"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდისლაიდერი

გელათის კონგრესი: შეხვედრა ქუთათელ გაენათელ მიტროპოლიტ მეუფე იოანესთან

ყველაფერი ეს საჭირო და საჩქაროა

ილია მეორე

 

8 თებერვალს, დავითობას,  გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა გელათის კონგრესის ჩატარების, კონგრესის დღის წესრიგის, გელათში ქართული დოქტრინის შემუშავების პროცესის დაწყების და კონფერენციის მონაწილეთა მიერ, მთელი საქართველოს სახელით, გელათის ტაძრისათვის  დავით აღმაშენებლის ახლად შექმნილი უნიკალური  ხატის გადაცემის პატრიარქის მიერ  კურთხევის მიღების შემდგომ, საზოგადოებრივი პროექტის „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ წარმომადგენლები, გელათის წინამძღვარ, არქიმანდრიდ  მამა იოსებთან ერთად,  ქუთაისის რეზიდენციაში  შეხვდნენ ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს, მეუფე იოანეს

„ეს იყო იმ დიდი საუბრის გაგრძელება, რომელიც პატრიარქთან დაიწყო 28 იანვარს,“ – აღნიშნეს შეხვედრის მონაწილეებმა.ისინი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ მეუფის განწყობას ამ ისტორიული მოვლენისადმი და საიმედოდ აფასებენ მის მხარდაჭერას.  მეუფემ მაღალი შეფასება მისცა მენციერთა და საზოგადო მოღვაწეთა ამ ინიციატივას. იმას, რომ მენციერთა  დიდი გუნდი მიემგზავრება თბილისიდან, რომ ამ პროცესში მონაწილეობისათვის, უცხოეთიდან რამდენიმე ჩვენი მეგობარიც აპირებს ჩამოსვლას, რომ ხატმწერ შალვა გერაძის მიერ დაწერილი ჭედური ხატი მართლაც, განსაკუთრებულია მისი შინაარსითა და მასშტაბით (2.5X1,5), რომ  ის იქმნება შემოწირულობებით და ტაძარს გადაეცემა მთელი საქართველოს, საქართველოს მეგობრების, ქვეყნის გარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების სახელით. როგორც საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ, ასევე მეუფე იოანემ  ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თვით ეს ფაქტი და ასეთი მიდგომა, უნიკალურია.

შეხვედრის მონაწილეებმა მეუფეს გადასცეს მენიერთა მიერ შემუშავებული ქვეყნის განვითარების კონცეფცია „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და პროგრამული დოკუმენტი „ახალი განზომილება, რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“

მეუფემ აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, ამ ღონისძიებას ქუთაისიდან ბევრი მონაწილე შემოუერთდება.

მეუფემ ასევე  მიიღო გადაწყვეტილება,  ამ ისტორიული მოვლენისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების ნიშნად, სხვა ეპარქიების მღვდელმთავართა მოწვევის თაობაზე.

შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, არქიმანდრიდ მამა იოსების მეთაურობით, რომელიც  „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ ფონდის ხელმძღვანელებთან ერთად, ორგანიზაციას გაუკეთებს  გელათის ღონისძიების მთელ პროცესს,

საზოგადოებრივი პროექტის „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მხარდამჭერი ფონდის ხელმძღვანელები და მეცნიერთა ჯგუფი უდიდეს კმაყოფილებას გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ პატრიარქთან, მეუფესთან თუ ნებისმიერ სხვა  საჯარო შეხვედრაზე, ერთხმად არის მხარდაჭერილი ქვეყნის განვითარების კონცეფციის მთავარი პოსტულატები: ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ურთიერთთანამშრომლობის ჰარმონიზაციის გარეშე,  ქვეყანას არ აქვს დიდი მომავალი და რომ ეს პრინციპი არ ნიშნავს ერთ აზროვნებას, რაც  გამოკვეთილად ჩანს ბიბლიურ გამოთქმაში: მთავარში – ერთობა, სადავოში –  თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში – სიყვარული.  ეს არის გზა, თუ გვინდა მივაღწიოთ მთავარს: ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელწმიფო.

სწორედ ამ განწყობით მივდივართ გელათში და ამ განწყობით ვამზადებთ გელათის კონგრესს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *