"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდი

ლელა კუხიანიძე: რა მესაქმებოდა მე, ჩემს მეუღლეს, ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილს და საერთოდ იმ ხალხს, ლიეჟში, ვინც ნაციონალურ მოძრაობას წარსულად თვლის !

ყველას აინტერესებს რა მესაქმებოდა მე, ჩემს მეუღლეს, ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილს და საერთოდ იმ ხალხს, ლიეჟში, ვინც ნაციონალურ მოძრაობას წარსულად თვლის !
ან სულაც ნაცებს, რომლებმაც იცოდნენ მხოლოდ ნაცების იყო.

მოგეხსენებათ, რომ გავრცელდა ინფორმაცია, ბელგიაში, ლიეჟში ეპატიჟებოდნენ დიასპორებს, ჩვეულებრივ დაინტერესებულ ადამიანებს , ჩვენ ყველას ემიგრანტ ან არაემიგრანტებს რომ დასწრება ნებაყოფლობითია და საინტერესო.
ნაციონალური მოძრაობის თანამოაზრეებში მე მეგობრებიც მყავს გარდა იმისა,რომ მაინტერესებდა ამ შეხვედრას რომელსაც ” ერთად სახლში” ჰქვიოდა, რა გეგმა ჰქონდა,მიზანი ან სულაც იდეა.
იყო ტელევიზიები საქართველოდან, ვიყავით უცხო მიწაზე თავმოყრილი ეს გზა აბნეული ქართველები და რაც პირველად მე ვიგრძენი ეს იყო ” სირცხვილი”.
სად ხვდებით ერთმანეთს ქართველები რატომ ან რისთვის?
არასოდეს არ მინდა შევხედო რაიმე შეხვედრას ნეგატიურად, მითუმეტეს ცინიზმით მაგრამ ბელგიაში მოწყობილი ცირკი იყო უმიზნო, უმისამართო და უაზრო.

არავითარი დიალოგი ემირანტებთან, არავითარი კითხვა პასუხის რეჟიმი დაინტერესებულთათვის და ცხადია არანაირი პატივისცემა იმ ადამიანებისადმი,რომელთაც განსხვავებული ხედვები თუ აზრები ჰქონდა. ანუ ეს შეხვედრისმაგვარი აქცია, მხოლოდ და მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ხალხისათვის ყოფილა დანიშნული.ესეიგი ერთად სახლში მხოლოდ ნაცები და არა მე, შენ და თქვენ ვისაც არაფერი გწამთ და გჯერათ ყოფილი პრეზიდენტის : მიხეილ სააკაშვილის.
იცით, მე მინდოდა საუბარი მათთან და საკუთარი თვალით მენახა ,მესმინა და გვეკამათა თუნდაც. რა, ჯანმრთელი კრიტიკა შეუძლებელია? მე, როგორც ემიგრანტს ,რომელიც 12 წელია ემიგრაციაში ვარ ოჯახით, არ მაქვს უფლება ვკითხო ადამიანს, რომელიც ჩემი ქვეყნის მომავალს მის ძალებში ხედავს , როგორ უნდა ამ ყველაფერს მიაღწიოს, რა გეგმა აქვს და რით იქნება იგი იმდენად ნაყოფიერი,რომ მე რომელიც სხვანაირად ვფიქრობ , დამაფიქროს,რომ ვცდები?
არავის არაფრის უფლება ჰქონდა, იმიტომ,რომ არ იყო შეხვედრა გათვალისწინებული ჭეშმარიტად მოაზროვნე ადამიანებისათვის.

1. სანდრა რულოვსი გვესაუბრებოდა იმ სამედიცინო მომსახურეობის მოდელზე, რომელიც ემიგრანტებმა ისედაც ვიცით და მოთუმეტეს მე.
2. ირონიულად ადარებდა მისი მეუღლის ” ბოტას” რუსულ ჩექმებს.

და რაც მთავარია დარბაზში ჰქონდათ ყულაბა განკუთვნილი არა ქველმოქმედებისთვის არამედ მიშას ეკონომიური მდგომარეობის შემსუბუქებისთვის.
მე , რაღაც მაინც მინდოდა დამენახა ისეთი,რომელიც ამ შეხვედრის აზრს გამაგებინებდა: რატომ დაინიშნა ეს შეხვედრა!
სიგუა, ვინ არის ეს ჩამოუყალიბებელი ადამიანი,რომელიც მიშა 2 იყო. ახალგაზრდა კაცი, აგრესიით და მრისხანებით ესაუბრება ხალხს, რომ მიშას და ნაცების გარდა ადამიანები გონებაშეზღუდულია და შვება სჭირდება. რომ სასწრაფოდ ბანკია შესაქმნელი და გზავნილებს მიშას ბანკი, ყაირათიანად გაუმკლავდება. გაჰკიოდა, რომ შემოგზავნილი ხალხი აქ და შეხვედრის ჩაშლა სურთო…ბევრი სისულელე … როგორ გითხრათ…შემებრალა, შემებრალა კაცი,რომელიც სამყაროს სიძულვილით უყურებდა.

რუსთავი – 2- . თვალწინ,რომ საჯარო ტელევიზია მოგატყვილებს მას რა უნდა დაეჯეროს?
იღებს იმ ადგილს სადაც შექუჩულია ნაც – მოძრაობის ხალხი , თავიანთი ყიჟინით, რომ მოშო ესიზმრებათ და მის გარეშე სამყარო დახშულია. აშუქებს დეზ – ინფორმაციას,რომ ბატონი თემურ შაშიაშვილი შეიჭრა მცველებში,რომ თავზე დასცემოდა სააკაშვილს, როცა რამოდენიმე წუთის წინ თავად ეახლა მისასალმებლად და რომ მიუხედავად ექსესებისა ” ჩვენია ” ქვეყანა.

კიდევ ვიმეორებ ნაცების მხარეს ჩემი მეგობრებიც იყვნენ და როგორ მინდოდა თბილი საღამო გამოსულიყო და კეთილი განწყობით დავცილებულიყავით. მე მათთან არაფერი მაქვს უკვე საკამათო….მათ არ სურთ ჩვენთან. ნუთუ ეს ერის გახლეჩაა???? და ამისთვის არაა დასასჯელი ისევ ორგანიზატორები?
მე საკუთარი თვალით რაც ვნახე ეს იქნება მეტი სასუბრო დამაჯერებლობით ვიდრე მომესმინა თუნდაც ოცნების მხრიდან განსხვავებული ინტეპრეტაციით.

ბოლოს მინდა ვთქვა : დავფიქრდეთ ხალხო…არ მოსულა საქართველო აქამდე თვითმარქვია ხალხით. გამოვიყენოთ ის გამოცდილება რაც წინაპრებმა მოგვიტანეს,თუ როგორ უნდა გადავარჩინოთ სამშობლო.
ძალიან ცუდ დღეშია ქვეყანა. ასე მას არასოდეს გასჭირვებია. გარე თუ შიგა მტრები მოუმრავლდა და შეუმცირდა ერთგულები ან სულაც გაიქცა სადღაც, თავადაც, რომ არ იცის სად !
უფალო , მოაცილე ბოროტი, ქვეყნის გამანადგურებლები ქვეყანას და დაუბრუნე სიყვარული, როგორც ადრე, შორს და წარსულში იყო.

Facebook Comments
2 (40%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *