პროექტები
ვიწყებთ გაერთიანებას პროგრამის ირგვლივ
ჩვენ საინფორმაციო მხარდაჭერა ვთხოვეთ ყველა ტელევიზიას, მასობრივი ინფორმაციის ყველა საშუალებას. ხალხი დაინახავს, ვის როგორ აწუხებს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, მისი მეცნიერული ანალიზი და სისტემური ცვლილებების მეცნიერული პროგრამები. განსაკუთრებული იმედი გვაქვს სოციალური ქსელების, ჩვენი ფეისბუქ-მეგობრების.
ამ ეტაპისთვის სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა დიდი მოღვაწეების, ბატონების: მერაბ ბერძენიშვილის და რეზო ჩხეიძის ინიციატივით, მამულიშვილების _ ამზორ ერქომაიშვილის, გიგა ბათიაშვილის, არნოლდ გეგეჭკორის, რომან რურუას, ტარიელ ხარხელაურის, გივი თოიძის, ომარ მხეიძის, თემურ გუგუშვილის მონაწილეობით დაფუძნებულმა ტელევიზიამ „ქართული TV“, რომელიც დღეს შეგიძლიათ ნახოთ:
- მაგთიზე – 46
- • სილქნეტზე – 259
- • myvideo.ge-ზე (ლინკი http://www.myvideo.ge/tv/qartuli/2021-04-06)
ვებ გვერდზე: www.civilizebuli.ge
მეგობრებო, ვიწყებთ ხელმოწერას პროგრამაზე, შემოერთება შეუძლია ნებისმიერს. ეს პროცესი გაგრძელდება ივლისის ბოლომდე და 12 აგვისტოს, ქართველთა ღირსების დღეს – დიდგორობას (900 წლისთავი) საბოლოო ვარიანტი ყველას ხელმოწერით ჩაბარდება ხელისუფლებას. პირველი ვარიანტი მეცნიერთა კონგრესის გადაწყვეტილებით 14 მაისს უკვე ჩაბარდა პრემიერ-მინისტრს.
ხელმოწერისთვის საჭიროა: გვარი, სახელი, პირადობის მოწმობის ნომერი და საკონტაქტო ტელეფონი.
ხელმოწერა ხორციელდება ყველა შესაძლო და მისაღები ფორმით: საინიციატივო ჯგუფების ორგანიზებით, თუ ინდივიდუალურად, ელექტრონული ფოსტის, ფეისბუქ გვერდის, სოციალური ქსელის გამოყენებით, განცხადებები ამასთან დაკავშირებით მუდმივ რეჟიმში გამოქვეყნდება ტელევიზია „ქართული TV“-ს საშუალებით, ასევე ვებგვერდზე www.civilizebuli.ge ფეისბუქ გვერდებზე:
გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ:
https://m.facebook.com/profile.php?id=100030132400947&_rdr
მორალური გუნდი: https://www.facebook.com/groups/1317855501715709/
ქართულიTV
ელექტრონულ ფოსტაზე: civilizebuli@gmail.com, erovnulidzaltaertoba@gmail.com
კონსულტაციებისთვის შეგვიძლიათ მიმართოთ მეცნიერთა კონგრესის წევრებს:
მეცნიერებათა დოქტორი, ამირან აფციაური 514 01 01 71
მეცნიერებათა დოქტორი, ჯუმბერ ბოლღაშვილი 577 00 87 00; 599 53 35 41
მეცნიერებათა დოქტორი, ლუარა ნიჟარაძე 555 46 63 01
მეცნიერებათა დოქტორი, რამაზ ნამიჭეიშვილი 579 70 65 56; 593 36 85 59
გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი თეიმურაზ შაშიაშვილი 597 57 04 19
საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ხელოვნებათმცოდნე ციური გარუჩავა 593 32 70 96
კომისიის მდივანი ირინა ჯიბლაძე 595 41 27 72



