთებასაც აპირებთ, ეს ჰაერივით სჭირდება დღეს საქართველოს“.

უკეთესად ვერ იტყვი, მთავარია, ეს გაცნობიერდეს ხალხში, გაცნობიერდეს ხელისუფლებაში.

მეცნიერულ პროგრამებზე დაყრდნობილი მოქმედების დროა. გვწამს და გვჯერა, ერთად ვიქნებით ამ მამულიშვილურ საქმეში.

 

პატივისცემით,

საზოგადოებრივი პროექტის „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“

მხარდაჭერის ფონდის  სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე,

პროფესორი კობა კობალაძე   

 

ვაქვეყნებთ საზოგადოებრივი პროექტის – „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მხარდამჭერი ფონდის ანგარიშებს. დიდი მადლობა ყველას, ვინც  შეეხიდება ამ დიდი ეროვნული განწყობის პროცესს.

ანგარიში ლარებში: სს ლიბერთი ბანკი GE66LB0115181809573000

USD: Liberty Bank GE39LB0115181809573001

EUR: სს ლიბერთი ბანკი GE12LB0115181809573002

ბანკის კოდი:LBRTGE22

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *