"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდისლაიდერიქართველთა მსოფლიო კონგრესი

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა მისალმება მეცნიერთა კონგრესისადმი”გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ”

 

ვაცნობიერებთ რა ,რომ საქართველოში მძიმე სოციალურ-ეკონომიურ,პოლიტიკური კრიზისის ფონზე, “ხმა ერისა და ხმა ბერისა” საქართველოს გადასარჩენად უმნიშვნელოვანესი საქმეა ,ვუერთდებით ქართველ მეცნიერთა მიერ შემუშავებულ კონცეფციას “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ “ და მივესალმებით კონგრესის თითოეულ მონაწილეს და სრულიად საქართველოს!
ვთვლით რა, რომ:

მეცნიერთა ამ პროგრამის რეალიზება ერთადერთი გზაა ქვეყნისა და ერის გადასარჩენად ,ჩვენ უდიდეს მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ პროგრამის ინიციატორებს, მიგვაჩნია,რომ მისი განხორციელება საქართველოს გადაიყვანს სწორი განვითარების რელსებზე. ამ პროგრამის მნიშვნელობისა და მისი განხორციელების აუცილებლობის შესახებ საზოგადოების თუთოეულ წევრამდე დაყვანა ყველა ჩვენთაგანის მამულიშვილური მოვალეობაა, რამეთუ საქართველოს გადარჩენა დღეს თითოეული ქართველის წმინდათაწმინდა ვალია და სწორედ ემიგრანტებმა უფრო ვიცით,თუ რას ნიშნავს ცხოვრობდე უსამშობლოდ, შორს უცხო მხარეში, რაც საქართველოში არსებულმა სიღარიბის ზღვარზე მისული ოჯახების გადასარჩენად ზრუნვამ გვაიძულა, და თუ რას ნიშნავს გულზე გეწვოდეს შენი ოჯახის თუ სამშობლოს მონატრება,სწორედ ჩვენზე ,ემიგრანტებზე აისახა ყველაზე მწარედ საქართველოს ბოლო სამი ათეული წლების მძიმე რეალობა,სწორედ ჩვენ ემიგრანტები ვოცნებობთ ადრე თუ გვიან გვეღირსოს სამშობლოში დაბრუნება,ვნატრობთ ისეთ ქვეყანაზე, სადაც აღარ იქნება საჭირო ქართველმა ქალმა ჩაიცვას რკინის ქალამნები ,მოიწყვიტოს მკერდიდან ქმარ-შვილი,მიატოვოს მოხუცებული მშობლები და ოჯახის გადასარჩენად გულმოგლეჯილი გაუყვეს უცხოეთის გზას, რომელიც არც იცის სად მიდის,რა ელოდება და ამ გზიდან როდის დაბრუნდება…საქართველოს დღევანდელი ტრაგედიაა ათეული წლები გახლეჩილი ოჯახები ,უდედოდ დარჩენილი მცირეწლოვანი შვილები,ცოლის გარეშე დარჩენილი ქმრები ,და შვილის გარეშე დარჩენილი მოხუცებული მშობლები ამ ყველაფერს კი დასასრული არ უჩანს,

.ესაა სწორედ ეროვნული ტრაგედია….მოგმართავთ თქვენ საქართველოს დიდნო ჭირისუფალნო და ერის ღირსეულო მამულიშვილნო არ დავთმოთ ჩვენი ქვეყანა, ქვეყნის განვითარების სწორ რელსებზე გადაყვანა მხოლოდ დიდი ერთობით მიიღწევა და ამ ერთობისკენ მოგიწოდებთ ეროვნულ ძალებს ქართველი ემიგრანტები საქართველოს გადასარჩენად.

ჩვენი ხმა და დიდი სიყვარული ყველას, ვისაც სტკივა საქართველო და ვინც იბრძვის საქართველოს უკეთესი მომავლისათვის,უფალი ჰფარავდეს თითოეულ ქართველს და სრულიად საქართველოს.

ქართველი ემიგრანტები:
1.ლუარა ნიჟარაძე -იტალია,ფლორენცია.
2.ქეთევან ქებულაძე -იტალია,ემპოლი
3.ქეთევან ობოლაძე -იტალია
4.ნატო კოხრეიძე-იტალია
5.ნარგიზა ონიანი-იტალია
6.თამრიკო რუხაძე -იტალია
7.ნარიამ უბლავა-იტალუა
8.თინიკო კავთელაძე-იტალია
9.ნარგიზა ხუროძე -საბერძნეთი
10.ნინო ქოჩიაშვილი-საბერძნეთი
11.გულთამზე ქობულაძე-საბერძნეთი
12.გულნარა სოფრომაძე-საბერძნეთი
13.ლური მაღლაფერიძე-იტალია
14.მზია ბეღელაძე_იტალია
15.სოფიკო ქარქაშაძე-იტალია
16.ნორა ღლონტი-იტალია
17.დოდო გვეტაძე-იტალია
18.გიული მიხელიძე-იტალია
19.რუსუდან მაღლაფერიძე-იტალია
20.მანანა ნიკოლეიშვილი-იტალია
21.ლელა ერაძე-იტალია
22.ლეილა ჟიჟიაშვილი-ბივისი – ლონდონი
23.მარინა კურტანიძე-ლონდონი
24.ვაჟა ბუჩუკური-ლონდონი
25.ოუზა კაკრიაშვილი-იტალია
26.სალომე ავალიანი-იტალია
27.მედეა ნიჟარაძე -იტალია
28.ნანა ვაჩაძე -იტალია
29.ქეთინო ავალიანი-იტალია
30.ხათუნა ჭელიძე-იტალია
31.ანიკო ჩარქსელიანი-იტალია
32.მაია დვალი-იტალია
33.უჩა ამბროლაძე-ნიუ-იორკი
34.მაია კოსტავა გრიგორიევა-როსტოვი
35.ქეთინო ჩხობაძე -ნიუ იორკი
36.იზა ქებულაძე-ათენი
37.თინათინ კუხიანიძე- ესპანეთი
მადრიდი
38.გიორგი ნემსაძე ბელგია
39.ჟანა თოლორაია საბერძნეთი,ათენი
40.როზეტა ჟორჟოლიანი –
სტამბული
41.დონა შაშიაშვილი-ანკარა

და უამრავი სხვა ემიგრანტები იტალიიდან და საბერძნეთიდან.
2019.წ. 2.თებერვალი
.

Facebook Comments
5 (100%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *