"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდი
სწორედ ესაა ქართული საქმე,იდგე საქართველოსთვის და იღვწოდე საქართველოსთვის! – შეკრება ფონდის “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” ოფისში (22.04.2019წ)

გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ ფონდის ოფისში /თბილისი,ვ.ბოჭორიშვილის 37.ა/ერთი სამუშაო დღე.მეცნიერთა გუნდის წარმომადგენლებთან;
1.ბ.ნი შოთა ჩხეიძე,პროფესორი,საერთაშორ ისო ექსპერტი,ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი,საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი.
2.ბ.ნი ჯუმბერ ბოღაშვილი,ღირსების ორდერის კავალერი,პირველი კატეგორიის ექიმი ორთოპედ-ტრავმატოლოგი,რომელ იც აკეთებს ურთულეს ოპერაციებს -სახსრების გადანერგვა.
3.ფერდინანდ ლორთქიფანიძე ,ჩოხოსანთა საბჭოს წევრი,იაპონიის საპატიო მოქალაქე,საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე,რუსეთის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის წევრი.
4.ბ.ნი რამაზ გახოკიძე,საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი,სახელმწიფო და მელიქიშვილის პრემიის ლაურეატი,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოორგანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი,ბიოორგანული ქიმიის კათედრის გამგე.ქიმიის მეცნიერებათა პროფესორი.
5.ბ.ნი კობა კობალაძე,სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი,რომელიც თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ახორციელებს საერთაშორისო პროექტებს სოფლის მეურნეობის დარგში.”გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” ფონდის გამგეობის თავმჯდომარე და ამ ფონდის სულის ჩამდგმელი.აკადემიური პიროვნება.
რა დიდებულია ქართველი ერი ,რომელსაც ასეთი ცნობილი მოღვაწეები ჰყავს,სწორედ ასეთ მეცნიერებთან თანამშრომლობს ჩვენი ფონდი.მეცნიერებთან შეთანხმებით წყდება და განიხილება ყველა საკითხი.ოფისში იკრიბებიან და განიხილავენ მომავლის საქართველოს სხვადასხვა საკითხებს.იმ დღეს საუბარი შედგა თუ როგორი უნდა იყოს ქართული ტელევიზია. თუ რა გადაცემებს უნდა დაეთმოს საეთერო დრო,ვინ შეიძლება წაიყვანოს ესა თუ ის გადაცემა და რა ფორმატში.
სწორედ ასე იდგამს ფეხს ახალი ხედვა-ქართულის გადარჩენა მხოლოდ ქართული გზაა.
მეცნიერებას შეუძლია გადაარჩინოს საქართველო.ძლიერი სახელმწიფო საძირკველი სწორედ მეცნიერებთან თანამშრომლობით შეიქმნება.ჩვენ სწორედ ამ გზით მივდივართ…
მალე შედგება ამ ფონდის ოფიციალური პრეზენტაცია,ამოქმედდება ქართული ტელევიზია და ქვეყნის განვითარების უნიკალური პროექტების რეალიზებასაც ჩაეყრება საფუძველი.სწორედ ესაა ქართული საქმე,იდგე საქართველოსთვის და იღვწოდე საქართველოსთვის,ქართული ენის , ქართული ეროვნულობის და ქართული სახელმწიფოს გადასარჩენად! !



