"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდიმეცნიერთა კონგრესი

ნუგზარ ვარდიაშვილი: უპირველეს ყოვლისა, სარჩელი უნდა შეიტანოთ, სახალხო სასამართლოში

 

ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ მეცნიერთა მიერ შემუშავებულ  “ხალხის წერილს” უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. წერილს ათი ათასზე მეტი ადამიანი შეუერთდა ხელმოწერით. უამრავ წერილს თუ მიმართვას ვიღებთ ყოველღიურად. ჩვენი თანამოქალაქენი თავის მოსაზრებებს გვიზიარებენ.

ერთი ასეთი გამოხმაურება ბატონ ნუგზარ ვარდიაშვილს ეკუთვნის. ჩვენ სრულად ვაქვეყნებთ მის წერილს,

“თუ მართლა საქართველოზე და მის მოსახლეობაზე გული შეგტკივათ, უპირველეს ყოვლისა, სარჩელი უნდა შეიტანოთ, სახალხო სასამართლოში, მატყუარა და აფერისტი მთავრობის წინააღმდეგ! სასამართლო პროცესი, ნამდვილად, სახალხო განხილვის საგნად უნდა აქციოთ! ამისათვის, რესპუბლიკაში მყოფი ყველა მასმედიის საშუალებანი უნდა იყოს ჩართული. რომელი მასმედიის საშუალება ამას არ მოისურვებს, მას ყველანაირი ლიცენზია უნდა შეუწყდეს!!!  ეს სასამართლოს მიერ უნდა იქნეს დადგენილი და ამის მიღწევა აღმასრულებელ ძალებს უნდა დაევალოს!

თუ სასამართლო პროცესს მოსამართლე არაობიექტურად წარმართავს, მაშინ იმ მოსამართლის ყველანაირი ძალაუფლება გაბათილდეს და ახალი მოსამართლით შეიცვალოს! სასამართლო პროცესზე წარდგენილი უნდა იქნეს, ის დაპირებანი, რომლებიც, წინასაარჩევნოდ, დღევანდელმა მთავრობაში მოსულმა სუბიექტებმა გააკეთეს და პასუხი მოეთხოვოთ ტყუილ დაპირებებზე!!!

ბიძინა ივანაშვილი გვიმტკიცებდა, რომ გაზისა და საწვავის ფასები, ხელოვნურად, გაორმაგებულად იყო გაზრდილი, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ და უეჭველად განახევრდებოდა. ის ზედმეტად გადახდილი თანხები, რომლებსაც ჩვენ ვიხდიდით, მოძალადე ხელისუფლების გასამდიდრებლად და ჩვენს გასატყავებლად, უნდა შეჩერებულიყო. ყველას ამისი იმედიც გვქონდა და იმიტომაც ავირჩიეთ. ავირჩიეთ და მოტყუებულნიც დავრჩით! სასამართლოზე უნდა მოვითხოვოთ იმ დაყაჩაღებული, გაორმაგებული თანხების დაბრუნება, რომლებსაც ბიძინა ივანაშვილი და დღევანდელი, მტაცებელი მთავრობა ისაკუთრებს!!!!

ასევე, ხელოვნურად გაზრდილი ფასები, პირველად მოხმარების საგნებზე: ალკოჰოლზე, რომელიც ამათ მოსვლიდან გაორმაგდა; სიგარეტზე, რომელსაც, უკვე მიჩვეული მოსახლეობა თავს ვეღარ ანებებს და იძულებულია, სხვა მოხმარების სფეროზე ეკონომია გააკეთოს და სიგარეტი იყიდოს გაათმაგებულ ფასად, რაც ის დანამატი ისევ ამ პარაზიტების ჯიბეებში ილექება!

ასევე ყველა იმ სააფთიაქო მედიკამენტების ფასები, რომელიც ამათ მოსვლის დღიდან ყოველდღიურად, ხელოვნურად იზრდება და სხვა კიდევ მრავალი, რომლის ჩამოთვლაც, იმ სასამართლო პროცესზე მოგვიწევს! სასამართლო პროცესზე უნდა დავაყენოთ საკითხი, რომ ის ზედმეტად გადახდილი თანხები, მოსახლეობას, სასამართლო გზებით დაუბრუნდეს!

ასევე, იმავე სასამართლო პროცესზე, განხილული უნდა იქნეს, იმ ფარული 12 000 ფაილის გაქრობის და გადამალვის საკითხი, თუ დღავანდელმა მთავრობამ, რამდენად სამართლიანად მოახდინა და თავს წამოგვასკუპა, გათახსირებული, სამშობლოს გამყიდველი, მოღალატე პოლიტიკოსთა კადრები! თუ ეს კადრები ნამდვილად განადგურებული იქნა, მკაცრი პასუხი მოეთხოვოს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც ხელი შეუწყო მის განადგურებას!!! ისინი უეჭველად ლინჩის წესით უნდა იქნეს გასამართლებულნი!!!! მაგ კასეტებში, მარტო პირადი ცხოვრებისეული კადრები არ იქნებოდა დაფიქსირებული. მე ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ! მანდ უხვად იქნებოდა, სახელმწიფოს აშკარა ღალატის ამსახველი მასალები, რომლებიც დღევანდელმა მთავრობამ გადაგვიმალა და საკუთარი პოლიტიკური კადრები, მოსახლეობის რისხვისგან დაიხსნა! სამაგიეროდ, თავს წამოგვასკუპა, სრულიად ამორალური, უნამუსო პოლიტიკური ფიგურები და დღვანდელი კანონმდებლობის საფუძველზეც, დღესაც, ხელშეუხებელი დაგვიტოვა! უფრო მეტიც, მათი მამხილებლებს, სასამართლოში თრევა და პასუხისგებლობა დაუწესა!!!! ეს ყოვლად მიუღებელია და ამას, რატომ არ აფიქსირებს, დღევანდელი,ის პოლიტიკური ძალები, რომელნიც, საკუთარ თავს პატრიოტებად მიიჩნევენ და მოსახლეობის თანადგომას მოელიან?!!!!!! ძველი, სააკაშვილის მთავრობა, იმ ფარულ კადრებს, ამ ახალ, ივანაშვილის მთავრობის წევრების დასაშანტაჟებლად გამოიყენებს და იძულებულს გახდის, რომ საკუთარ დაკრულზე აცეკოს! ფაქტი სახეზეა, გადახედეთ რა რაოდენობით არიან მობრძანებულნი პარლამენტში და სახელისუფლო შტოებში, ისევ ძველი, სააკაშვილის, კრიმინალი “ნაციონალური” პარტიის წევრები!

გაანძრიეთ ხელი და შედეგს უმალვე იხილავთ!!!!!”

ნუგზარ ვარდიაშვილი

ჩვენ უცვლელი დავტოვეთ წერილის სტილი.

მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ ბატონი ნუგზარის წერილში მითითებული ფაქტები, ჩვენი აზრით  უნდა გამოიძიოს “ხალხის სასამართლომ”.

2009 წელს დაფუძნდა პროექტი  “ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას” რომელსაც მსოფლიოში სახელგანთქმული იურისტი, მინდია უგრეხელიძე ედგა სათავეში.  “-ხალხის სასამართლომ” განიხილა სააკაშვილის რეჟიმის გახმაურებული საქმეები (ბუტა რობაქიძის, ვაზაგაშვილის, აფრასიძეების საქმეები)  და მაშინ როცა ქვეყანაში ტერორი მძვინვარებდა, სწორედ “ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას” იყო  თავისუფალი მიუკერძოებელი სასამართლოს განსახიერება.

მეცნიერთა მიერ შედგენილ “ხალხის წერილში” ხაზგასმულია  პროექტის “ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას” აღდგენის  აუცილებლობა    სწორედ “ხალხის სასამართლომ” უნდა განიხილოს, ჩვენი აზრით,   როგორც ბატონი ნუგზარის, ასევე  ჩვენი  უამრავი თანამოქალაქის  წერილებში  მითითებული ფაქტები

მეცნიერთა კონგრესი ეროვნული თანხმობისთვის

პრეს-ცენტრი

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *