"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდიმეცნიერთა კონგრესისლაიდერი
ქალბატონ ლუარა ნიჟარაძის საქმიანი შეხვედრა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ გიორგი სიგუასთან.

19 აპრილს ახალ ოფისში (ბოჭორიშვილის 37.ა),”გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” მხარდამჭერი ფონდის გენერალური დირექტორს, ქალბატონ ლუარა ნიჟარაძეს ჰქონდა საქმიანი შეხვედრა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ გიორგი სიგუასთან.
ბ.ნი გიორგი პირველი ქართველი დიპლომატია, რომელმაც შექმნა პირველი სავაჭრო ეკონომიური მისია საქართველო-უკრაინის ეკონომიურ ურთიერთობებს შორის.
“იგი არის ქართული მეობის,ქართული ზნეობის,ქართული სულის ადამიანი.მრავალი საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე,რომელსაც დიდი აღიარება აქვს უკრაინასა და უცხოეთის სხვა ქვეყნებში.
ბ.ნი გიორგი ამჟამად მოღვაწეობს უკრაინაში, ქ.კიევში.”გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ”ფონდს სამუშაო ვიზიტით ესტუმრა და შედგა ურთიერთშეთანხმება თანამშრომლობის მომავლის პროგრამებზე”, – ასე აფასებს ლუარა ნიჟარაძე გია სიგუასთან შეხვედრას. რომლის დასასრულს, მან სტუმარს გადასცა პროგრამული კრებულები “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” და ახალი განზომილება – რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ”
ფონდი მომავალშიც აპირებს ცნობილ და წარმატებულ თანამემამულეებთან შეხვედრას



