"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდივიდეოსლაიდერი
(ვიდეო) სააგენტო “კვირის” პრესკლუბი. მეცნიერთა გუნდის პრესკონფერენცია

2020 წლის 8 თებერვალს,დავითობას,ქუთაისში გელათის აკადემიის ისტორიულ კედლებში გაიხსნება “ქართული ერთობის დარბაზის,”გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ”ფონდისა და “მეცნიერთა კონგრესი – ეროვნული თანხმობისათვის” ერთობლივი კონგრესი. იმავე დღეს მოხდება ხატმწერ შალვა გერაძის მიერ დაწერილი დავით აღმაშენებლის ხატის გადაბრძანება თბილისიდან გელათის ტაძარში
კონგრესი განიხილავს
– „ქართულ დოქტრინას „ , მისი შემუშავების პრინციპებს.
– ეროვნული ცნობიერების ტელევიზიის შექმნის აუცილებლობასა და პრინციპებს, – “ყოველთა ქართველთა საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის “მოწვევის აუცილებლობის შესახებ
– მეცნიერთა მიერ შემუშავებული პროგრამების “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” და “ახალი განზომილება :რა შევცვალოთ რომ გადავრჩეთ”შესრულების მიმდინარეობას,
– .კონგრესი იმსჯელებს დავით აღმაშენებლის ძეგლთან დაკავშირებული ისტორიული სამართლიანობის აღდგენის შესახებ
– კონგრესის მიიღებს მიმართვას ხელისუფლებისა და საქართველოს მოსახლეობისადმი,
– პატივდების სიგელებით დაჯილდოვდებიან ქვეყნის დამსახურებული ადამიანები.
ამის თაობაზე, 7 თებერვალს,სააგენტო „კვირა“ – ს პრეს-ცენტრში ისაუბრეს გელათის კონგრესის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა: პროფესორი ვახში ჟვანიამ, პროფესორმა გუბაზ მეგრელიძემ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ჯუმბერ ბოლღაშვილმა



