"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდივიდეოსლაიდერი

გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” მეცნიერთა გუნდის წარმომადგენელთა სტუმრობა ხატმწერ შალვა გერაძის სახელოსნოში

30 01.2020 შ

“გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” მეცნიერთა გუნდის წარმომადგენლები 30 იანვარს ხატმწერ შალვა გერაძის სახელოსნოს ესტუმრა.

აქ საოცარი სურნელი და სიჩუმე იყო გამეფებული,კედლებს ხელოვანის მიერ შესრულებული უამრავი ნამუშევარი ამშვენებდა და მათ შორის,  დავით აღმაშენებლის უნიკალური ხატი,რომელიც სხვა ნამუშევრებში თავისი სიდიადითა და სიძლიერით გამოირჩეოდა.

ხატის კურთხევა მომავალ კვირას, საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ  მოხდება ხოლო დავითობას, 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხატი სამუდამოდ დაივანებს გელათის მონასტერში. იმავე დღეს, კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა- კურთხევით, გელათის აკადემიის ისტორიულ კედლებში გაიხსნება “ქართული ერთობის დარბაზის”,საზოგადოებრივი პროექტის “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ”და “მეცნიერთა კონგრესის -ეროვნული თანხმობისათვის”ერთობლივი კონგრეს-სესია.

” რასაც თქვენ აკეთებთ, ეს საჭირო და საჩქაროა”-ბრძანა უწმინდესმა ილია მეორემ 28 იანვარს,კონგრესის ორგანიზატორებთან შეხვედრისას. ეს უმაღლესი შეფასება და უდიდესი პასუხისმგებლობაცაა,,

მასპინძელმა, ხატმწერმა შალვა გერაძემ თავის შესავალ სიტყვაში ისაუბრა ხატის შექმნის ისტორიაზე.

ხატთან დაკავშირებულ შთაბეჭდილებებზე ისაუბრეს სტუმრებმა:

გელათის აკადემიის აკადემიკოსმა თეიმურაზ შაშიაშვილმა,გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” მხარდამჭერი ფონდის დირექტორმა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა – ლუარა ნიჟარაძემ, ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილემ  – პროფესორმა გუბაზ მეგრელიძემ, საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსმა ,  – ვახში ჟვანიამ, კონოდოკუმენტალისტმა  – ნონა ღამბაშიძემ, კომპოზიტორმა მანანა იმედაძემ. 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *