"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდიმეცნიერთა კონგრესისლაიდერი
მეცნიერთა კონგრესი:საჭიროა დიდი ერთობა არა მდიდრებისა და ე წ.ბელადების, არამედ და სწორედ პროგრამის ირგვლივ
ანონსი

ხვალ,შაბათს,24 აპრილს,დღის 4 საათზე, „მეფე დავითის“ საზოგადოებრივ ცენტრში (ალექსიძის 10) გაიმართება მეცნიერთა კონგრესი „მომავლის საქართველო“
კონგრესის ორგანიზატორთა ძირითადი გზავნილია:
„მიზანი უნდა იყოს ადამიანი, ხოლო ხელისუფლება საშუალება ამ მიზნის მიღწევისა, და არა პირიქით,როგორც ეს დღემდეა: ხელისუფლებები სიტყვით არიან ხალხისთვის და საქმით საკუთარი თავისთვის.
ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. აუცილებელია სისტემური ცვლილებები. შესაცვლელია მართვის სისტემა. .
ჩვენ,მეცნიერთა ერთი გუნდი გთავაზობთ ჩვენ ხედვას.
საჭიროა დიდი ერთობა არა მდიდრებისა და ე წ.ბელადების, არამედ და სწორედ პროგრამის ირგვლივ!“
ერთად საქართველოსთვის!“
კონგრესის ტრანსლირება მოხდება ფეისბუქის პირდაპირ ეთერში.