"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდისლაიდერი
გელათის კონგრესთან დაკავშირებული საინფორმაციო ღონისძიებათა ანონსი

7 თებერვალს, დილის 9 სთ საპატრიარქოს ტელევიზიის დილის გადაცემაში გელათის კონგრესის საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრებენ “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” ფონდის დირექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ლუარა ნიჟარაძე, “ქართული დოქტრინის ” ერთ-ერთი ავტორი, პროფესორი რეზო ბალანჩივაძე
11.00 სთ სააგენტო “ჯიემთივის” პრესკლუბში, გელათის კონგრესის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით ჩატარდება პრესკონფერენცია. ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებენ: გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” ფონდის დირექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ლუარა ნიჟარაძე, ხატმწერი შალვა გერაძე
12:00 სთ. სააგენტო “კვირის” პრესკლუბში გელათის კონგრესთან დაკავშირებით გაიმართება პრესკონფერენცია. საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრებენ საორგანიზაციო ჯგუფის წევრები: პროფესორი ვახში ჟვანია, პროფესორი გუბაზ მეგრელიძე, პროფესორი ჯუმბერ ბოლღაშვილი
გაზეთების “რეზონანსი” და “საქართველოს რესპუბლიკა” 7 თებერვლის ნომერში დაიბეჭდება საორგანიზაციო ჯგუფის განცხადება “8 თებერვალი, დავითობა – გიწვევთ ყველას!”



